ჩაბარების ვადა:

30 ნოემბერი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T24567 - ინტერესთა გამოხატვა საოფისე სავარძლების მომწოდებლების შერჩევაზე

ინტერესთა გამოხატვის აღწერილობა:

პალიტრა ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს ოთხ ათეულზ მეტ კომპანიას, აცხადებს ინტერესთა გამოკითხვას მაღალი ხარისხის საოფისე სავარძლების მომწოდებლების შერჩევის მიზნით.

შერჩეულმა მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ჰოლდინგში შემავალი კომპანიებისთვისკომფორტული, მტკიცე და ესთეტიკური საოფისე სავარძლების მიწოდება, რომლებიცაკმაყოფილებენ თანამედროვე სტანდარტებს.

მოთხოვნები პროდუქტსა და მომსახურებაზე

მომწოდებლისგან ველით შემდეგი სტანდარტების შესრულებას:

  • ხარისხიანი საოფისე სავარძლები: თანამედროვე დიზაინით, ერგონომიული დამრავალფუნქციური მახასიათებლებით.
  • მომარაგების მოქნილობა: სავარძლების დროული მიწოდება შეთანხმებული ადგილის, დროის ან გრაფიკის შესაბამისად.
  • გარანტიები: პროდუქციის მინიმუმ 12-თვიანი გარანტიის უზრუნველყოფა.
  • შემდგომი მომსახურება: საჭიროების შემთხვევაში, პროდუქციის შეკეთება ან ჩანაცვლებისპირობების შეთავაზება.

სავარძლების სახეობების, მათი რაოდენობებისა და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ მონაცემებს გაეცნობით ჩანიშნულ ვიზიტზე რომელიც დაინტერესების შემთხვევაში გეცნობებათ.

კვალიფიკაციის მოთხოვნები

პოტენციური მომწოდებლები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:

  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საოფისე ავეჯის წარმოებისა ან დისტრიბუციის სფეროში.
  • შესაბამისი სერტიფიკატები და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები.
  • წინა გამოცდილება მსხვილი კომპანიების მომსახურების სფეროში ჩაითვლებაუპირატესობად.

ბარტერული შეთანხმებების შესაძლებლობა:

ჰოლდინგი ფასებთან და ხარისხთან ერთად პრიორიტეტს მიანიჭებ იმ პრეტენდენტებს,რომელიც ბარტერული თანამშრომლობის პირობებს ჩათვლიან მისაღებად და განაცხადებენ თანხმობას, სადაც პროდუქციის ნაწილობრივი ღირებულების სანაცვლოდ, განათავსებენ მათი კომპანიის ან პროდუქციის შესახებ რეკლამას.

რეკლამის შესაძლებლობა განიხილება ჰოლდინგის :

  • ტელევიზიაში;
  • რადიოში;
  • ბეჭდურ მედიაში;
  • ბანერებზე;
  • სოციალური მედიაში;
  • საიტზე პრომო სივრცეში.

შეფასების პროცედურა

გამარჯვებული მომწოდებელი გამოვლინდება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ, რომელიცშეაფასებს წარმოდგენილ შეთავაზებებს შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით:

  • პროდუქციის ხარისხი და ტექნიკური მახასიათებლები
  • ფასები და მიწოდების პირობები
  • ნაწილობრივი ბარტერული შეთავაზების პირობები

ჰოლდინგი აღნიშნული საჭიროებისთვის წლიურად განიხილავ მრავალჯერად  შესყიდვას და მოიცავს ასევე საოფისე ავეჯის განახლებისა და შესყიდვის მიმართულებებს.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა:

აღნიშნული ინტერესთა გამოკითხვის განცხადება არ ავალდებულებს პალიტრის ჰოლდინგსგააფორმოს ხელშეკრულება რომელიმე დაინტერესებულ კომპანიასთან. ჰოლდინგი იტოვებსუფლებას ნებისმიერ მომენტში შეწყვიტოს ან შეცვალოს პროცედურა, ან უარი თქვას გამოხატულინტერესებზე ყოველგვარი ვალდებულების გარეშე.

ინტერესის გამოხატვა:

თუ თქვენი კომპანია აკმაყოფილებს ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს და დაინტერესებულია თანამშრომლობით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

მარიამ მესხი
მობ. ტელ : 595 853 025 მარიამ მესხი 
ან 599 771 345
mariammeskhi1402@gmail.com

განაცხადის წარდგენის ვადა: 30 ნოემბერი 2024, 18:00 საათი

მოთხოვნილი დოკუმენტები:

  • კომპანიის გამოცდილების აღწერა (მინიმუმ 1 წელი) და წინა პროექტების დეტალები.
  • დეტალური ფინანსური წინადადება და პირობები, მათ შორის ბარტერული შეთანხმების პირობები.

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი