13 ნოემბერი 2024, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T24457 - ტენდერი ბრენდირებული ორგმინის და არაკალის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ბრენდირებული ორგმინის და არაკალის შესყიდვაზე.
დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის- www.tenders.ge საშუალებით
ტენდერი ჩატარდება ვაჭრობის გარეშე.
შესყიდვის ობიექტი:
პროდუქტი |
რაოდენობა |
ორგმინა თეთრი - ბრენდირებული დახვრეტილი (bogpay.ge) (სიგანე 47 სმ. სიგრძე 17.5 სმ. სისქე 2 მმ.) |
200 |
ორგმინა თეთრი - ბრენდირებული დახვრეტილი (bogpay.ge) (სიგანე 45 სმ. სიგრძე 15 სმ. სისქე 2 მმ.) |
150 |
ორგმინა თეთრი - ბრენდირებული დახვრეტილი (bogpay.ge) (სიგანე 44 სმ. სიგრძე 13.5 სმ. სისქე 2 მმ.) |
100 |
ორგმინა თეთრი - ბრენდირებული დახვრეტილი (bogpay.ge) (სიგანე 45 სმ. სიგრძე 17 სმ. სისქე 2 მმ.) |
150 |
არაკალი - თეთრი (wifi) (ზომა: სიგრძე - 8 სმ. სიმაღლე 6 სმ.) |
1000 |
არაკალი - ნარინჯისფერი (ზომა: სიგრძე - 12 სმ. სიგანე 11 სმ.) |
1000 |
ორგმინა 1 |
200 |
ორგმინა 2 |
1000 |
ორგმინა 3 |
1000 |
მახასიათებლები და ზომები:
დასახელება |
ორგმინა გამჭვირვალე - 1 |
სიგრძე |
110მმ |
სიგანე |
100მმ |
სისქე |
5 მმ |
ფერი |
გამჭირვალე |
დასახელება |
ორგმინა გამჭვირვალე - 2 |
სიგრძე |
135 მმ |
სიგანე |
120 მმ |
სისქე |
5 მმ |
ფერი |
გამჭირვალე |
დამატებითი მოთხოვნა |
შუა ამოსერვა 3მმx2მმ |
დასახელება | ორგმინა გამჭვირვალე - 3 |
სიგრძე | 134 მმ |
სიგანე | 120 მმ |
სისქე | 2 მმ |
ფერი | გამჭირვალე |
გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ მოწოდება.
მოწოდებული პროდუქტი უნდა იყოს მაღალი ხარისხის, ორგმინა და არაკლი არ უნდა გახუნდეს და გაიცრიცოს 2 წლის განმავლობაში
მოწოდების ვადა:
მოწოდება უნდა განხორციელდეს 1 ეტაპად - 2025 წლის იანვარში
მოწოდების მისამართი - ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2-4-6-8-10
გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ნასყიდობის საგნის მოწოდება/დასაწყობება მითითებულ ლოკაციაზე.
ანაზღაურება:
ნასყიდობის საგნის მოწოდებიდან 5 დღის ვადაში
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება; - დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 13 ნოემბერი, 15:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
ტელ: +995 599 27 87 97
ელ.ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 14800000 სხვადასხვა არალითონური მინერალური პროდუქტი
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები