22 ნოემბერი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT24505 - ფასთა გამოკითხვა გლინულას და არმატურის შესყიდვაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს არ ემ ჯი გოლდი აცხადებს ფასთა გამოკითხვას გლინულას და არმატურის შესყიდვაზე.
შესყიდვის საგანი:
- გლინულა დ=8 მმ A240C - 6600 KG
- არმატურა დ=10 მმ 12 მ-იანი სიგრძის A500C - 4400 KG
- არმატურა დ=12 მმ 12 მ-იანი სიგრძის A500C - 32000 KG
- არმატურა დ=16 მმ 12 მ-იანი სიგრძის A500C - 7000 KG
- არმატურა დ=18 მმ 12 მ-იანი სიგრძის A500C - 7400 KG
- არმატურა დ=20 მმ 12 მ-იანი სიგრძის A500C - 3000 KG
- არმატურა დ=22 მმ 12 მ-იანი სიგრძის A500C - 2200 KG
- არმატურა დ=25 მმ 12 მ-იანი სიგრძის A500C - 4400 KG
- არმატურა დ=28 მმ 12 მ-იანი სიგრძის A500C - 3000 KG
კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 22.11.2024, 18:00 საათი
ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
- ენა : ქართული/რუსული/ინგლისური
- კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
- კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება:
- გადახდის პირობები;
- პროდუქციის მიწოდების ვადები;
- მიწოდების პირობა;
- ტექნიკური დოკუმენტაცია;
- საგარანტიო პირობები;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
- რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები
კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.
- მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
- ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
- კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com
საკონტაქტო ინფორმაცია:
ქეთა ალექსი-მესხიშვილი
Т +995 595 30 00 16
kaleksimeskhishvili@richmetalsgroup.com
ტენდერის კატეგორია:
- 14700000 ძირითადი ლითონები
- 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
- 44300000 კაბელები, მავთულები და მათთან დაკავშირებული მასალები