30 ნოემბერი 2024, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT24535 - ტენდერი პროექტის გადამოწმების სამუშაოების შესრულებაზე
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია ქართული ცემენტმა მიიღო გადაწყვეტილება მის კუთვნილ კასპის ცემენტის ქარხანაში, გაზარდოს კლინკერის წარმოების სიმძლავრე. ამ მიზნით ქარხანაში იგეგმება ახალი 1200 ტ/დღეში კლინკერის წარმოების ხაზის მონტაჟი. აღნიშნული ხაზის საპროექტო სამუშაოებზე კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა ჩინურ კომპანია Chengdu Design & Research Institute of Building Materials Industry Co., Ltd-სთან. გამომდინარე იქიდან რომ საპროექტო ორგანიზაცია არ იცნობს ქვეყანაში მოქმედ სტანდარტებსა და მოთხოვნებს, აუცილებლად მიგვაჩნია რომ საპროექტო სამუშაოები გადამოწმდეს ადგილობრივი კვალიფიცირებული საპროექტო ორგანიზაციის მიერ.
სამუშაოების მიზანია, საპროექტო ორგანიზაციისათვის საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და მოთხოვნების მიწოდება, პროექტის ადგილობრივ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან და ასევე კომპანიის შიდა სტანდარტებთან და მოთხოვნებთან თავსებადობის დადგენა და დასრულებული პროექტის დაცვა პროექტის ექსპერტიზისას.
საპროექტო უბანის ძირითადი ნაგებობების ჩამონათვალი მათი მახასიათებლების მითითებით მოცემულია თანდართულ ფაილში. თანდართულ ფაილში ასევე მოცემულია კლინკერის ხაზის ტიპიური პროექტის (კასპის არსებული კლინკერის ხაზი) სამშენებლო პროექტები, რომლებიც ტიპიურად იდენტურია ახალი პროექტისა.
ფასთა გამოკითხვის საგანს წარმოადგენს, პროექტის გადამოწმების სამუშაოების შესრულება მოწოდებული ტექნიკური დავალების მიხედვით.
წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა: 30.11.2024 – 12:00 საათი
დეტალური დოკუმენტაცია იხილეთ აღნიშნულ ბმულზე:
Kartuli Cement LTD
21 ალ. ყაზბეგის გამზირი
0160 თბილისი, საქართველო
ყველა კორესპონდენცია წინადადების მოწოდების ჩათვლით უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vladimer.surguladze@cement.ge
ვლადიმერ სურგულაძე
Phone:+995 595 810 505
E-mail: vladimer.surguladze@cement.ge
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ:
ირაკლი სადუნიშვილი
Phone: +995 577 509705
E-mail: irakli.sadunishvili@cement.ge
ტენდერის კატეგორია:
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები