ჩაბარების ვადა:

2 დეკემბერი 2024, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T24665 - ტენდერი დაბრენდილი ტექსტილის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს დაბრენდილი ტექსტილის შესყიდვაზე.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება). 
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • აუცილებელია თანდართულ დოკუმენტაციაში, ფასების ცხრილის სრულად და ჯეროვნად შევსება;
  • გთხოვთ, ფასი  მიუთითოთ  ლარებში  შესაბამისი პუნქტების  გასწვრივ მეასედებით, აგალითად: 0.05 (ოლი ლარი და 5თეთრი); 0.35 (ოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (თი ლარი); 1.45 (თი ლარი და 45 თეთრი) ა ა.შ.

შენიშვნა:

ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;  * შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;

ანგარიშწორების პირობა:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება მოთხოვნილი პროდუქციის სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში. 

სატენდერო მოთხოვნები

პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია:

  • შეკვეთის მიწოდების ვადები ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა შეავსოს ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
  • შეკვეთების მიწოდება მოხდება კონტრაქტორის ხარჯებით წინასწარ შეთანხმებულ ლოკაციაზე (თბილისის მასშტაბით)
  • ტენდერში მონაწილე კომპანიამ მოთხოვნილი ნიმუშები ბანკს უნდა მიაწოდოს  ტენდერის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში.  მის. გაგარინის 29ა.
  • ცხრილში მოცემულია სავარაუდო რაოდენობა გასული წლის სტატისტიკით, ამიტომ შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს
  • ტენდერში მონაწილე კომპანიას, ყველა ქვემოთ მოთხოვნილი ნივთის დასამზადებლად საჭირო მასალა უნდა ჰქონდეს მარაგში.
  • ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა შეეძლოს საჭიროების შემთხვევაში ბანკის მიერ გაზიარებული საბეჭდი ფაილების კორექტირება/დიზაინერის მხარდაჭერა
  • ტენდერში მონაწილე კომპანიამ შეკვეთის სრულად დამზადებამდე ბანკს უნდა გაუზიაროს ფიზიკური ან ფოტო ნიმუში. (მოთხოვნისამებრ) ნიმუშის დამზადება და ტრანსპორტირება მოხდება კონტრაქტორის ხარჯებით.
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ანგარიშსწორება მოხდება თვეში ერთხელ, შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.
  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ანაზღაურებამდე უნდა წარმოადგინოს შეკვეთების რეპორტი, სადაც მოცემული იქნება თვის შეკვეთების სრული ინფორმაცია, მათ შორის დამკვეთი და ფოტო მასალა. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ; 
  • კომპანიამ უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის გაცემული რეკომენდაცია, ნაბეჭდის ქსოვილის და მაისურის გამძლეობის და მოვლის სტანდრტთან დაკავშირებით.
  •  ფასების ცხრილში კომანიამ უნდა მიუთითოს რიგის შესაბამისად ერთეულის ღირებულება. რაც გულისხმობს ნებისმიერი რაოდენობის შეკვეთის შემთხვევაში არსებულ ღირებულებას.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2024 წლის 2 დეკემბერი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

თეონა ფიცხელაური
tpitskhelauri@bog.ge
ტელ: 577 52 42 35 

ტენდერის კატეგორია:

  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები
  • 39500000 ქსოვილის ნივთები
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    26 ნოემბერი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა