9 დეკემბერი 2024, 15:00
სტატუსი:
არ შედგა
E
ელ. ტენდერი
T24575 - ტენდერი ავტომანქანების რეცხვის მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 და აცხადებს ელექტრონულ ტენდერს კომპანიების ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეცხვის მომსახურების შესყიდვაზე
შესყიდვის ობიექტი:
პროდუქტი | რაოდენობა |
სედანის/უნივერსალის ტიპის ავტომანქანის რეცხვის მომსახურება | 55 |
მაღალი გამავლობის (ჯიპი) ავტომანქანის რეცხვის მომსახურება | 4 |
მიკროავტობუსის რეცხვის მომსახურება | 2 |
ძირითადი პირობები
- რეცხვის მომსახურების მიღება უნდა მოხდეს პლასტიკური ბარათის სისტემის მეშვეობით სადაც ყოველთვიურად დაირიცხება შეთანხმებული რეცხვის რაოდენობა ან ტალონებით;
- პრეტენდენტმა შემსყიდველს უსასყიდლოდ უნდა გადასცეს პლასტიკური ბარათები მოთხოვნიდა 3 (სამი) დღის ვადაში, ან ტალონები;
- სამრეცხაო ობიექტებზე რეცხვითი მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელი უნდა იყოს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 08:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე;
- ლოდინის რეჟიმი: ბარათის/ტალონის წარდგენიდან - არაუმეტეს 1 საათი;
- მომსახურების შეფერხების გარეშე გაწევის მიზნით ერთ ობიექტზე თბილისში უნდა იყოს სამი ან მეტი სამრეცხაო ბოქსი;
- კომპანიის მანქანები სამრეცხაოზე უნდა სარგებლობდნენ პრიორიტეტულად;
- პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ავტომობილების როგორც გარედან, ისე შიდა (სალონი და საბარგული) რეცხვა. რეცხვისას გამოყენებული უნდა იყოს მაღალი წნევის რეცხვის დანადგარი, მაღალი ხარისხის მტვერსასრუტი და მაღალი ხარისხის სპეციალური სარეცხი საშუალებები, რომლებიც არ აზიანებს ავტომანქანის ლაქსა და საღებავს.
ავტოსატრანპორტო საშუალების რეცხვის მომსახურების გაწევის ადგილი:
- თბილისი (ბელიაშვილის ქუჩის მიმდებარედ)
- რუსთავი
- გორი
- ბორჯომი
- ახალციხე
- ახალქალაქი
- ქუთაისი
- ამბროლაური
- ჭიათურა/საჩხერე
- ფოთი
- ზუგდიდი
- სენაკი
- საგარეჯო
- თელავი
- დედოფლისწყარო
- ბათუმი
თანხის ანაზღაურება მოხდება ყოველთვიურად მომსახურების მიღების მომდევნო თვის 5 რიცხვამდე;
გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ხელშეკრულება 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე;
შემოთავაზებას გავიხილავთ მხოლოდ თბილისის ავტომობილების რეცხვაზეც.
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება; - დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 9 დეკემბერი, 15:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
ტელ: +995 599 27 87 97
ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 98300000 სხვადასხვა მომსახურება