ჩაბარების ვადა:

6 ნოემბერი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T24348 - გლდანი-ნაძალადევის რაიონში, საჭილაოს ქუჩაზე წყალარინებისა და წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002), აცხადებს ელექტრონულ ტენდერს გლდანი-ნაძალადევის რაიონში, საჭილაოს ქუჩაზე წყალარინებისა და წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  შესყიდვაზე.

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა: 

გლდანი-ნაძალადევის რაიონში, საჭილაო ქუჩის წყალსადენისა და წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა მოცემული პროექტების შესაბამისად. 

განსაკუთრებული მოთხოვნა:

  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპნიამ საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს მასალების გატანა ქვემოთ დასახელებული „დამკვეთის“ საწყობ(ებ)ის მისამართებიდან
    - პოლიეთილენის მილები, პოლიეთილენის მასალა, ფოლადის მასალა - წყალსადენის ქ. N7, ფეიქრების ქ. N14 და მარიამ ორახელაშვილის ქ. N30/35 (ლილო);
    -  ფოლადის მილები - იუმაშევის ქ. N14 (ლილო) და ნატახტარი (მცხეთა-კობის ტრასა, 200 მეტრი);
  • მასალის დასატვირთი ამწე, საჭიროების შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მიიყვანოს საწყობში თავად.
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საშემსრულებლო დოკუმენტაცია წარმოადგინოს ტენდერზე თანდართული საშემსრულებლო დოკუმენტაციის ნიმუშების შესაბამისად, რომელთა ცვლილება დაუშვებელია;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აწარმოოს სამუშაოები ტენდერზე თანდართული კონტრაქტორთა მართვის გეგმის შესაბამისად.
  • ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია სამუშაო ობიექტზე GWP-ისთვის უზრუნველყოს საოფისე კონტეინერის მოწყობა;
  • სამშენებლო სამუშაოების გაწევის ყველა ეტაპზე, სამუშაო ადგილზე გამარჯვებულ კომპანიას წარმოდგენილი უნდა ჰყავდეს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც სერთიფიცირებულია 2021 წლის 13 სექტემბერის ბრძანება № 01-81/ნ მიხედვით;

1.3 განფასება:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება ტენდერში თანდართული ხარჯთაღრიცხვების მიხედვით.

1.4 სამუშაოს შესრულების ფორმა, ადგილი და ვადა:

  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს გლდანი-ნაძალადევის რაიონში.
  • სამუშაოს შესრულების ვადა განსაზღვრულია ტენდერზე თანდართულ „შეჯამების“ ფაილში;

1.5 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა განისაზღვრება მომსახურების დასრულებიდან 60 (სამოცი) თვის ვადით.

1.6 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

1.7 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.8  ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების „უზრუნველყოფის გარანტია“ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების შესრულების გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ზემოთ განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება.

1.9 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ხარჯთაღრიცხვები ტენდერზე თანდართული ფორმით (ექსელში);

შენიშვნა: აუცილებლად უნდა განფასდეს ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ყველა ის პუნქტი, რომელსაც აწერია „კონტრაქტორის მასალა“ და „კონტრაქტორის მომსახურება“, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ღირებულება არის 0 (ნული) ლარი და კონტრაქტორი თანხმობას აცხადებს უსასყიდლოდ შეასრულოს მოცემული პუნქტი;

  • ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ (შეჯამების ფაილი);
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • სრულად შევსებული სამუშაო გეგმა-გრაფიკები (სატენდერო დრაფტ ფაილებში მოცემული გეგმა-გრაფიკის ნიმუშის მიხედვით);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • ტენდერზე თანდართული ხელმოწერილი „კონტრაქტორის განაცხადი“;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.

ყურადღება: პრეტენდენტის მიერ 1.9 პუნქტში მოცემული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ განიხილება!

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.10  ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე ელექტრონულ ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების ნიმუშის და სატენდერო პირობების შესაბამისად.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.

1.11 სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 
    · გაკოტრების პროცესში;
    · ლიკვიდაციის პროცესში;
    · საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • „შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ანშეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  „შემსყიდველი“ მხრიდან. 

პასუხისმგებელი პირი: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნებისთვის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, სათავო ოფისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. N10, თბილისი 0179, საქართველო; საკონტაქტო ელ-ფოსტა: pdpo@gwp.ge. მონაცემთა დამუშავების მიზანი: მესამე მხარის შესახებ ღია-წყაროებზე დაყრდნობით ანალიზის ჩატარება, რათა შეფასდეს მესამე მხარესთან პოტენციური ურთიერთობისას შესაბამისობის რისკები. ლეგიტიმაცია: პროფესიული ან/და კომერციული ურთიერთობა. მიმღებები: თქვენი მონაცემები არ გადაეცემა რომელიმე მესამე მხარეს, გარდა კანონიერი ვალდებულების ან უფლების შემთხვევისა.შენახვა: თქვენი მონაცემები ინახება კომპანიის შეფასებისთვის საჭირო დროის და სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ თქვენი პერსონალური მონაცემები დაიბლოკება კანონმდებლობით დაშვებული ვადით. როგორც კი ხსენებული ვადები ამოიწურება, არსებული ინფორმაცია განადგურდება. უფლებები: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემებზე წვდომის, მონაცემთა გასწორების, განახლების, წაშლის, დამუშავების შეზღუდვის ან აკრძალვის უფლებით, ასევე გააუქმოთ გაცემული თანხმობა წერილობითი მიმართვის მაიდენტიფიცირებელი გრიფით „მონაცემთა დაცვა“ გაგზავნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10, თბილისი 0179, საქართველო, ან ელექტრონული ფოსტის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: pdpo@gwp.ge, რომელშიც უნდა მიუთითოთ ის უფლება, რომელსაც ახორციელებთ და რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს თქვენ მიერ (ფიზიკურად ან ელექტრონულად). თუ ვერ ხერხდება თქვენი ვინაობის დადგენა, შეიძლება ჩვენი მხრიდან დამატებით მოთხოვნილ იქნას ინფორმაცია, მათ შორის, და არა მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობის ასლი. პრეტეზნიის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (www.personaldata.ge).

ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხაზგასმით აღნიშნავს საორიენტაციო ჯამური მოცულობა არის სავარაუდო და მისი მითითება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განიმარტოს როგორც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვალდებულება შეისყიდოს საქონელი/მომსახურება საორიენტაციო ჯამური მოცულობით. საორიენტაციო ჯამური მოცულობა არ წარმოადგენს ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში შესასყიდი საქონლის/მომსახურების ზუსტ მოცულობას, ფაქტობრივად შესყიდული საქონლის/მომსახურების მოცულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს (იყოს მეტი ან ნაკლები) საორიენტაციო ჯამური მოცულობისგან, ასეთ შემთხვევაში: (ა) ტენდერში მონაწილე გარანტიას იძლევა, რომ იგი ამ საფუძვლით არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და აცხადებს უარს ამ საფუძვლით რაიმე სახის ზიანის/ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაზე, (ბ) ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს ტენდერში მონაწილე პირის მიერ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის ან სახელშეკრულებო პირობების ცვლილების მოთხოვნის საფუძველი. ტენდერში მონაწილეობით ტენდერში მონაწილე ეთანხმება ამ პირობებს და მათ მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.

სრული დოკუმენტაცია იხილეთ ბმულზე:

საჭილაოს წყალსადენი და წყალარინება
Password: GWP123456

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 6 ნოემბერი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში. 

საკონტაქტო ინფორმაცია:

რეაბილიტაციის ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი:
გიორგი ვეშაპიძე, მობ: +995 595 33 93 30, E-mail: gveshapidze@gwp.ge

საკონტაქტო პირი: ნინო კობერიძე
მის: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: nkoberidze@gwp.ge
ტელ.: +995 32 2 93 11 11 (1146); 555 68 93 98 

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145)

ტენდერის კატეგორია:

  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    31 ოქტომბერი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა