ჩაბარების ვადა:

3 დეკემბერი 2024, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T24601 - ტენდერი შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ საწარმოო განყოფილებების ავზებიდან დონის გაზომვისა და სინჯის აღების კვლევის სერვისის მიწოდებისთვის

ტენდერის აღწერილობა:

შპს ბათუმის ნავთობტერმინალი აცხადებს ტენდერს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ საწარმოო განყოფილებების ავზებიდან დონის გაზომვისა და სინჯის აღების კვლევის სერვისის მიწოდებისთვის.

მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, წმინდა სევერიანე აჭარელის  ქ. 4 გ.

სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი: დალუქულ კონვერტში, მისამართზე ქ. ბათუმი,  სევერიან აჭარელის 4 (ძველი მაიაკოვსკის ქუჩა)

პოტენციურმა მიმწოდებელმა/შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერხელმოწერილი (მისი არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოადგილე) სატენდერო წინადადება, დადასტურებული ორგანიზაციის ბეჭედით (მისი არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას და დოკუმენტებს: 

ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული ტენდერში მონაწილეობის განაცხადი (ტენდერში მონაწილეობის განაცხადის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღ)

ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული კომერციული წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს პოტენციური მიმწოდებლის ყველა ფაქტობრივ ხარჯს, რომელიც წარმოადგენს მიწოდებული საქონლის, სამუშაოების დამომსახურების საბოლოო ფასს, მათ შორის თანმხლები მომსახურების ღირებულებას, დღგ-ს გათვალისწინებით (თუ დღგ-ს გადამხდელია);

ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული „ტექნიკური დავალება“   სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის ასლი (განახლებული, გაცემული მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სატენდერო განცხადის გახსნამდე არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა)

ცნობა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ (განახლებული, გაცემული მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სატენდერო განცხადის გახსნამდე არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა)

ცნობა დავალიანების არქონის შესახებ (განახლებული, გაცემული მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სატენდერო განცხადის გახსნამდე არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა)

საქონლის/სამუშაოს/მომსახურების დეტალური ჩამონათვალი, მახასიათებლები და სხვა მოთხოვნები მოცემულია ამ დოკუმენტაციის დანართში No1 (ტექნიკური დავალება).

ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და/ან რუსულ ენებზე

გამოცხადების თარიღი: 20.11.2024 წ.

წინადადებების მიღების საბოლოო თარიღი: 03.02.2024 წ. / 12:00 სთ

ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება შესყიდვების შედეგების ოქმში მითითებულ ვადებში, მაგრამ არა უგვიანეს10 (ათი) კალენდარული დღისა შესყიდვების ოქმის ხელმოწერიდან.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი"-ის შესყიდვებისა და კონტრაქტებისგანყოფილებას:

ელექტრონული მისამართზე:
MtseralishviliD@batumioilterminal.com

მობილური: +995 577 37 40 40

პოტენციური მიმწოდებლის/შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი წინადადება წარმოადგენს თანხმობას განახორციელოს შემკვეთის მიერ ტექნიკურ სპეციფიკაციაში (ტექნიკური დავალება/ დანართი) მითითებული საქონლის/სამუშაოების/მომსახურების შესრულება 

პოტენციური მიმწოდებელი/შემსრულებელი ვალდებულია წარადგინოს კომერციული წინადადება, საიტზე განთავსებული საკონკურსო დოკუმენტაციის მიმართ მოთხოვნების შესაბამისადwww.batumioilterminal.com

ტენდერის კატეგორია:

  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
  • 71600000 ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები