
14 ნოემბერი 2024, 14:00
სტატუსი:
დასრულებულიT24432 - ტენდერი შემაჯამებელი საზეიმო ღონისძიების დაგეგმვასა და ორგანიზებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს "პაშა ბანკი საქართველო" აცხადებს ღია ტენდერს კომპანიის 2024 წლის შემაჯამებელი საზეიმო ღონისძიების დაგეგმვასა და ორგანიზებაზე, რომელიც განკუთვნილია ბანკის კლიენტებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.
დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.
ჩვენს შესახებ:
პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდეტის გამოცდილება აღნიშნულ სფეროში უნდა აღემატებოდეს 5 წელს.
- ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა/პრეტენდენტებმა უნდა გამოაგზავნონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
შერჩეულ პრეტენდენტებს დაეგზავნებათ სატენდერო დოკუმენტაცია. პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემოთავაზება მიღებული ინფორმაციის საფუძველზე:
- სატენდერო წინადადება ქართულ ენაზე (მომსახურების ტარიფები, პირობები, გადახდის სქემა)
- ხელმოწერილი დანართი #2 და #3 (თანდართულია)
- სარეკომენდაციაო წერილები (სასურველია 3, ბოლო 2 წლის გაცემული)
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
- რეკვიზიტები
სატენდერო შემოთავაზება და ტენდერთან დაკავშირებული კომუნიკაცია უნდა გამოიგზავნოს ელ-ფოსტაზე: tenders@pashabank.ge ; m.karchaidze@pashabank.ge
სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება.
შეფასების კრიტერიუმებია:
1) საბაზრო გამოცდილება
- კომპანიის მინიმუმ 5-წლიანი უწყვეტი საქმიანობა ღონისძიებების ორგანიზების სფეროში
- დამადასტურებელი დოკუმენტაცია: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ლიცენზიები და სერთიფიკატები (არსებობის შემთხვევაში)
2) პროფესიული პორტფოლიო
- მსგავსი მასშტაბის კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილება
- განხორციელებული პროექტების ვიზუალური მასალა
- კლიენტების სარეკომენდაციო წერილები
- წარმატებული თანამშრომლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მსხვილ კორპორატიულ კლიენტებთან
3) ფინანსური წინადადება
- დეტალური ხარჯთაღრიცხვა სერვისების მიხედვით
- გადახდის პირობები და განრიგი
- დამატებითი ხარჯების (არსებობის შემთხვევაში) სრული ჩამონათვალი
სატენდერო წინადადების მიწოდების პირობები:
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 14 ნოემბერი, 2024წ. 14:00 საათი
დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდით:
მარიამ ქარჩაიძე
შესყიდვების განყოფილება
სს „პაშა ბანკი საქართველო“
მობ.: +995 577 03 81 02
ტელ.: + 995 322 265 000
ელ-ფოსტა: tenders@pashabank.ge; m.karchaidze@pashabank.ge
ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად.
პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
გთხოვთ, წარმოადგინოთ ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია განსაზღვრულ ვადებში. შეფასება მოხდება კომპლექსურად, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმის გათვალისწინებით.
თანდართული დანართების ჩამონათვალი:
- Tender application
- END OF THE YEAR EVENT
- დანართი 2 - Application Form GEO/English;
- დანართი 3 - Confidentiality GEO/English
ტენდერის კატეგორია:
- 79900000 სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები