ჩაბარების ვადა:

17 დეკემბერი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T24695 - ტენდერი სიურვეიერული მომსახურების გაწევაზე ტვირთების გადატვირთვის ტერმინალებზე ნავთობპროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის შესამოწმებლად

ტენდერის აღწერილობა:

შპს «ლუკოილ ჯორჯია» აცხადებს ტენდერს სიურვეიერული მომსახურების გაწევაზე ტვირთების გადატვირთვის ტერმინალებზე ნავთობპროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის შესამოწმებლად.

ტენდერის პირობები:

  • ექსპერტიზის ჩატარების ადგილი: ნავთობპროდუქტების საზღვაო გზით მიღებისას: ბათუმის პორტი, ფოთის პორტი, ყულევის პორტი.
  •  სარკინიგზო გადაზიდვების დროს: ნავთობის ბაზა ძეგვის დასახლებაში, ნავთობის ბაზა ქ. ფოთში, შავი ზღვის ნავთობტერმინალი – ყულევი.

შესასრულებელი სამუშაოს ხასიათი: შპს «ლუკოილ ჯორჯიას» კუთვნილი ტვირთის შემოწმება პროდუქტის ხარისხს და რაოდენობის (Q&Q ანალიზი) მიხედვით,პორტში  ნავთობტანკერის გადმოტვირთვისას, სარკინიგზო შემადგენლობის გამგზავრებისას, შპს «ლუკოილ ჯორჯიას» ავტოგასამართ სადგურებზე(მოთხოვნით).  

ნავთობპროდუქტების სავარაუდო რაოდენობა, რომლებიც საჭიროებენ შემოწმებას წელიწადში: – 150 ათასი ტონა. 

ხელშეკრულების მოქმედების ვადა: 2 კალენდარული წელი ხელმოწერის თარიღიდან.

ტენდერში მონაწილეებს შეუძლიათ გაეცნონ სინჯების აღების ლოკაციებს სატენდერო პროცედურებში მონაწილეობამდე. გაცნობითი ხასიათის ღონისძიებების ჩატარებისას მონაწილე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანძარსაწინააღმდეგო და შრომის დაცვის ყველა ნორმა.

1.  სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ინფორმაცია კომპანიის (პრეტენდენტის)შესახებ:

  • აუცილებელი პირობა – მონაწილე უნდა იყოს რეზიდენტი კომპანია; 
  • კომპანიის სრული დასახელება; 
  • იურიდიული მისამართი; 
  • ფაქტობრივი მისამართი; 
  • ტელეფონი, ფაქსი, ელ. ფოსტა; 
  • საკონტაქტო პირი; 
  • საბანკო რეკვიზიტები; 
  • მონაცემები კომპანიის ხელმძღვანელების შესახებ. 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტები:

  • ამონაწერი კომერციული (სამეწარმეო) რეესტრიდან პრეტენდენტის რეგისტრაციის შესახებ; 
  • გადახდისუნარიანობის სერთიფიკატი;
  • შესაბამისი ორგანოების შეტყობინება სალიკვიდაციო-სარეორგანიზაციო წარმოების არარსებობის შესახებ;
  • ინფორმაცია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების არარსებობის შესახებ; 
  • ინფორმაცია მსგავსი მომსახურებების შესახებ; 
  • ·ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი  ტენდერის მონაწილის ინსტრუქცია. 

1)  კომერციული წინადადება უნდა შეიცავდეს ტანკერის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემოწმების ფასს, სარკინიგზო ცისტერნის რაოდენობრივ ინსპექციას გაგზავნის და მიღების დროს,  ნავთობის ბაზებზე (ფოთის, ყულევის, ძეგვის ნავთობის ბაზები) ინვენტარიზაციის ღირებულებას,ნავთობპროდუქტების სინჯების ანალიზების ჩატარებას საქართველოს სპეციფიკაციების შესაბამისად. ღირებულება უნდა აისახოს აშშ დოლარში (РП-1).

სატენდერო წინადადების ტექნიკური ნაწილი უნდა შეიცავდეს განსახორციელებელი სამუშაოების აღწერას, ქრონომეტრაჟს და ჩასატარებელ რაოდენობრივ და ხარისხობრივ ანალიზებს.

2.  სატენდერო პროცედურები:

  • ტენდერი ტარდება ორ ეტაპად ღია ვაჭრობის გზით. 
  • ტენდერის ჩატარების თარიღი  24.12.2024
  • ტენდერის ჩატარების ადგილი: საქართველო, ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო, №11, შპს «ლუკოილ-ჯორჯიას» სათაო ოფისი.
  • 17.12.2024 -მდე ვადაში ვაჭრობის მონაწილეებმა უნდა გაგზავნონ შპს«ლუკოილ ჯორჯიას» ოფისში სატენდერო წინადადება თანდართულ წერილთან ერთად. წინადადების კომერციული ნაწილის შემცველი კონვერტები წარმოდგენილი უნდა იყოს პრეტენდენტის ინსტრუქციის 12.3 პუნქტის შესაბამისად. კონვერტზე მითითებული უნდა იყოს კომპანიის დასახელება და დალუქული მასალა.
  • კონვერტები უნდა გაიგზავნოს 3.3 პუნქტში მითითებულ მისამართზე. 
  • სატენდერო პროცედურებში მონაწილეობის მიღება შეუძლია თითოეული პრეტენდენტის არაუმეტეს 2 წარმომადგენელს.
  • კომერციული ნაწილის შემცველი კონვერტები გაიხსნება ტენდერზე, რის შემდეგაც მონაწილეებს შორის განხორციელდება ღია ვაჭრობა.

3.  დასკვნითი დებულებები:

  • კონტრაქტი ხელმოწერილი იქნება ვაჭრობის იმ მონაწილესთან, რომლის სატენდერო წინადადება სრულად შეესაბამება სატენდერო კომისიის ტექნიკურ მოთხოვნებს.
  • კონტრაქტს გამარჯვებულ კომპანიასთან ხელიმოეწერება ღია ვაჭრობის დასრულებიდან და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 
  • თუ მონაწილის მიერ წარმოდგენილი განაცხადი არასწორი ან არასრულია, ის არდაიშვება ტენდერში მონაწილეობისთვის. 
  • წინადადებების განხილვისას სატენდერო კომისია იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია. პრეტენდენტის მიერ დამატებითი დოკუმენტაციის მითითებულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, განაცხადი მონაწილეობის მიღებაზე დისკვალიფიცირებული იქნება.
  • ტენდერში მონაწილეობის ხარჯები არ ანაზღაურდება, მიუხედავად იმისა, დაიდება თუ არა კონტრაქტი სატენდერო პროცედურების შედეგად.
  • კომპანია ვალდებული არ არის აუხსნას ვაჭრობის მონაწილეებს ტენდერის გაუქმების შესახებ თავისი გადაწყვეტილების საფუძველი ან საბოლოო შედეგები.
  • კომპანია ვალდებული არ არის დადოს ხელშეკრულება ვაჭრობის რომელიმე მონაწილესთან.

წინადადებების მიღების ვადა: 2024 წლის 17 დეკებერი, 18:00 საათი 

საკონტაქტო პირი:
ირაკლი ზვიადაური
მობ.: 597 75 31 31  

ტენდერის კატეგორია:

  • 71600000 ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 98300000 სხვადასხვა მომსახურება