ჩაბარების ვადა:

3 დეკემბერი 2024, 12:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T24664 - ტენდერი 4 ცალი მსუბუქი სამგზავრო ავტომობილის იჯარაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ტენდერს 4 ცალი მსუბუქი სამგზავრო ავტომობილის იჯარაზე.

1.2.დავალება

  • GWP-ის სურს იქირაოს ოთხი ცალი მსუბუქი სამგზავრო ავტომობილი მინიმუმ 3 თვით;
  • საჭიროების შემთხვევაში GWP-ის მხრიდან საიჯარო ვადა შეიძლება გაიზარდოს იგივე ან უფრო მცირედი დროით. 
  • პრეტედენტმა უნდა შეავსოს დანართი N1-ში პრეტედენტისთვის გამოყოფილი ველები.

ნიმუში იხილეთ დაბლა:

1.3 განფასება

პრეტედენტებმა უნდა წარმოადგინონ ერთი თვის იჯარის ფასები ლარში დღგ-ეს ჩათვლით.

1.4 ავტომობილის გადაცემა/მიწოდების ვადა

 ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის განმავლობაში.

1.5 საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი

  • პრეტედენტის ავტო სადგომი/სერვის ცენტრიდან გაყვანა GWP-ის მიერ;
  • შემოთავაზებულ ავტომობილში საწვავი გადმოცემის დროს უნდა იყოს სავსე ავზით;
  • GWP დაბრუნების დროს ავტომობილს დააბრუნებს საწვავის სავსე ავზით

1.6 ანგარიშსწორების პირობები

ყოველი თვის ბოლოს გაფორმდება მიღება-ჩაბარება ავტომობილის იჯარაზე და GWP-ის მხრიდან მოხდება უნაღდო ანგარიშსწორება მ/ჩ-ის გაფორმებიდან არაგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში.

პრეტედენტს აქვს უფლება GWP-ის შესთავაზოს განსხვავებული ანგარიშსწორებოს პირობები.

1.7 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • შემოთავაზებული ფასები (დანართი N1-ის შესაბამისად).
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • შემოთავაზებული ავტომობილის(ების) ტექ. დათვალიერების დამადასტურებელი მოწმობა;
  • შემოთავაზებული ავტმობილის(ების) კომპლექტაცია
  • შემოთავაზებულ ავტომობილის(ების) სურათები; როგორც ინტერიერის ასევე ექსტერიერის.

1.8 განსაკუთრებული მოთხოვნები

  • შემოთავაზებული ავტომობილი(ები) უნდა იყოს დაზღვეული;
  • შემოთავაზებულ ავტომობილზე(ებზე) უდა იყოს დამონტაჟებული GPS და GWP-ის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გაუზიარდეს ჩანაწერი/რეპორტი;
  • შემოთავაზებული ავტმობილის(ების) გეგმიური სარემონტჯო ხარჯები უნდა ანაზღაურეს პრეტედენტის მიერ;
  • გეგმიური სერვისების შესახებ ინფორმაცია პრეტედენტმა 3 დღით ადრე უნდა მიაწოდოს GWP-ის;
  • შემოთავაზებული ავტომობილის(ების) გაუმართოების შემთხვევაში, პრეტედენტმა უნდა ჩაანაცვლოს ავტომობილი იგივე ან უფრო მაღალი კლასის ავტომობილით არაუგვინეს 24 საათისა

შენიშვნა:
1) ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
2) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.8 ხელშეკრულების გაფორმება

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ხელშეკრულება. 

1.9 სხვა მოთხოვნა

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 
     - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოსტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისიმიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
  • შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს გამარჯვებულ კომპანიას. შემსყიდველი,  არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი,  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის, მხრიდან. 


ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 3 დეკემბერი, 12:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი

საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილვა
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, 10
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 002761

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, 10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111 (1145); 599 505067 

ტენდერის კატეგორია:

  • 70200000 კერძო საკუთრების იჯარა ან ლიზინგი

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    25 ნოემბერი 2024 დრო 19:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა