28 ნოემბერი 2024, 17:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T24624 - ტენდერი სარემონტო-სარეკონსტრუქციო და გათბობა-გაგრილება, ვენტილაციის სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს “ლიბერთი ბანკი” აცხადებს ტენდერსფილიალის ( ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი #5ბ) სარემონტო-სარეკონსტრუქციო და გათბობა, გაგრილება, ვენტილაციის სამუშაოების შესყიდვაზე, ორ ლოტად, თანდართული ხარჯთაღრიცხვების და საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით;
- პრეტენდენტს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთ-ერთ ლოტშიც;
- ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება ლოტების მიხედვით;
2.პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
- შემსრულებელი ვალდებულია ყავდეს მინიმუმ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელსაც შესაბამის აკრედიტებულ ორგანიზაციაში გავლილი ექნება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამა; შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტ(ებ)ის სერტიფიკატ(ებ)ი:
- შენიშვნა: თუ შემსრულებელს 20-მდე დასაქმებული ყავს ან შემსრულებელი წარმოადგენს ფიზიკურ პირს, თვითონ დამსაქმებელს/ფიზიკურ პირს შეუძლია იყოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, 20-100-მდე დასაქმებულის შემთხვევაში მინიმუმ 1 დასაქმებული უნდა ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი, 100-ზე დასაქმებულის შემთხვევაში კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამსახური/სტრუქტურული ერთეული, სადაც დასაქმებული ეყოლება მინიმუმ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი; თუ შემსრულებელს არ ჰყავს სათანადო რაოდენობის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, შემსრულებელი ვალდებულია მოიწვიოს აღნიშნული დარგის სპეციალისტები/ორგანიზაციები;
- ელექტროობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებისას შემსრულებელი ვალდებულია ყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტ(ებ)ი;შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ელექტროდანადგარებზე მომუშავე თანამშრომელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი, აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული მოწმობა/სერტიფიკატი;
- სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩამტარებელმა დამსაქმებელმა უნდა წარმოადგინოსდასაქმებულთა უბედური შემთხვევებისაგან დაზღვევის დოკუმენტი;
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია;
- რეკომენდაციები - მინიმუმ სამი;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ინფორმაცია შესრულების ვადებსა და საგარანტიო პირობებზე;
- შევსებული სატენდერო წინადადება საპროექტო დოკუმენტაციის და ფასების ცხრილის მიხედვით;
- მსხვილი შესრულებული პროექტების ჩამონათვალი ფოტოალბომით, მინიმუმ სამი პროექტი;
- კომპანიის 2022-2023 წლების ფინანსური ბრუნვა, წარმოდგენილი პასუხისგებელი პირის მიერდამოწმებული საბანკო ამონაწერის (არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობის ბრუნვა);
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
შენიშვნა: განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სამუშაოს შესრულების ვადა;
4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარებაანაზღაურებას;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
5. ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული(ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაშიწარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #1) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
პრეტენდენტი ვალდებულია ბანკის წარმომადგენლებთან ერთად წინასწარ დაათვალიეროს და დეტალურად შეისწავლოს შესასრულებელი სამუშაო;
დამატებითი პირობები!
- ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სამუშაოების დასრულების შემდეგ უზრუნველყოს ფართის და მიმდებარე ტერიტორიის გენერალური დალაგება/დასუფთავება, ასევე ვიტრაჟების/ვიტრინების წმენდა შიგნიდან და გარედან;
- ტექნოლოგიურ პროცეზე მასალების ინსტალაციის დროს პასუხისმგებლობას იღებს შემსრულებელი და ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იყოს ამის გათვალისწინებით, სხვა შემთხვევაში ხარჯების ანაზღაურება ეკისრება შემსრულებელს;
- აუცილებელი პირობაა შემოთავაზებული იყოს შესრულებულ სარემონტო სამუშაოზე 2 წლიანი, ხოლო გათბობა-გაგრილება სავენტილაციო სამუშაოებზე 3 წლიანი საგარანტიო ვადა;
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 28 ნოემბერი, 17:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
მობ: 595901200
ელ-ფოსტა: shorena.tavadze@lb.ge
არქიტექტორი
გიორგი შაყულაშვილი
551 29 40 96
ელ-ფოსტა: Giorgi.Shakulashvili@lb.ge
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
- 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები