ჩაბარების ვადა:
4 დეკემბერი 2024, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T24520 - ტენდერი ავტომანქანების ტექ მომსახურებაზე
ელ. ტენდერი
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება: შეიცვალა დანართი N1.
ტენდერის აღწერილობა:
სს "საქართველოს კლინიკები", სს "ვიანი", "ვიან ლოჯისტიკა", "ემერჯენს სერვისი" აცხადებს ტენდერს ავტომანქანების ტექ მომსახურებაზე.
1.შესასრულებელი სამუშაოების ხანგრძლივობა:
- სავალი ნაწილები – არაუმეტეს 2 კალენდარული დღის განმავლობაში.
- ელექტროობა – არაუმეტეს 3 კალენდარული დღის განმავლობაში.
- აგრეგატები – არაუმეტეს 8 კალენდარული დღის განმავლობაში.
- სათუნუქე და სამღებრო სამუშაოები – არაუმეტეს 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
- სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში – 30 კალენდარული დღე.
- სხვა მომსახურებები (რომელიც არ არის მითითებული ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში) – არაუმეტეს 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
2.საგარანტიო პირობები:
- შეცვლილი მეორადი ნაწილი – მინიმუმ 6 თვე.
- ახალი ნაწილი – 1 წელი.
- აკუმულატორები – 2 წელი.
- სამუხრუჭე დისკები – 1 წელი.
- ნათურა – 1 წელი.
3.ანგარიშსწორების პირობები:
- ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით.
- მომსახურების მიწოდებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 45 კალენდარულ დღის განმავლობაში.
4.განსაკუთრებული მოთხოვნები:
- პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორი სერვის ბოქსი თითოეული ლოტისთვის.
- სერვის ბოქსების რაოდენობას მიექცევა ყურადღება.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სერვის ბოქსების სურათები.
- გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება შემოთავაზებულ ფასებზე 1 წლის ვადით.
5.მომსახურების/სამუშაოს აღწერა:
- დანართი N1 განსაზღვრავს ავტოტექნიკური მომსახურების საჭიროებებს სხვადასხვა ტიპის ავტომობილებისთვის.
6.ლოტები:
- ლოტი N1 – მსუბუქი ავტომობილებისთვის მოთხოვნილი ავტოტექნიკური მომსახურებები.
- ლოტი N2 – ნახევრად სატვირთო, ნახევრად სამგზავრო (მიკროავტობუსები) ავტომობილებისთვის მოთხოვნილი მომსახურებები.
- ლოტი N3 – სატვირთო ტექნიკისთვის მოთხოვნილი მომსახურებები.
- ლოტი N4 – სათადარიგო ნაწილები
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 4 დეკემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ტენდერის კატეგორია:
- 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები