ჩაბარების ვადა:

15 ნოემბერი 2024, 15:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T24493 - ტენდერი სწრაფი გადახდის ტერმინალის დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას/კ 205130464  აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სწრაფი გადახდის ტერმინალის დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე 2 წლის ვადით.

შესყიდვის ობიექტი:

  • სწრაფი გადახდის ტერმინალების დასუფთავება - თბილისი (გარე)
  • სწრაფი გადახდის ტერმინალების დასუფთავება - რეგიონი (გარე)
  • სწრაფი გადახდის ტერმინალების დასუფთავება - (შიდა)

ძირითადი მოთოხვნები

სიხშირე:

  • ქალაქი თბილისი - თვეში ექვსიდან-რვამდე, გარემო პირობებიდან გამომდინარე;
  • რეგიონები თვეში ოთხჯერ, გარემო პირობებიდან გამომდინარე;
  •  შიდა ლოკაციები (თბილისი-რეგიონები) - თვეში ერთხელ; 
  • დასუფთავებებს შორის დაცული უნდა იყოს პროპორციული ვადა

მომსახურების სტანდარტი

  • დასუფთავდეს სწრაფი გადახდის ტერმინალის კორპუსი, საწვიმარი, საწვიმრის მინა, ეკრანი, ნოტიო ტილოთი და სპეციალური ხსნარით;
  • თვეში ერთხელ მოშორდეს სწრაფი გადახდის ტერმინალს ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყი სპეციალური ხსნარით;
  • ოშორდეს სწრაფი გადახდის ტერმინალზე დაკრული სტიკერი, პულივიზატორით ან საღებავით დატანილი წარწერა;
  • ყოველ დასუფთავებაზე მიეწოდოს დამკვეთს ინფორმაცია ფოტოსურათით,  სწრაფი გადახდის ტერმინალზე აღმოჩენილი კოროზიის, დაზიანებული საწვიმრის მინის, მასზე არსებული საღებავის (რომელიც არ შორდება მეტალს) ან სხვა ხარვეზის შესახებ;
  • მანიშნებელი სტიკერები - შეამოწმოს სწრაფი გადახდის ტერმინალზე არსებული მანიშნებელი სტიკერები, დაზიანების ან არ არსებობის შემთხვევაში დასუფთავების შემდგომ შეცვალოს/დაასტიკეროს;
  • დაზიანების საფრთხე - შემსრულებელი ვალდებულია სამუშაო შეასრულოს ისეთი საშუალებებით რომელიც არ გამოიწვევს მოწყობილობის დაზიანებას, მნიშვნელოვანია, რომ მაღალი წნევით არ მოხდეს სითხის მისხმა;
  • მოახდინოს რიგგარეშე დასუფთავება დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნიდან 8 საათის შუალედში;
  • გამოყენებული საწმენდი საშუალებები უნდა იყოს ბიოლოგიურად დაშლადი და არ უნდა იყოს მომხმარებლების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ;
  • შემსრულებელი ვალდებულია მომსახურება განახორციელოს საკუთარი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

რეპორტინგი:

  • შემსრულელი ვალდებულია მიაწოდოს დამკვეთს ინფორმაცია დასუფთავებამდე მინიმუმ 4 საათით ადრე დაგეგმილი სამუშაოების შესახებ;
  • ყოველი თვის ბოლოს მიაწოდოს დამკვეთს რეპორტი შესრულებული სამუშაოების შესახებ, სწრაფი გადახდის ტერმინალის ID-ის და მისამართის მითითებით;
  • მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს დამკვეთს სწრაფი გადახდის ტერმინალების ფოტოები.

წინადადება:

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს:

  • მომსახურების ფასს ერთეულზ
  • გამოყენებული მასალებისა და დასუფთავების ტექნოლოგიების აღწერა
  • რეკომენდაციებს მსგავსი სამუშაოების შესრულების გამოცდილების შესახე მინიმუმ 3 კომპანიიდან

ანაზღაურება:

მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან 5 დღის ვადაში ყოველთვიურად.

სატენდერო პირობები

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;

დანართი N2- ფასების ცხრილი

  •  ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  •  ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;

 დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 15/11/2024 15:00 საათი

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 15 ნოემბერი, 15:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:

ლელა ტყეშელაშვილი
ტელ: +995 599 27 87 97
ელ.ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    8 ნოემბერი 2024 დრო 12:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა