ჩაბარების ვადა:

15 ნოემბერი 2024, 15:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T24386 - ტენდერი სათავო ოფისებსა და ფილიალებში სარეკლამო აბრების, ბანკომატის მაჩვენებლების დამზადება-მონტაჟსა და დემონტაჟის სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს - სათავო ოფისებსა და ფილიალებში სარეკლამო აბრების, ბანკომატის მაჩვენებლების დამზადება, მონტაჟი და დემონტაჟის სამუშაოების შესყიდვაზე.

ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების წარმომდგენი ერთი კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება ზემოაღნიშნული სამუშაოების შესყიდვაზე. სამუშაოების შესრულების ვადად განსაზღვრულია 3-4 თვე ხელშეკრულების მხარეთა მიერ ხელმოწერიდან დღიდან.

ტენდერი ჩატარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის ტიპის გამოყენებით Tenders.ge-ს ს ელექტრონული შესყიდვების პორტალზე. ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით იხილეთ დანართი „ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია“.

Tenders.ge-ს ელექტრონული შესყიდვების პორტალზე, ვაჭრობის დასრულების შემდგომ გამოვლინდება ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი.

იმ შემთხვევაში, თუ 3 ბიჯიანი ვაჭრობის შემდგომ, ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია პრეტენდენტის თავდაპირველ შემოთავაზებაზე, ბანკი იტოვებს უფლება მოითხოვოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურება.  

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც მის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებაში.

სარეკლამო აბრების, ბანკომატის მაჩვენებლების დასამზადებლად საჭირო ნიმუშების წარმოდგენა:

პრეტენდენტმა, ბანკის მოთხოვნის შესაბამისად უნდა წარადგინოს, დასამზადებელი სარეკლამო აბრების და ბანკომატის მაჩვენებლების დამზადებისათვის საჭირო მასალების ნიმუშები. შესაძლებელია ნიმუშების და სხვადასხვა მასალების პრეტენდენტის საწარმოო ტერიტორიაზე დათვალიერება/შემოწმება.

მასალის ნიმუშები პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტერაბნკში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვირსალაძის N 5. საკონტაქტო პირი ბატონი ლაშა ჭანტურიძე. ტელ: 595 110 174

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა: 

ბანკი ელ. ფოსტის საშუალებით პრეტენდენტს უგზავნის შეტყობინებას ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შესახებ. პრეტენდნტმა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასკვნის დედანი უნდა წარმოადგინოს შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვირსალაძის №5. საკონტაქტო პირი: ამირან ანანიაშვილი. მობილური: 595 908680. ამავდროულად, ექსპერტიზის დასკვნის ელ. ვერსია უნდა გადაიგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტაზე: amiran.ananiashvili@terabank.ge

მასალის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა:

შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა განისაზღვრება ბანკის მიერ შეტყობინების გაგზავნიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სატენდრო დოკუმენტაცია:

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • ანალოგიური საქმიანობის მინიმუმ 3  წლიანი გამოცდილება. 

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • შევსებულ ფასების ცხრილს (დანართი N1-1). ფასები უნდა მოიცავდეს შესასრულებელ სამუშაოებს სრულად, მათ შორის დამზადებას, მონტაჟს, დემონტაჟს, ტრანსპორტირებას და უნდა მოიცავდეს დღგ-ს;
  • მიმდინარე კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობას საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ;
  • საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის);
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი).

აუცილებელი პირობა :

  • მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა  2024 წლის 15 ნოემბერი (15:00 სთ-მდე).

ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია  სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად. პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.

დანართები:

  • დანათი N1-1 (ფასების ცხრილი)
  • დანათი N1-2 (ბანკომატების მისამართები)
  • დანართი N 1 ATM მაჩვენებელი
  • დანართი N 2 ავლაბარის ფილიალი ქეთევან დედოფლის გამზირი N 3
  • დანართი N 3 ვირსალაძე N 5
  • დანართი N 4 ვაკე ჭავჭავაძის N43
  • დანართი N 5 ვერა მელიქიშვილი 8.2
  • დანართი N 6 ბილტმორი რუსთაველის N 29
  • დანართი N 7 დიდუბე წერეთლის N 60
  • დანართი N 8 აღმაშებებლის N 148
  • დანართი N 9 კრწანისი გორგასლის N 37
  • დანართი N 10 გლდანი ხიზანიშვილის N 17
  • დანართი N 11 ბათუმი 2 რუსთაველის N 10
  • დანართი N 12 ბათუმი 1 ჭავჭავაძის და ლუკა ასათიანის კვეთა
  • დანართი N 13 ბათუმი 3 მწვანეს ქ. N 1
  • დანართი N 14 თელავი ბაგრატიონის ქ. N 1
  • დანართი N 15 დედოფლისწყარო ჰერეთის N49
  • დანართი N 16 მარნეული რუსთაველის ქ. N 37
  • დანართი N 17 ღუდუშაური კლინიკა
  • დანართი N 18 სათავო ოფისი მოცულობითი ასოები ქ. წამებულის N 3
  • დანართი N 19 სათვო ვირსალაძის N5
  • დანართი N 20 თვისუფლების მოედანი N 4 ოფისი

დანართებში N1-დან - N20-ის ჩათვლით წარმოდგენილია საბეჭდი ფაილები და ვიზუალიზაციისათვის რენდერები.

შენიშვნა:  

ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 15 ნოემბერი 15:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტალარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა
  • გთხოვთ სისტემაში დააფიქსიროთ შეთავაზების ჯამური ღირებულება;
  • ვაჭრობა გაიმართება ჯამურ ღირებულებაზე;
  • ფასის კლების ბიჯი: 1600 ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთთანდართულ ფაილში.

ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ამირან ანანიაშვილს, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: amiran.ananiashvili@terabank.ge ტელეფონზე 255 00 00/(შიდა 2009). მობ: 595 908680.

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    1 ნოემბერი 2024 დრო 15:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 1'600.00 ‎₾