
ჩაბარების ვადა:
10 დეკემბერი 2024, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT24615 - ტენდერი ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაზე საქართველოს მასშტაბით
ტენდერის აღწერილობა:
თავი I. საერთო დებულებები:
- სამუშაოები უნდა განხორციელდეს კომპანიის მიერ, რომელსაც შეუძლია შპს ’’ლუკოილ-ჯორჯიას’’ მიერ შესაძენ სრულ მომსახურებაზე წვდომა, ხარისხიანი მომსახურების გაწევის სერვისი.
- შპს ’’ლუკოილ-ჯორჯიას’’ პირობები ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის:
- გადახდის ვადა (კონსიგნაცია) 30 სამუშაო დღე; - ღია ტენდერის საგანი: ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება საქართველოს მაშტაბით (ნავთობბაზა-ავტოგასამართი სადგური).
- ტენტერის ვადა: 2 (ორი) წელი ხელშეკრულების გაფორმების დღიდან;
- 2025-2026 წლებში გადასაზიდი ნავთობპროდუქტების დაგეგვილი მოცულობა - 163 884 171 ლიტრი;
- ტრანსპორტირებია ხორციელდება სამი ნავთობბაზიდან: ს. ძეგვი, ქ. ფოთი, ყულევი.
- ტენდერი იყოფა ოთხ ლოტად, რომელიც გადანაწილებულია რეგიონალური პრინციპით და მიწოდების ოპტიმალური მანძილის შესაბამისად;
თავი II. სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
1. კომპანიის (პრეტედენტის) შესახებ ინფორმაციას:
- აუცილებელი პირობა - მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს კომპანია- რეზიდენტი;
- კომპანიის სრული დასახელება;
- იურიდიული მისამართი;
- ფაქტიური მისამართი;
- ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა;
- საკონტაქტო პირი;
- საბანკო რეკვიზიტები;
- კომპანიის ხელმძღვანელ(ებ)ის მონაცემები;
- მსგავსი მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ მონაცემები;
- სერტიფიკატი ან დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ტენდერში მონაწილეს აქვს უფლებაგასწიოს მსგავსი ტიპის მომსახურება.
- კომერციული წინადადების ღირებულება მოცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში.
2. საკვალიფიკაციო დოკუმენტები ტენდერში მონაწილეობისთვის წარსადგენად:
- პრეტედენტის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიულ პირთარეესტრიდან;
- შესაბამისი ორგანოების შეტყობინება ლიკვიდაცია-რეორგანიზაციის პროცესის არ არსებობისშესახებ;
- საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების არ არსებობის შესახებ ცნობა;
- მსგავსი მომსახურებების შესახებ გამოცდილება;
- ტენდერის მონაწილის ინსტრუქცია - ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი;
3. სატენდერო წინადადება:
ტენდერში მონაწილის კომერციული შეთავაზება, უნდა წარმოადგენდეს, დღგ-ს ჩათვლით და დღგ-ს გარეშე , ეროვნულ ვალუტაში.
სატენდერო პროცედურებები:
1. ტენდერი ჩატარდება ღია ფორმით.
- ტენდერის თარიღი – 17 დეკემბერი 2024 წელი, 15:00. შპს ლუკოილ ჯორჯიას სათაო ოფისში.
- ტენდერის ჩატარების ადგილი - თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპს, ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
- ტენდერის მონაწილეებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტებში 2024 წლის 10 დეკემბერს 17:00 საათამდე. მონაწილის კონვერტები წარმოდგენილი უნდა იყოს პრეტენდენტის ინსტრუქციის 12.3 მუხლის შესაბამისად. კონვერტზე მითითებული უნდა იყოს მონაწილის სახელი.
- კონვერტები მონაწილეთა მიერ წარდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპს, ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
- ვაჭრობაში მონაწილეობს ორგანიზაციის-პრეტედენტის არაუმეტეს 1 წარმომადგენელი.
- კონვერტები კომერციული წინადადებებით იქნება გახსნილი ტენდერის დროს, რომლის შემდეგაც გაიმართება ვაჭრობა პრეტედენტებს შორის.
განსაკუთრებული პირობები:
- ხელშეკრულება გაფორმდება ტენდერის იმ მონაწილესთან, რომელიც სრულად აკმაყოფილებს სატენდერო კომისიის მოთხოვნებს.
- გამარჯვებულთან ხელშეკრულება გაფორმდება არაუგვიანეს 30 კალენდარულ დღისა ღია ვაჭრობის დასრულებიდან და საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებიდან.
- თუ წინადადება, რომელიც ტენდერის მონაწილემ წარმოადგინა, იქნება არასწორი ან არასრული, მოხდება ამ მონაწილის დისკვალიფიკაცია.
- წინადადების განხილვის დროს კომისია უფლებას იტოვებს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია აუცილებლობის შემთხვევაში. კონკურსის მონაწილის მიერ დამატებითი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში , მოხდება მისი დისკვალიფიკაცია.
- კომპანია არ აგებს პასუხს ხარჯებზე, რომლებიც გაწეულ იქნა ვაჭრობის პროცესში მონაწილისმიერ, იმისდა მიუხედავად გაფორმდება თუ არა ამ მონაწილესთან ხელშეკრულება.
- კომპანია არ არის ვალდებული გააკეთოს თავისი გადაწყვეტილების ახსნა-განმარტებამონაწილეებისათვის ტენდერის ჩაშლის ან საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე.
- შპს, ლუკოილ-ჯორჯია“ არ იღებს ვალდებულებას, რომ დადებს ხელშეკრულებას ტენდერის რომელიმე მონაწილესთან.
საკონტაქტო ინფორმაცია:
irakli.zviadauri@eu.lukoil.com
ტენდერის კატეგორია:
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
დოკუმენტაცია
პრეტედენტის ინსტრუქცია
პრეტედენტის ინსტრუქცია
დანართი №1 - განაცხადი
დანართი №1 - განაცხადი
დანართი-2-საკვალიფიკაციო-კითხავრი
დანართი-2-საკვალიფიკაციო-კითხავრი
დანართი №3 - სატიტულო ფურცელი
დანართი №3 - სატიტულო ფურცელი
ლოტები
ლოტები
ტენდერი
ტენდერი
ტექნიკური პირობები და ზოგადი ინფორმაცია ტენდერის შესახებ
ტექნიკური პირობები და ზოგადი ინფორმაცია ტენდერის შესახებ
ხელშეკრულება 1
ხელშეკრულება 1