ჩაბარების ვადა:

29 ნოემბერი 2024, 17:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T24645 - ტენდერი სს „ლიბერთი ბანკი“-ს ცენტრალური ფილიალის (მდებარე: ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, I-II სართულები) ყოველდღიური დალაგება/დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს სს „ლიბერთი ბანკი“-ს ცენტრალური ფილიალის (მდებარე: ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, I-II სართულები) ყოველდღიური დალაგება/დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე დანართი #1, დანართი #2-ის  შესაბამისად.

2. პრეტენდენტის მიერ სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)

  • სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1)

3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)

  • კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 ორი) წელიწადია დაფუძნებული;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები

4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები  

  • წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ყოველთვიურად, მომსახურების შესაბამისი  მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

5. ზოგადი პირობები

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #3)მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.

7. დამატებითი სატენდერო მოთხოვნები პრეტენდენტებისთვის

  • მომსახურე კომპანიამ უნდა დანიშნოს პასუხისმგებელი პირი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ხარისხზე და განახორციელებს, როგორც დაგეგმილ, ასევე დაუგეგმავ ვიზიტებს ხარისხის კონტროლის მიზნით (ანალოგიურ ობიექტებზე მუშაობის გამოცდილებით);
  • გამოყენებული საწმენდი ქიმური და ჰიგიენური საშუალებები უნდა იყოს სერტიფიცირებული და არ იწვევდეს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას;
  • დამლაგებელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბანკთან წინასწარ შეთანხმებული უნიფორმით;
  • ომპანიას უნდა ჰქონდეს ბეტონის იატაკის, ხალიჩების (რბილი იატაკი) ავეჯის ზედაპირის (ქიმწმენდა) საწმენდი თანამედროვე აპარატები;
  • დალაგების გრაფიკი და მოთხოვნები განისაზღვრება დანართი #2-ის შესაბამისად;
  • დასუფთავების მომსახურება უნდა მოიცავდეს ჰიგიენური და ქიმიური საწმენდი საშუალებებით მომარაგებას, გარდა ხელსაწმენდი, ჰიგიენური  ქაღალდის და საპნის

დამატებითი ინფორმაცია:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი მომსახურების ხელშეკრულება (დანართი #3)
  • პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო დოკუმენტაციის წარმოდგენამდე, დეტალური ინფორმაციის მისაღებად ადგილზე მოახდინოს დასასუფთავებელი ტერიტორიის დეტალური დათვალიერება. წინასწარ დაუკავშირდით სატენდერო წინადადებაში მითითებულ საკონტაქტო პირს;
  • ხელსაწმენდით, ჰიგიენური ქაღალდით და თხევადი საპნით მომარაგებას უზრუნველყოფს ბანკი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 29 ნოემბერი, 17:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:

შესყიდვების მენეჯერი:
შორენა თავაძე
ელ-ფოსტა: shorena.tavadze@lb.ge
 

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    25 ნოემბერი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა