ჩაბარების ვადა:

15 ნოემბერი 2024, 12:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T24479 - ტენდერი სპეც ფეხსაცმლის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „თეგეტა მოტორსი“ (ს/კ 202177205) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სპეც ფეხსაცმლის შესყიდვასთან დაკავშირებით. 

განსაკუთრებული მოთხოვნები: წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს ,დანართი N1-ის მიხედვით სპეც ფეხსაცმლის მომარაგება 45 დღის  ვადაში სრულად.

მოწოდებულ უნიფორმებზე უნდა გავრცელდეს გარანტია, საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან 6 თვის ვადით.

ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს ნიმუშები ტენდერის დასრულებიდან არაუგვიანეს, 5 დღისა, მისამართზე: ქ.თბილისი, შალიკაშვილის #8. ნიმუშის წარმოუდგენლობის შემთხვევაში პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება შესყიდვის პროცედურიდან. 

2. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

შესასყიდი სპეც ფეხსაცმლისის საორიენტაციო რაოდენობა წარმოდგენილია დანართი N1-ის სახით;

შენიშვნა: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და წლიური რაოდენობა, რის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.

3. განფასების მოთხოვნის პირობები:

ფასების მოწოდება ხდება დანართი №1-ის მიხედვით (დოკუმენტი ატვირთეთ როგორც ექსელის ფაილის სახით, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);

წინადადებაში მითითებული ფასი უნდა იყოს მოცემული ყველა გადასახადის გათვალისწინებით (მათ შორის ტრანსპორტირება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისიწნებული გადასახადები).

4. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი: 

  • სპეც ფეხსაცმლის  მიწოდების ადგილი: საქართველო, ქ. თბილისი,დიღმის მასივი. მეექვსე კვარტალი, 22ბ კორპუსი.
  • მოწოდება უნდა განხორციელდეს სრულად, ხელშეკრულების გაფორმებიდან  45  დღის განმავლობაში.

5. ანგარიშსწორების პირობა:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შენიშვნა: ავანსის მოთხოვნა განიხილება ინდივიდუალურად და შესაძლებელია მხოლოდ საბანკო გარანტიის საფუძველზე, არაუმეტეს მთლიანი საკონტრაქტო ღირებულების 30 %-ისა.

6. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ პორტალზე ასატვირთი დოკუმენტაცია:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1) განსაკუთრებული მოთხოვნების (პუნქტი 1.1) გათვალისწინებით. ფასი მოცემული უნდა იყოს ტრანსპორტირებისა და ყველა გადასახადის ჩათვლით, როგორც ხელმოწერილი, სკანირებული ვერსია, ისე ექსელის ფორმატი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა. 
  • კომპანიის გამოცდილება/პროფაილი;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • სარეკომენდაციო წერილები

7. დამატებითი ინფორმაცია:

  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ გამოიყენეთ tenders.ge-ს პლატფორმა.
  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში;
  • ნიმუშები უნდა იყოს მოწოდებული დახურულ ყუთში, ზემოდან პრეტენდენტი კომპანიის სახელწოდებით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, შალიკაშვილის #8. ტენდერის დასრულების შემდეგ, პრეტენდენტების მოთხოვნის შესაბამისად, ნიმუშები დაუბრუნდება ტენდერში მონაწილე კომპანიებს. 

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 15 ნოემბერი 12:00 საათი

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 15 ნოემბერი 12:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში; 

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ ელექტრონულ პორტალზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ProcurementTenders@tegetamotors.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 18800000 ფეხსაცმელი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    8 ნოემბერი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა