15 ნოემბერი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT24396 - ტენდერი ვიდეო რგოლის დამზადებაზე
ტენდერის აღწერილობა:
ლტოლვილთა დანიის საბჭო პროექტის "MOSAICS" ფარგლებში იწვევს კვალიფიციურ და დაინტერესებულ მომწოდებლებს ვიდეო რგოლის დამზადებისათვის.
პროექტის სახელწოდება: MOSAICS – „დასავლეთ საქართველოში, ხის დამუშავების მიმართულებით სამოქალაქო ორგანიზაციების სოციალურად პასუხისმგებელი ქმედებებისა და ინიციატივების ორგანიზება და გაძლიერება, აფხაზეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლში (ABL) ბავშვთა უფლებების მხარდასაჭერად“.
დონორი: ახალი დემოკრატიის ფონდი (NDF)
პროექტის მიზანი: პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების ჩართულობის წახალისებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამიზნე თემებში ეკო-მეგობრული და ადგილობრივად წარმოებული საგანმანათლებლო სათამაშოებისა და თავსატეხების გამოყენებით, რაც წარმოადგენს ცნობიერების ამაღლების, თემის მობილიზაციის და ახალგაზრდებისა და ქალების ჩართვის ეფექტურ ინსტრუმენტს. პროექტი მხარს უჭერს პარტნიორობის ჩამოყალიბებას ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ხელისუფლებას, სოციალურ საწარმოებსა და ახალგაზრდებს/ქალთა ლიდერებს შორის სამიზნე ადგილებში.
ლტოლვილთა დანიის საბჭო იწვევს პოტენციურ მომწოდებლებს ფასთა კვოტირებაზე მოთხოვნილი მომსახურებისფასის დაფიქსირებით. ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში (დღგ)-ს ჩათვლით.
- შემოთავაზების საგანი: პროექტის "MOSAICS" ვიდეო რგოლის დამზადება
- სატენდერო წინადადებების გამოცხადების თარიღი: 2024 წლის 1 ნოემბერი
- სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 15 ნოემბერი
- სატენდერო წინადადებების წარდგენის დახურვის დრო: 18:00 საათი
- სერვისის/სერვისების ჩაბარების ვადა: ნოემბერი 2024 - მარტი 2025
აღწერა:
- შემოთავაზების საგანი: პროექტის "MOSAICS" ვიდეო რგოლის დამზადება
- ვიდეო რგოლის ხანგრძლივობა: 5 წუთი
- ენა: ქართული ინგლისური სუბტიტრებით
- ველზე ვიზიტი: 2-3 (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)
- გადაღების პერიოდი: ნოემბერი - მარტი
- შინაარსი და მიზანი: ვიდეო მიზნად ისახავს წარმოაჩინოს პროექტის წარმატება დამიღწევები, აჩვენოს მსგავსი ინიციატივების აუცილებლობა და მათი დადებითი გავლენასაზოგადოებაზე.
- წარმატების/ადამიანური ისტორიები: ვიდეოში წარმოდგენილი იქნება ორი ისტორია, რომელიც ასახავს, თუ როგორ დადებითად იმოქმედა პროექტმა მონაწილეების ცხოვრებაზე დამთლიანად საზოგადოებაზე.
ვიდეოს ძირითადი სეგმენტები:
- ტრენინგის სესიები: ამ სეგმენტში წარმოდგენილი იქნება ტრენინგების სესიათაამსახველი მასალა. აქ ნათლად გამოჩნდება, თუ რა უნარ-ჩვევებს სწავლობენმონაწილეები და რა სარგებელს იღებენ ისინი ტრენინგებიდან. განსაკუთრებულიყურადღება გამახვილდება ერთ-ერთი მონაწილის გამოცდილებაზე, სადაც მისიმიღწევები, სწავლა და ახალი უნარების პრაქტიკაში გამოყენების გეგმები იქნებაასახული.
- საბავშვო ბაღი: აღნიშნულ სეგმენტში წარმოდგენილი იქნება საბავშვო ბაღებისთვისგაწეული დახმარება და მიწოდებული რესურსები. ვიდეოში ნაჩვენები იქნება, თუ როგორზემოქმედებს პროექტი დადებითად საბავშვო ბაღების საქმიანობაზე და რა გავლენა აქვსმას ადრეულ განათლებაზე.
- წიგნის პრეზენტაცია/მიწოდება: ეს სეგმენტი აღწერს საგანმანათლებლო მასალებისმიწოდების პროცესს საბავშვო ბაღებში. აქ წარმოდგენილი იქნება ერთ-ერთი პედაგოგისისტორია ან კომენტარი, რომელიც ახსნის, თუ რა სარგებელს მოუტანს ეს მასალებიროგორც მასწავლებლებს, ასევე ბავშვებს.
რეზიუმე: ვიდეო წარმოადგენს პროექტის შედეგებსა და მიღწეულ სარგებელს, გააცნობსმაყურებელს პროექტის უშუალო ბენეფიციარებსა და სამიზნე ჯგუფებს. ნაჩვენები იქნებაშესაბამისი სტატისტიკური მონაცემები, რაც კიდევ ერთხელ გამოკვეთავს მსგავსიინიციატივების მნიშვნელობასა და მათ აუცილებლობას.
მოთხოვნილი/თანდართული დოკუმენტაცია:
ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ:
- Invitation to submit price quotation(s) for the Production of the "MOSAICS" Project Video Clip/მოწვევა პროექტის "MOSAICS" ვიდეო რგოლის დამზადების ფასთა კ(ვ)ოტირებაზე(გაეცანით ყურადღებით არ საჭიროებს გადმოგზავნას)
- ფას(ებ)ის კვოტირების სრულად გადმოაგზავნეთ შევსებული, ხელმოწერილი დაბეჭედდასმული ფორმა (RFQ).
- მომწოდებლის ქცევის კოდექსი - გადმოაგზავნეთ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული(Supplier Code of Conduct)
- მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა - გადმოაგზავნეთ შევსებული, ხელმოწერილი დაბეჭედდასმული (Supplier Profile and Registration Form)
- გთხოვთ, გაეცნოთ კონტრაქტის ძირითად პირობებს (General Conditions of Contract) (არსაჭიროებს გადმოგზავნას).
დამატებით მომწოდებილის მხრიდან წარმოსადგენი დოკუმენტები:
- კომპანიის/ორგანიზაციის მფლობელის დასკანერებული პირადობის მოწმობა/პასპორტი
- კომპანიის/ორგანიზაციის ამონაწერი სჯარო რეესტრიდან სასურველია ინგლისურენაზე
შეფასების კრიტერიუმი: შეფასებისთვის წარმოსადგენი ინფორმაცია და ნიმუში(ები):
- შემოთავაზების საუკეთესო ფასი შეირჩევა ადმინისტრაციული, ტექნიკური და ფინანსურიშეფასების საფუძველზე.
- უპირატესობა მიენიჭება შემოთავაზებას, სადაც მოცემულია საუკეთესო ხარისხისაუკეთესო ფასად
- მსგავს პროექტებში გამოცდილება - დეტალური ინფორმაცია განმცხადებლის მიერგანხორციელებული პროექტების შესახებ, რომლებიც მოიცავს არასამთავრობოორგანიზაციებთან თანამშრომლობას. (თან დაურთეთ საჭიროების შემთხვევაშირეკომენდაციების მისაღებად იმ ორგანიზაციების საკონტაქტო ინფორმაცია,რომლებთანაც გქონდათ თანამშრომლობა. )
- წარმოდგენილი მომწოდებილის მიერ შექმნილი ვიდეო რგოლი(ები) - რომლებიცწარმოადგენენ მსგავს შინაარსს და ფორმატს, რაც მოთხოვნილია "MOSAICS"პროექტისთვის - გთხოვთ ვიდეო რგოლი(ები) გადმოაგზავნოთ ტენდერის სხვადოკუმენტებთან ერთად ტენდერის ელ. მისამართზე ბმულის სახით
ანგარიშსწორება:
შემსყიდველმა უნდა განახორციელოს გადახდა ინვოისისა და ლდს-ს ‘მიღებულისერვისის სერტიფიკატის’ მიღებიდან ათი (10) სამუშაო დღის განმავლობაში.
შემოთავაზების წარდგენის ფორმა:
დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საჭირო კვალიფიკაციებსა დაგამოცდილებას, მოცემული მოწვევის შესაბამისად, შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი ინტერესიშემდეგ ელექტრონულ მისამართზე: rfq.geo.wcg@drc.ngo (სატენდერო წინადადება მიიღებამხოლოდ აღნიშნულ ელ მისამართზე)
სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 15 ნოემბერი
ტენდერთან დაკავშირებული მხოლოდ შეკითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე მისამართით: sophiko.lagvilava@drc.ngo
შეკითხვებზე პასუხის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის12 ნოემბერი 17:00 .
ტენდერის კატეგორია:
- 92100000 კინოდა ვიდეომომსახურებები