ჩაბარების ვადა:

8 ნოემბერი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T24352 - ტენდერი უძრავ ქონებაზე აზომვითი და საპროექტო სამუშაოების მომსახურების შესყიდვაზე

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი (შემდგომში ბანკი) აცხადებს ტენდერს უძრავ ქონებაზე აზომვითი და საპროექტო სამუშაოების მომსახურების შესყიდვის შესახებ. 

ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან 1 წლიანი გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით

ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება კონკრეტული მომსახურების სრულად და ჯეროვნად შესრულებასთან დაკავშირებით, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში;

შესასყიდი მომსახურების ჩამონათვალი - იხ. დანართი 2. 

  • პრეტენდენტი კომპანია ვალდებულია წინადადება წარმოადგინოს მომსახურების სრულ ჩამონათვალზე. შესაბამისი მოთხოვნით,დანართი N2-ში ჩამოთვლილი მომსახურებებისაგან განსხვავებული საჭიროების შემთხვევაში,  ბანკი შესაძლებელია შეუთანხმდეს პრეტენდენტს დამატებით მომსახურებაზე, რაზედაც მხარეთა შორის გაფორმდება ხელშეკრულების დანართი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მომსახურების პირობები. 
  • ბანკი უფლებას იტოვებს ტენდერის ჩატარების შედეგად ხელშეკრულება გააფორმოს რამოდენიმე კომპანიასთან და ამ მიზნით დაკვეთები გადაანაწილოს საკუთარი შეხედულებისამებრ.
  • პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აზომვითი ნახაზი, რომელიც შეესაბამება საჯარო რეესტრში წარსადგენ, სარეგისტრაციო აზომვითი ნახაზის მოთხოვნებს. 

1.2 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია, მომსახურე კომპანიას გააჩნდეს მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება აღნიშნული მომსახურების შესრულებაში, ამასთან მსგავსი თანამშრომლობის გამოცდილება სხვა კომპანიებთან (მათ შორის ფინანსურ ინსტიტუტებთან)
  • მომსახურების შესასრულებლად კომპეტენტური და გამოცდილი გუნდი
  • მოქნილობა
  • შესაბამისი სერტიფიკატები/უფლებამოსილებები

1.3 ტენდერის ფარგლებში წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია კომპანიამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის აღწერილობა და გამოცდილება
  • გუნდი და მათი გამოცდილების შესახებ ინფორმაცია
  • არსებული სერვისების სრული ჩამონათვალი
  • რეკომენდატორების სია, მათთან მუშაობის გამოცდილების წლებისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით
  • კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია (დანართი 1).
  • ფინანსური წინადადება (დანართი 2):
  •  ფინანსური წინადადების წარმოდგენა უნდა მოხდეს დანართი 2-ის საშუალებით. გთხოვთ, ატვირთოთ დოკუმენტი უფლებამოსილი პირის ხელმოწერით/დასკანერებული სახით.
  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • რეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

1.4 შეფასების კრიტერიუმები

გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით: 

  • ფინანსური წინადადება 70%
  • შესრულების ვადები 20%
  • კომპანიის გამოცდილება 10%

წინადადებები შეფასდება სატენდერო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების და წონების მიხედვით. წინადადება შეიძლება ჩაითვალოს არსებითად შესაბამისად თუ ის აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს რაიმე მატერიალური გადახრების, დათქმისა და გამოტოვების გარეშე. 

საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, ბანკი იტოვებს უფლებას, გამარჯვებულის გამოვლენამდე,  დაგეგმოს შეხვედრები ტენდერში მონაწილე შერჩეულ კომპანიებთან, გასაუბრებისა და შესაძლო დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით. 

ბანკი განიხილავს მომსახურების მიღებას მომსახურების კომპანიისგან ქვეკონტრაქტორების საშუალებით.

*გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  8 ნოემბერი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელა ყაველაშვილი
ekavelashvili@bog.ge
ტელ: +995 579 01 04 03

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    31 ოქტომბერი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა