ჩაბარების ვადა:

6 დეკემბერი 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
P
ფასების ცხრილი
T24614 - ტენდერი გენერატორების შესყიდვაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია: ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 6 დეკემბერი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

კრედო ბანკი აცხადებს ტენდერს გენერატორების შესყიდვასა და თანმდევი მომსახურებაზე თბილისსა და რეგიონების მასშტაბით:

შესასყიდი გენერატორების მახასიათებლები მოცემულია დანართში №1.

შესყიდვის შესახებ მოთხოვნა ხორციელდება წლის განმავლობაში ბანკის საჭიროებიდან გამომდინარე (ახალი სერვისცენტრის ან/და ტრენინგ ცენტრის გახსნის, ასევე არსებული გენერატორის დაზიანების შემთხვევაში)

მომწოდებელმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს გენერატორის მიწოდება და მონტაჟი შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე; სერვისცენტრების მისამართები იხილეთ დანართში №2.

 არსებული გენერატორების სერვისი:

  • კრედო ბანკის  საკუთრებაში არსებული  სხვადასხვა ბრენდისა და სიმძლავრის გენერატორების  შეკეთება  ბანკის საჭიროებიდან გამომდინარე;
  • დაზიანების შემთხვევაში მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გენერატორის ადგილზე დათვალიერება და შეკეთება;
  • მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, დაზიანების შეფასების შემდგომ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე

 აუცილებელი მოთხოვნები:

  • ფასების/შემოთავაზების მოწოდება ხდება დანართი №1 მეშვეობით (სისტემაში უნდა დაიტვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დასკანერებული ვერსია);
  • წინადადებაში მითითებული  ფასი გამოსახული უნდა იყოს დოლარში და მოიცავდეს ყველა ხარჯს, მათ შორის: ტრანსპორტირება/მიწოდების ღირებულება, მონტაჟი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები, თუ მოსაკრებლები (მათ შორის დღგ)
  • მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში ტრანსპორტირების თანხა განსაზვრეთ 1კმ-ს ღირებულებით თბილისის გარეთ;
  • მიწოდების ვადებში უნდა მიეთითოს სამუშაო დღეების რაოდენობა

მომწოდებელი იღებს ვალდებულებას მისაწოდებელი საქონლის შეფუთვებს ქარხნულად მითითებული ქონდეს:

  • ბრენდის დასახელება
  • მწარმოებელი ქვეყანა
  • პარამეტრები (ზომა, წონა, სახეობა)

 ანგარიშსწორების პირობები:

  • კრედო ბანკი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს 1 წლიან ხელშეკრულებას შემდეგი სავალდებულო პირობების გათვალისწინებით;
  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მხოლოდ კრედო ბანკში არსებულ ანგარიშზე (ანგარიშის არ ქონის შემთხვევაში აუცილებელია კრედო ბანკში ანგარიშის გახსნა)  ყოველი შესყიდვის დასრულების შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
  • ტენდერში მოწოდებული ფასების და პირობების ფიქსირება/ უცვლელობა;

გამარჯვებულის გამოვლენა:

ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის– tenders.ge –ს საშუალებით. 

სატენდერო კომიტეტი განიხილავს tenders.ge - საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით.

  • ფასი
  • მოწოდების ვადები
  • პროდუქციისა და მომსახურების ხარისხი
  • კომპანიის გამოცდილება

მომწოდებლის მიერ tenders.ge–ზე ასატვირთი დოკუმენტაცია:

მომწოდებელმა სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

1.  ინფორმაცია კომპანიის შესახებ - საქმიანობის მოკლე აღწერა, გამოცდილება.

2.  საგარანტიო ვადები და საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მომსახურების პირობების აღწერის დოკუმენტი.

დანართი №1 - გენერატორების ჩამონათვალი:  ფასების წარმოდგენა უნდა მოხდეს სისტემის საშუალებით ერთეული პროდუქციის შესაბამისად. (რაოდენობა მითითებულიაერთი, რაც გულისხმობს ერთეული ფასის წარმოდგენას და არა შესასყიდ რაოდენობას)

დანართი №1 - სერვისი: აუცილებლად უნდა შეივსოს და აიტვირთოს

სრულყოფილად შევსებული ხარჯთაღრიცხვის ფორმა დანართი №1.

უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დამატებითი დანართები:

  • დანართი №3 - შესაბამისობა გარემოსდააცვით და სოციალურ საკითხებთან
  • დანართი №4 - აფიდავიტი
  • დანრთი №5 - ანგარიშის გახსნის თაობაზე

 დამატებითი ინფორმაცია:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ;
  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება;
  • მიუხედავად შედეგებისა, ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ინფორმირებული იქნება ტენდერის შედეგების შესახებ

!  სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 6 დეკემბერი 18:00 საათი

იხილეთ ფასების ცხრილი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 6 დეკემბერი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირი: გიორგი გოგაძე
ტელ.: 591750872
ელ. ფოსტა: ggogadze@credo.ge
eapkhazava@credo.ge



ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
  • 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები
  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა

დოკუმენტაცია

დანართი №1- სერვისი დანართი №1- სერვისი
დანართი №1- გენერატორების ჩამონათვალი დანართი №1- გენერატორების ჩამონათვალი
დანართი №2- სერვისცენტრების სია დანართი №2- სერვისცენტრების სია
დანართი №3 - შესაბამისობა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებთან დანართი №3 - შესაბამისობა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებთან
დანართი №4 - აფიდავიტი სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე დანართი №4 - აფიდავიტი სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე
დანართი №5 - ანგარიშის გახსნის თაობაზე დანართი №5 - ანგარიშის გახსნის თაობაზე
სატენდერო-განაცხადი-3 სატენდერო-განაცხადი-3
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    23 ნოემბერი 2024 დრო 12:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა