ჩაბარების ვადა:

14 ნოემბერი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T24387 - ტენდერი მილი პოლიეთილენის 75მმ/P 100/PN 16 შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: სილქნეტი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 14 ნოემბერი 2024 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სსსილქნეტიაცხადებს ტენდერს მილი პოლიეთილენის 75მმ/P 100/PN 16  შესყიდვაზე. გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფასები ლარში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორისდღგ- ჩათვლით. ასევე,  პროდუქციის მოწოდების ვადა და გადახდის პირობა.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2024 წლის 14 ნომებრის  ჩათვლით (18:00 საათი) დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: . თბილისი, ჰეიდარ ალიევის # 7.

 პროდუქციის მოწოდება მოხდება ეტაპობრივად ერთი წლის განმავლობაში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2024 წლის 14 ნოემბრის  ჩათვლით (10:00 - 18:00 საათი).

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კომპანიაზე  ზოგადი ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;
  • კლიენტების ჩამონათვალი;
  • კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები.

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში და CD დისკზე;
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით.

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ.

მოთხოვნა:

წარმოდგენილი ფასები  უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით.

სს ,,სილქნეტი“  გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;  

ს.ს. ,,სილქნეტის“ მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ  მოიძიოთ  ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.silknet.com/index.php?lang=ka&mid=93&s=tender 

რეკვიზიტები:

ლაშა გამგებელი
lgamgebeli@silknet.com;  tenders@silknet.com;
+995 595 11 66 24

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
შეკითხვები
მიმწოდებელი 3

მოგესალმებით, გავეცანით თქვენს გამოცხადებულ ტენდერს და გვაინტერესებს რა პერიოდში მოხდება პირველი დაკვეთა?

მიმწოდებელი 2

Is it to be used for water supply or drainage?

მიმწოდებელი 2

What is the application scenario (purpose) of the pipeline you need and the pressure it needs to withstand?

მიმწოდებელი 1

მოგესალმებით, გავეცანით თქვენს გამოცხადებულ ტენდერს და გვაინტერესებს მოხდება თუ არა მითითებული რაოდენობის სრულად ათვისება წლის განმავლობაში? მიწოდების ვადის განსაზღვრისთვის გვაინტერესებს რამდენად ადრე მოხდება თქვენგან შეკვეთის განხორციელება, თუ ხელშეკრულებაში იქნება გაწერილი გეგმიური მიწოდების რაოდენობა და თარიღები (არაუმეტეს/არანაკლებ მითითებით) ასევე გთხოვთ დაგვიზუსტოთ მიწოდების ადგილი იქნება თბილისის ერთი კონკრეტული მისამართი სხვადასხვა თუ მიწოდება უნდა განხორციელდეს რეგიონშიც?