ჩაბარების ვადა:

25 ნოემბერი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T24513 - ინტერესთა გამოკითხვა ტურისტული სააგენტოების შერჩევაზე

ინტერესთა გამოკითხვის აღწერილობა:

ჰოლდინგი ,,კვირის პალიტრა" აცხადებს ინტერესთა გამოკითხვას ტურისტული სააგენტოების შერჩევის მიზნით, რათა უზრუნველყოს საზღვარგარეთ საქმიანი ვიზიტები და დასვენება 40-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლისთვის.

ჰოლდინგი ყოველწლიურად გამოყოფს 200-250 ათას ლარს ამ მომსახურების დასაფინანსებლად.

მოთხოვნები და პირობები:

1.სერვისის მოთხოვნები:

  • ავიაბილეთების დროული მიწოდება.
  • სასტუმროს სერვისები შეღავათიან პირობებში, თანამშრომლების კომფორტისა დაუსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვით.
  • სრული დაზღვევა მომსახურების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად.

2. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო ტურისტული მომსახურების სფეროში.
  • პრეტენდენტი უნდა იყოს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) წევრი და გააჩნდეს მოქმედი სერტიფიკატი. 

3. ბარტერული თანამშრომლობა:

პალიტრის ჰოლდინგი მზად არის, განიხილოს სააგენტოს წინადადებები, რომლებიც ურუნველყოფენ ბილეთებისა და სასტუმრო მომსახურების ნაწილობრივ ბარტერს, სარეკლამო სივრცეების სანაცვლოდ. სარეკლამო მიმართულებები მოიცავს შემდეგს:

  • ტელევიზია
  • რადიო
  • ბეჭდური მედია
  • სოციალური მედია
  • ბანერები
  • პრომო სივრცე ჰოლდინგის საიტზე

პრიორიტეტი მიენიჭება იმ სააგენტოებს, რომელიც მზად იქნება აღნიშნულ ბარტერულ შეთანხმებაზე.

განაცხადების შეფასება:

შერჩევა განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • ფასები და ხელმისაწვდომობა;
  • დაზღვევის გარანტიები;
  • ბარტერული პირობები.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა:

აღნიშნული ინტერესთა გამოკითხვის განცხადება არ ავალდებულებს პალიტრის ჰოლდინგს გააფორმოს ხელშეკრულება რომელიმე დაინტერესებულ კომპანიასთან. ჰოლდინგი იტოვებს უფლებას ნებისმიერ მომენტში შეწყვიტოს ან შეცვალოს პროცედურა, ან უარი თქვას გამოხატულ ინტერესებზე ყოველგვარი ვალდებულების გარეშე.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 25 ნოემბერი, 18:00 საათი.

განაცხადი წარმოადგინეთ  ელ. ფოსტაზე mariammeskhi1402@gmail.com

საკონტაქტო პირი:
მარიამ მესხი;
ტელ : 595 853 025

ტენდერის კატეგორია:

  • 63500000 ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურებები