ჩაბარების ვადა:
25 ნოემბერი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT24580 - ტენდერი უნიფორმების დამზადებასა და შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს უნიფორმების დამზადებასა და შესყიდვაზე.
პროდუქტის აღწერილობა
- წინსაფარი;
- პოლო მაისური;
- სტაჟიორის მაისური;
- ადმინისტრატორის ჟილეტი;
- მენეჯერის ჟილეტი;
- პროდუქტის დეტალური აღწერილობა მოცემულია ფაილი N1-ში
ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან:
- პირველი ეტაპი - ფასების მოწოდება;
- მეორე ეტაპი - ნიმუშების მოწოდება (ნიმუშის მოწოდება უნდა მოხდეს უსასყიდლოდ)
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
დამატებითი ინფორმაცია:
- პროდუქციის შეკვეთა ხდება მოთხოვნის შესაბამისად, ეტაპობრივად;
- საორიენტაციო წლიური რაოდენობები მოცემულია დანართ N1-ში.
- ყოველ შეკვეთამდე აუცილებელია ზომების აღება თითოეულ თანამშრომელზე;
- მოწოდების ვადა შეკვეთიდან -10 დღე;
- შემოთავაზება უნდა მოიცავდეს პროდუქციის მოწოდებას შეთანხმებულ ლოკაციაზე;
- შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება არა ერთჯერადი ხელშეკრულება;
- ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროდუქტის ღირებულება უნდა იყოს ფიქსირებული;
- გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია;
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2024 წლის 18 ნოემბრიდან 2024 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
მარიამ ყულიაშვილი
შესყიდვების სპეციალისტი
mariam.kuliashvili@orinabiji.ge
ტელ: 511 33 39 05
ტენდერის კატეგორია:
- 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
- 18300000 ტანსაცმელი
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები