6 ნოემბერი 2024, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T24341 - ტენდერი ავტომანქანებზე სტიკერების ბეჭდვისა და გაკვრის მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს ემერჯენსი სერვისი („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: „ავტომანქანებზე სტიკერების ბეჭდვა და გაკვრა“ - მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.
გამარჯვებულ პირთან 1-წლიანი ნასყიდობის ხელშეკრულებას გააფორმებს: სს ემერჯენსი სერვისი
1. შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2024 წლის 28 ოქტომბრის 18:00 საათისა.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- დამკვეთის მხრიდან, შერჩევითად მოხდება ნიმუშების წარდგენი მოთხოვნა პრეტენდენტებთან.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება: 30 ოქტომბერი 2024
- სატენდერო წინადადებების მიღება: 6 ნოემბერი 2024
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა: 13 ნოემბერი 2024
- ხელშეკრულების გაფორმება: 20 ნოემბერი 2024
შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
ტენდერის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.
შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.
2. ტენდერით შესასყიდი მომსახურების/საქონლის აღწერილობა/სპეციფიკაციები:
შესასყიდი საქონელი: სტიკერების ბეჭდვა, მოწოდება, მონტაჟი და არსებული სტიკერების დემონტაჟი, დანართი N1-ში მოცემული მანქანების შესაბამისად. სტიკერი უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ამრეკლი. აუცილებელია წინადადების გამოგზავნამდე ადგილზე მიხვიდეთ მისამართზე: თბილისი, ლუბლიანა 13/6 სამანქანო გზა ჩაფიძის კლინიკის მოპირდაპირედ შემოდის; საკონტაქტო პირი იქნება - ალექსანდრე ინასარიძე ტელ: 551705405, აზომოთ მანქანები და გააკეთოთ შესაბამისი რენდერები.
პროდუქციის მიწოდების ადგილი:
სს ემერჯენსი სერვისი - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი;
დამატებითი ინფორმაცია:
- გამარჯვებულ კომპანიასთან სს ემერჯენსი სერვისი გააფორმებს ხელშეკრულებას 1 (ერთი) წლის ვადით.
- ანგარიშსწორება იწარმოებს ლარში (ეროვნულ ვალუტაში), შემდეგი კონსიგნაციის პირობით: მიმდინარე თვის ჭრილში მოწოდებული პროდუქციის საფასურის ანაზღაურება მომდევნო თვის ბოლო რიცხვამდე.
3. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ:
ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით.
სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.
სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- მომსახურების ფასი
- მოწოდების / მომსახურების ვადები
- საგარანტიო პირობა / მომსახურება
- კომპანიის გამოცდილება/ სანდოობა
- საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება
4. სატენდერო წინადადება:
(ა) სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:
- პრეტენდენტი იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
- ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- ბოლო 1 (ერთი) დასრულებული ფინანსური წლის დადასტურებული ბრუნვა
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
- მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი;
- „ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ“, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
- კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია (შეთანხმება თან ერთვის დანართი #3-ს სახით);
- პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი დანართი #4-ს სახით;
- შევსებული და ხელმოწერილი განფასება/ფასთა ცხრილი (ლარში, დღგ-სა და ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით) - მოცემული და დადგენილი დანართი #1-ში, ასევე ელექტრონული ფაილი ექსელის ფორმატში;
- ინფორმაცია ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე (დეტალები, აღწერილობა, გამოცდილება, სხვა არსებითი გარემოებები).
- პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.
პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ადასტურებს, რომ (ა) იგი გაეცნო დანართი #2-ის სახით წარმოდგენილ შესყიდვის ხელშეკრულების ნიმუშს, რომლის გაფორმებაც მოხდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან და თანახმაა აღნიშნული რედაქციის გაფორმებაზე და (ბ) მისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ აქვს უფლება, გაზარდოს სახელშეკრულებო ფას/ებ/ი ან სხვაგვარად გააუარესოს შემსყიდველის მდგომარეობა.
5. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია:
- შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:
- პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
- პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
- მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება; - სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
- არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
- არ შეესაბამება სინამდვილეს;
- ყალბია. - არსებობს სხვა ობიექტური გარმოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.
6. კონფიდენციალურობა:
პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Nonmedical_procurements@vian.health
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 6 ნოემბერი, 18:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებული კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ საკონტაქტო პირს:
ანა არქანია
ელ. ფოსტა: a.arkania@vian.health
მობ.: 591 948 277
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 22900000 სხვადასხვა ნაბეჭდი მასალა