ჩაბარების ვადა:

25 ნოემბერი 2024, 15:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T24581 - ტენდერი IP კამერის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს შიდა გამოყენების IP კამერის შეყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

დასახელება რაოდენობა
IP კამერა (Tiandy - TC-NC252S) 5


მახასიათებლები:

2MP შიდა გამოყენების ანტივანდალური Starlight IP დომე სათვალთვალო კამერა ფიქსირებული ლინზით, მატრიცა 1/2.8" CMOS, ლინზა 2.8მმ / φ12, ხედვის კუთხე 95.2°, მინიმალური განათება: ფერადი: 0.002 ლუქსი - B/W: 0 Lux with IR, Smart IR, ღამის ხედვა 20მ, IR ლედები: 8 ცალი, S+H.265 / H.265 /H.264 კოდირება, ჩანაწერის გაფართოვება 1920x1080@30fps, სტრიმის სამი ნაკადი, ინტეგრირებული მიკროფონი (Bulit-in Mic), გარე მიკროფონის მიერთების მხარდაჭერა, MicroSD ბარათის მხარდაჭერა (მაქსიმუმ 128GB), ელვისგან და ძაბვის იმპულსებისგან დაცვა: 2000V (TVS 6000V), PoE (802.3af), WDR 140dB, IP66, IK10, ONVIF (Profile S), P2P, ვიდეოანალიტიკა VCA+, HLC, BLC, 3D DNR, Smart Defog, EIS, ROI, Privacy Mask, ANR, NTP, Corridor Format, OSD, Cable Free Design, მეტალის კორპუსი/შუშა, სამუშაო ტემპერატურა: -3565

გარანტია 1 წელი

მოწოდება უნდა განხორციელდეს 1 ეტაპად 2025 წლის იანვარში.

ანაზღაურება:

ნასყიდობის საგნის მოწოდებიდან 5 დღის ვადაში

სატენდერო პირობები

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები)

  • დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  •  დანართი N2- ფასების ცხრილი
    - ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
    - ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
  •  დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 25/11/2024 15:00 საათი

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

 მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 25 ნოემბერი, 15:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:

ლელა ტყეშელაშვილი
ტელ:
+995 599 27 87 97
ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა
  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    18 ნოემბერი 2024 დრო 15:44
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა