ჩაბარების ვადა:

22 ნოემბერი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T24529 - კაფეტერიის მომსახურების მომწოდებელის შერჩევაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯი-თი მოტორსი“, საავტომობილო ბრენდების Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki, BMW, Mini-ს ოფიციალური წარმომადგენელი და იმპორტიორი საქართველოში,  აცხადებს ტენდერს გამოცდილ და კვალიფიციურ მომწოდებლებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ კაფეტერიის მომსახურებას ჩვენს ფართზე/ოფიექტზე, რომელიც განლაგებულია შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, 163.

კაფეტერია მოემსახურება როგორც კომპანიის თანამშრომლებს, ისე მის ვიზიტორებს და კონტრაქტორებს (საშუალო დღიური გამტაუნარიონობა: 200 კაცი), და უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა დიეტური მოთხოვნების შესაბამისი კერძებისა და სნექების მრავალფეროვანი მენიუ.

სამუშაოს მოცულობა: შერჩეული მომწოდებელი პასუხისმგებელი იქნება:

  • განსაზღვრულ საათებში კაფეტერიის ოპერირებასა და მართვაზე
  • მენიუს შექმნასა, მაღალი ხარისხის და ნუტრიციული ღირებულების საკვების მომზადებაზე
  • სურსათის და სხვა მარაგების შესყიდვაზე
  • ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების, ასევე საკვების ჰიგიენური სტანდარტების შესაბამისობაზე
  • კომპანიის თანამშრომლებისა და ვიზიტორებისთვის საუკეთესო მომსახურების მიწოდებაზე
  • კაფეტერიის ტერიტორიაზე ჰიგიენისა და სისუფთავის ნორმების დაცვაზე
  • გადახდის და ბილინგის შესაბამისი სისტემების დანერგვაზე.

მოთხოვნები:

  • გამოცდილება: მომწოდებლებს უნდა ჰქონდეთ კაფეტერიის მომსახურების დადასტურებული ისტორია, სასურველია კორპორაციულ ან ინსტიტუციურ გარემოში.
  • მენიუ: შემოთავაზება უნდა შეიცავდეს მრავალფეროვან მენიუს, რომელშიც გათვალისწინებულია დაბალანსებული და სპეციალური მოთხოვნების შესაბამისი კერძები (მაგ.: ვეგეტარიანული, ნახშირწყლების დაბალი შემცველობით და ა.შ.). დამატებით, აუცილებელია ფიქსირებული მენიუს ვარიანტი (სალათი, სუპი, მთავარი კერძი და ა.შ.)
  • ხარისხის უზრუნველყოფა: მომწოდებელმა ნათლად უნდა აჩვენოს მისი პასუხისმგებლობა კვების ხარისხის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების მიმართ, მათ შორის სერტიფიკაციის ან სათანადო რეგულაციებთან შესაბამისობის გზით.
  • პერსონალი: დასაქმებულთა რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საჭიროებებს და უნდა იყოს კვალიფიციური, როგორც საკვების მომზადების, ისე მომსახურების და დასუფთავების მოვალეობების მიმართულებით.
  • ფასები: ფასი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი, როგორც კერძების, ისე მომსახურებისთვის
  • მდგრადობა: უპირატესობა მიენიჭება მომწოდებლებს მდგრადი გარემოსდაცვითი პოლიტიკით, როგორიცაა ადგილობრივი პროდუქტების შეძენა და საკვების ნარჩენების მინიმიზაცია.

შემოთავაზების შემოტანის წესები: დაინტერესებულმა მომწოდებლებმა უნდა გამოგზავნონ შემოთავაზება: 22.11.2024-მდე შემდეგ საბუთებთან ერთად:

  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი საბუთებით
  • სამეწარმეო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ;
  • შემოთავაზებული მენიუ ფასებისა და კვებითი ღირებულების მონაცემებით
  • ინფორმაცია პერსონალის შესახებ, მათ შორის კვალიფიკაციის, მოსამზადებელი/საჭირო პროგრამების და სერტიფიცირების შესახებ, მაგ.: ცნობა ჯანმრთელობის შესახებ და ა.შ.
  • შესაბამისობის დოკუმენტაცია (ლიცენზიები, ნებართვები, კვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერტიფიკატები)
  • ფასთა სტრუქტურა და გადახდის პირობები
  • ნებისმიერი სხვა დამატებითი მომსახურება ან სარგებელი

შეფასების კრიტერიუმები: შემოთავაზებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • გამოცდილება და საქმიანობის ისტორია (20%)
  • მენიუს მრავალფეროვნება და ხარისხი (25%)
  • ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობა (20%)
  • ფასები და მისი შესაბამისობა მომსახურებასთან (30%)
  • მდგრადობის პოლიტიკა (5%)

ვადები:

  • ტენდერის გამოცხადების თარიღი: 12.11.2024
  • შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადა: 22.11.2024
  • მომწოდებლის შეფასება და შერჩევა: 25-27.11.2024
  • ხელშეკრულების ძალაში შესვლა: 01.01.2025

სატენდერო შეთავაზება მიიღება შემდეგ ელფოსტის მისამართზე: vacancy@gtmotors.ge

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია გათავისუფლებული იქნება იჯარის გადასახადისგან და პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ კომუნალურ გადასახედებზე.
  • ვიზიტი ფართის სანახავად შესაძლებელია მოთხოვნისამებრ - მოთხოვნა გამოაგზავნეთ Vacancy@gtmotors.ge
  • ჯი-თი მოტორსი იტოვებს უფლებას მიიღოს ან უარი თქვას ნებისმიერ ან ყველა შემოთავაზებაზე
  • შერჩეულმა მომწოდებელმა ოფიციალური ხელშეკრულება უნდა გააფორმოს ჯი-თი მოტორსთან კაფეტერიის მომსახურების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად

საკონტაქტო ინფორმაცია:

შეკითხვებისა და შემოთავაზების შემოტანისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ
ზურაბ გოგბერაშვილი
 +995 595 366 161

ტენდერის კატეგორია:

  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება