
3 დეკემბერი 2024, 18:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T24588 - ტენდერი დასუფთავების მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს - დასუფთავების მომსახურების თაობაზე .
სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების მქონე ერთი კვალიფიციური კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი გენერალური მომსახურების ხელშეკრულება.
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს :
- ანალოგიური საქმიანობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
ელ. ტენდერი:
- ტენდერი ჩატარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის ტიპის გამოყენებით Tenders.ge-ის ელექტრონული შესყიდვების პორტალზე. ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით იხილეთ დანართი „ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია“.
- Tenders.ge-ს ელექტრონული შესყიდვების პორტალზე, ვაჭრობის დასრულების შემდგომ გამოვლინდება ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი.
- იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ბანკი იტოვებს უფლება მოითხოვოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურება.
- ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე,წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც მის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებაში.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა:
- ბანკი ელ. ფოსტის საშუალებით პრეტენდენტს უგზავნის შეტყობინებას ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შესახებ. პრეტენდენტმა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასკვნის დედანი უნდა წარმოადგინოს შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვირსალაძის №5. საკონტაქტო პირი: დიანა კოკოლიშვილი, მობილური: 599547702. ამავდროულად, ექსპერტიზის დასკვნის ელ. ვერსია უნდა გადაიგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტაზე: diana.kokolishvili@terabank.ge
შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა:
- შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა განისაზღვრება ბანკის მიერ შეტყობინების გაგზავნიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- შევსებული ფასთა ცხრილი - 1 წლიანი მომსახურების ღირებულება, ობიექტების მიხედვით. (იხ. თანდართული ფაილი) ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
- მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული, საკონტაქტო პირების ინფორმაციის მითითებით)
- კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
- შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
- საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ (ბოლო 6 თვის)
აუცილებელი პირობა :
· მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 3 დეკემბერი, 18:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა
- გთხოვთ სისტემაში დააფიქსიროთ შეთავაზების ჯამური ღირებულება;
- ვაჭრობა გაიმართება ჯამურ ღირებულებაზე;
- ფასის კლების ბიჯი: 1000 ლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთთანდართულ ფაილში.
ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად. პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ .
ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით დიანა კოკოლიშვილს, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: diana.kokolishvili@terabank.ge ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2008). მობ: 599547702 .
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება