22 ნოემბერი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT24552 - ბაზრის კვლევა საფოსტო მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ბაზრის მოკვლევას საფოსტო მომსახურების შესყიდვის შესახებ/
ინსტრუქცია ბაზრის კვლევაში მონაწილეთათვის:
- ბაზრის კვლევის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ბაზრის კვლევის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
- ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
ბაზრის კვლევაში მონაწილეობის პირობები:
- ბაზრის კვლევა ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
- ბანკი უფლებას იტოვებს ბაზრის კვლევის ჩატარების შედეგად ხელშეკრულება გააფორმოს რამოდენიმე მომწოდებელთან და ამ მიზნით დაკვეთები გადაანაწილოს საკუთარი შეხედულებისამებრ.
- წინამდებარე კვლევის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ბაზრის კვლევა თავისი შეხედულებისამებრ.
- ბაზრის კვლევის წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველი თვის ბოლოს შესაბამისი მომსახურების სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.
ბაზრის კვლევის ფარგლებში წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:
ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს და ატვირთოს ბაზრის კვლევაში გათვალისწინებული ყველა დანართი:
- ინფორმაცია კომპანიის შესახებ (დანართი #1);
- ქვეყნის შიგნით ქალაქების ზონების მიხედვით გადანაწილების ცხრილი (დანართი #2);
- ქვეყნის შიგნით ზონების მომსახურების პირობები (დანართი#3);
- ადგილობრივი გზავნილების ტარიფების ცხრილი (დანართი #4);
- დამატებითი მომსახურებების ტარიფების ცხრილი (დანართ #5);
თუ ცხრილებში არსებული, გამზადებული ზონების რაოდენობა არ არის საკმარისი შემოთავაზების წარმოსადგენად, შესაძლებელია ველების დამატება.
ყველა ცხრილი შევსებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდეტებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- ცნობა საბიუჯეტო დავალიანების შესახებ;
- ფინანსური ბრუნვის ამონაწერი 01/01/2023 – 01/10/2024 პერიოდზე, შესატყვისი ექსელის ფაილით ან შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაცია (მოგება/ზარალის უწყისი, ექსელის ფორმატით ან საბანკო დასკვნა);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (პრეზენტაციის, Word ან PDF დოკუმენტის სახით);
- მინიმუმ ორი რეკომენდაცია;
ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების ადგილობრივ ბაზარზე გაწევის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება.
ბაზრის კვლევის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდის უუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში
ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.
ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
- სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
- უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
- ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
- ნარჩენების წარმოქმნის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულა ნარჩენები თავად დაამუშაოს ან შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების მიზნით გადასცეს შესაბამისი უფლების მქონე პირებს, ნარჩენების მართვის კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;
აუცილებელია, რომ პრეტენდენტი აკმაყოფილებდეს ბანკში არსებული პროცედურის ყველა მოთხოვნას.
ბანკში არსებული პროცედურა:
სტანდარტული მომსახურება:
კომპანიის წარმომადგენელი ვალდებულია ბანკის სათავო ოფისში გამოცხადდეს ყოველ სამუშაო დღეს, 16:00-დან 17:00-მდე.
თბილისის მასშტაბით გაგზავნილი წერილები უნდა ჩაბარდეს ადრესატს მეორე დღეს.
რეგიონალური ფილიალების მიმართულებით გაგზავნილი გზავნილები ადრესატებს უნდა ჩაბარდეთ ზონების მიზედვით განსაზღვრულ დროებში
სათავო ოფისის მიერ 14:00 საათამდე დაფიქსირებული მოთხოვნის შემთხვევაში საჭიროა გზავნილის იმავე დღეს ჩაბარება.ბანკის რეგიონალური ფილიალების წარმომადგენელები საჭიროებისამებრ (კვირაში რამდენიმეჯერ) დააფიქსირებენ მოთხოვნას კომპანიის მიერ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ელ. ფოსტაზე ან ელექტრონულ სისტემაში გზავნილის შესახებ და კომპანიის წარმომადგენელი ვალდებულია მითითებულ მისამართზე გამოცხადდეს იმავე დღეს კომპანიასა და ბანკს შორის შეთანხმებულ დროს და აიღოს გზავნილები. აღნიშნული გზავნილები უნდა ჩაბარდეს კანცელარიას, თუ სხვა მითითება არ არის გაკეთებული ბანკის მხრიდან.
ზოგ შემთხვევაში, გამგზავნის წინასწარი მითითების საფუძველზე, გზავნილები კომპანიის წარმომადგენელმა უნდა მიუტანოს ადრესატს, მოაწერინოს დოკუმენტზე ხელი და ხელმოწერილი დოკუმენტი ჩააბაროს ბანკის წარმომადგენელს უკან, ზონების მიხედვით განსაზღვრულ ვადაში.
არასტანდარტული მომსახურება:
- ზემოთ აღწერილი სტანდარტული მომსახურების გარდა საჭიროების მიხედვით არის შემთხვევები როდესაც:
- აუცილებელია გზავნილების 17:00 საათის შემდეგ გაგზავნა და იმავე დღეს ჩაბარება (მოთხოვნა ბანკის მხრიდან დაფიქსირდება 17:00 საათამდე და გზავნილი ადრესატს უნდა მიეწოდოს იმავე დღეს თბილისის მასშტაბით);
- კურიერის დღის განმავლობაში რამდენჯერმე გამოძახება წინა დღეს, ან იმავე დღეს დილით შეთანხმების საფუძველზე;
- გზავნილების შაბათს აღება/ჩაბარება
- გზავნილის არა-სამუშაო საათებში (საღამოს) ჩაბარება.
- ამანათის გაგზავნის შემთხვევაში ბანკის წარმომადგენელს უნდა შეეძლოს ონლაინ სისტემის საშუალებით დაუყოვნებლივ მიიღოს შემოსავლების სამსახურში დასარეგისტრირებელი კოდი.
- როდესაც გზავნილი იგზავნება სტანდარტულად ბანკის ქსელის გარეთ ფიზიკურ პირთან კომპანიის წარმომადგენელმა უნდა მიუთითოს ვინ ჩაიბარა: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ხელმოწერა და რა კავშირი აქვს აღნიშნულ პიროვნებას გზავნილის ადრესატთან.
- იურიდიული პირის შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენელი ვალდებულია მიუთითოს მიმღების სახელი, გვარი, პოზიცია და ხელმოწერა.
- ბარათების გაგზავნის დროს ჩაბარება ხდება პირადად, უშუალოდ ადრესატისთვის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის საფუძველზე.
- ბანკის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, გზავნილი უნდა ჩაბარდეს ადრესატს პირადად.
- როდესაც გზავნილი იგზავნება ბანკის ქსელის შიგნით საჭიროა ჩაბარების დასტური, სახელისა და გვარის მითითებით.
- იმ შემთხვევაში, თუ გზავნილის მისამართი არ არის სწორი, ან გზავნილის ჩასაბარებლად ინფორმაცია არასრულყოფილია, კომპანია ვალდებულია დაუკავშირდეს მიმღებს კონვერტზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე და დააზუსტოს მისამართი.
- თუ გზავნილი ვერ ჩაბარდა მითითებულ მისამართზე კომპანია ვალდებულია ჩვეულებრივი ტიპის გზავნილი დაუბრუნოს გამგზავნს მეორე დღეს.
- თუ არასტანდარტული ტიპის გზავნილი ვერ ჩაბარდა, კომანია ვალდებულია დაუკავშირდეს მიმღებს კონვერტზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე და შეუთანხმდეს შემდეგი სამუშაო დღისთვის გზავნილის განმეორებით მიტანის დროზე.
- თუ მეორე დღეს განმეორებით მიტანილი გზავნილი კვლავ ვერ ჩაბარდა, მაშინ კომპანიის წარმომადგენელმა უნდა დატოვოს მიმღების მისამართზე სტიკერი, სადაც მითითებული იქნება, თუ რომელ ოფისში შეუძლია მიმღებმა მიაკითხოს გზავნილის ასაღებად და რა თარიღამდე.
- კომპანია ვალდებულია 3 სამუშაო დღის განმავლობაში დაიტოვოს გზავნილი თავის ოფისში, თუ არ მიაკითხა მიმღებმა ამ ვადაში გზავნილს, მაშინ უნდა დაუბრუნოს კომპანიამ გზავნილი გამგზავნს. ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელი იყოს გზავნილის დაყოვნების დროის ცვლილება.
- როდესაც გზავნილი ვერ ბარდება ადრესატს, კომპანია ვალდებულია ჩაბარების დეტალებში მიუთითოს ზუსტი ისტორია, როდის იყო ჩაბარების მცდელობა და თუ რატომ ვერ ჩაბარდა გზავნილი თითოეულ ჯერზე.
- ყველა ჩაბარებული ან ჩაუბარებელი წერილის უკუგზავნილი უნდა დარეგისტრირდეს სისტემაში არა უგვიანეს ჩაბარების ან ჩაუბარებლობის შემდეგ დაუყოვნებლივ შესაბამისი სტატუსით (გზაშია, ჩაბარდა, ვერ ჩაბარდა და ოფისშია, დაბრუნდა უკან და ა.შ.)
- სისტემაში უნდა ინახებოდეს ნებისმიერი გზავნილის შესახებ დეტალური ინფორმაცია, რა გზა გაიარა გზავნილმა საბოლოო სტატუსის მინიჭებამდე. ეს ინფორმაცია მიმდინარე გზავნილებზე უნდა ახლდებოდეს სტატუსის ცვლილების შესაბამისად (დაუყოვნებლივ) მათ შორის გამგზავნთან დაბრუნებული, ჩაუბარებელი წერილების სტატუსიც.
- ჩაუბარებელი გზავნილის შემთხვევაში კურიერის მხრიდან მიზეზის მითითება უნდა მოხდეს ზუსტად და გარკვევით, შაბლონური ტექსტის გარეშე.
- გზანილების შესახებ ინფორმაცია ელექტრონულ სისტემაში უნდა ინახებოდეს გაგზავნის თარიღიდან 3 წლის განმავლობაში.
- კომპანია ვალდებულია ჰქონდეს გზავნილების აღრიცხვის ელექტრონული სისტემა, სადაც ბანკს შეეძლება დააგენერიროს ნებისმიერი სახის რეპორტი, შეძლოს ონლაინ tracking და მიიღოს შემოსავლების სამსახურში დასარეგისტრირებლად საჭირო კოდი სისტემიდან.
- საჭიროა, რომ ელექტრონულ სისტემაზე წვდომა ჰქონდეთ თანამშრომლებს პირადი ანგარიშით. ამასთან წვდომები უნდა იყოს რეგულირებადი, სხვადასხვა უფლებებით.
- ელექტრონულ სისტემაში უნდა იყოს შესაძლებლობა ჩაშლილი ყოველთვიური რეპორტების გენერირების სერვისების მიხედვით.
- კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ამანათების დაზღვევის პირობები საზღვარგარეთ და ქვეყნის შიგნით გზავნილებზე.
შეფასების კრიტერიუმები:
გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით:
- ღირებულება
- მოქნილობა;
- მომსახურების ხარისხი;
დავალების შესრულების შემდგომ, ბანკი იტოვებს უფლებას, გამარჯვებულის გამოვლენამდე, დაგეგმოს შეხვედრები მონაწილე შერჩეულ კომპანიებთან, გასაუბრებისა და შესაძლო დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდენტმა წარმოადგინოს დოკუმენტაცია შემდეგ საკონტაქტო მეილზე: ekavelashvili@bog.ge
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 22 ნოემბერი, 2024. 18:00 საათი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელა ყაველაშვილი
ekavelashvili@bog.ge
+995 579 01 04 03
ტენდერის კატეგორია:
- 64100000 საფოსტო და საკურიერო მომსახურებები