ჩაბარების ვადა:

28 ნოემბერი 2024, 18:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T24620 - ტენდერი საკერავი მანქანებისა და სამკერვალო აღჭურვილობის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ა.ა.ი.პ. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია აცხადებს ტენდერს საკერავი მანქანებისა და სამკერვალო აღჭურვილობის შესყიდვაზე.

პროექტი: ,,საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა", ხორციელდება გერმანული ფონდი GIZ დაფინანსებით.

1.2 შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

 საკერავი მანქანების და სამკერვალო აღჭურვილობის  ტექნიკური მახასითებლები და რაოდენობამოცემულია ფასების ცხრილში (დანართი N1).  

1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასების ცხრილი დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.
  • პრეტენდენტმა ფასების ცხრილში (დანართი N1) უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოშობისქვეყანა და მწარმოებელი
  • საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს მიმწოდებლის ყველა ხარჯისა (მათ შორის ტრანსპორტირების) და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით(გარდა დღგ-ის).

1.4 საქონლის მიწოდების ვადა:

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდებს ერთჯერადად ან ეტაპობრივადშემსყიდველთან შეთანხმებით, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 20 (ოციკალენდარული დღის განმავლობაში

1.5 საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

  • შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი და რაოდენობა განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციისდანართი N1-ის  შესაბამისად.
  • მიმწოდებელმა მოწოდებულ საქონელთან ერთად  უნდა წარმოადგინოს საკერავ მანქანებზე ტექნიკური დოკუმენტაცია (მწარმოებლის მიერ გაცემული ინფორმაცია/დოკუმენტი ან/და ვებ-ბმული მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდანან კატალოგიდანრომლითაც დადასტურდება შემოთავაზებული საქონლის შესაბამისობა ტექნიკურ პირობებთან). 

1.6 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

  • შესყიდვის ობიექტზე (სწორი ექსპლუატაციის პირობებშიუნდა  ვრცელდებოდეს გარანტია:
  • საკერავ მანქანებზე - არანაკლებ ერთი წელი.
  • სამკერვალო აღჭურვილობაზე არანაკლებ ერთი წელი.
  • ხარვეზის ან/და ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გამოვლენილი ხარვეზის ან/და ნაკლის აღმოფხვრა შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 3 (სამისამუშაო დღის ვადაში ან შეცვალოს ახალი შესყიდვის ობიექტითშემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.

1.7 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური საქონლის(საკერავი მანქანების) იმპორტის და მიწოდების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ) ან/და ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აღნიშნული საქონლის მიწოდების ფაქტს.

 1.8  ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება განხორციელდება ერთჯერადად, უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში – ლარშიმხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლოზედნადებისა საფუძველზეარაუგვიანეს 2 (ორისამუშაო დღის ვადაში.

1.9 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად) განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით;
  • გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 
  • განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ 

1.10 ხელშეკრულების გაფორმება

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.

1.11. დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები და მოთხოვნები

  • საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ...საქართველოს სამოქალაქოგანვითარების ასოციაცია 
    განთავისუფლებულია დღგ- გადასახადისგან. (აღნიშნულიინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია საიტზე www.rs.ge. (https://rs.ge/TaxPrivileges) ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდით. 233109846
  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს .
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებებისმიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი (ა.ა.ი.პ. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია ს/კ 233109846)უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
  • შემსყიდველი (ა.ა.ი.პ. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია ს/კ 233109846) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე. შემსყიდველი ( (ა.ა.ი.პ. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია ს/კ 233109846)) არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე. 
  • შემსყიდველი (ა.ა.ი.პ. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია ს/კ 233109846) იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (ა.ა.ი.პ. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია ს/კ 233109846) არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ელექტრონულ ფოსტაზე: aleqsi77@gmail.com

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური დაარ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის (ა.ა.ი.პ. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია ს/კ 233109846) მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 28 ნოემბერი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:

შემსყიდველის წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ალექსი ჭანკოტაძე
მის.: საქართველო, ქ. ლაგოდეხი (2700), წმ. ნინოს 29.
ელ. ფოსტა: 
aleqsi77@gmail.com
ტელ.: +995 595607212

ტენდერის კატეგორია:

  • 42700000 ქსოვილების, ტანსაცმლისა და ტყავის წარმოების მანქანა-დანადგარები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    21 ნოემბერი 2024 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა