ჩაბარების ვადა:

17 დეკემბერი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T24716 - ტენდერი პროექტის: ,,ციფრული და კარიერის მართვის კომპეტენციების გაძლიერება საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში მცხოვრები მოწყვლადი ახალგაზრდებისთვის“ საბოლოო შეფასების განსახორციელებლად

ტენდერის აღწერილობა:

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიცახორციელებს განვითარების ხელშემწყობ პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ორგანიზაციასაქართველოში 2008 წლიდან მუშაობს. 2015 წელს თბილისში გაიხსნა ორგანიზაციის ადგილობრივიწარმომადგენლობა, რომელიც სხვადასხვა დონორთა ხელშეწყობით ახორციელებს პროექტებსსოციალური ზრუნვის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სფეროებში. ორგანიზაციისა და განხორციელებული პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ვებ-გვერდებს: https://www.facebook.com/CCRGeorgia2015/  და  https://georgia.charita.cz/  

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში იწვევს დაინტერესებულ, კვალიფიციურ კომპანიებსა დაფიზიკურ პირებს პროექტის: ,,ციფრული და კარიერის მართვის კომპეტენციების გაძლიერება საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში მცხოვრები მოწყვლადი ახალგაზრდებისთვის“ საბოლოო შეფასების განსახორციელებლად (თანდართული ტექნიკური დავალების შესაბამისად).

პროექტიციფრული და კარიერის მართვის კომპეტენციების გაძლიერება საქართველოში, სომხეთსა დამოლდოვაში მცხოვრები მოწყვლადი ახალგაზრდებისთვისევროკავშირის მიერ დაფინანსებულიინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში მცხოვრებიმოწყვლადი ახალგაზრდების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET(დასაქმების, სწავლების და ტრენინგების მიღმა მყოფი ახალგაზრდები) ახალგაზრდების, დასაქმების დამეწარმეობის შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და დემოკრატიულ ცხოვრებაში მათი აქტიურიჩართულობის მხარდაჭერას

შემოთავაზების/განაცხადის შეფასების კრიტერიუმები:

  • მოთხოვნილი კვლევის/შეფასების ჩატარების გამოცდილება - 30%
  • მითითებული მიმართულებით/მითითებულ არეალში კვლევის/შეფასების განხორციელებისგამოცდილება - 30%
  • წინადადების შესაბამისობა ტექნიკური დავალების მოთხოვნებთან - 20%
  • წინადადების ღირებულება - 20%  

არსადგენი განაცხადი/შემოთავაზება:

  • შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (კომპანიის შემთხვევაში) განაცხადის ფორმა - დანართი #1, PDF ფორმატში. უნდა მოიცავდეს კვლევების/შეფასებების ჩამონათვალ, (ბოლო 5 წლისგანმავლობაში ჩატარებული) წლი, ხელშეკრულების ღირებულების, დამკვეთი, დონორის მითითებით
  • შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (კომპანიის შემთხვევაში)  - ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაცია - დანართი #2, PDF ფორმატში;
  • გუნდის ხელმძღვანელის და გუნდის წევრების ბიოგრაფია (CV), ინგლისურ ენაზე;
  • კვლევის/შეფასების დიზაინი/გეგმა, მეთოდოლოგია;
  • შესრულებულ კვლევათა/შეფასებათა ანგარიშების ნიმუშები (სია და მინიმუმ 1 ნიმუში). 

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 17 დეკემბერი, 18:00 (საქართველოს დროით).

წინადადებები მიიღება ელექტრონულად, შემდეგი ელ.ფოსტის მისამართზე: ccrg-tender@caritas.cz

გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ: „GE63 Project Final Study''

შენიშვნა:

  • CCRG დაუკავშირდება მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციის და სამუშაო გამოცდილების მქონეკომპანიებს/პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ტექნიკური დავალების მოთხოვნებს;
  • არასრული წინადადებები არ განიხილება.
  • CCRG არ უპასუხებს სატელეფონო ზარებს.
  • CCRG იტოვებს უფლებას, არ უპასუხოს აპლიკანტებს, რომლებიც არ იქნებიან ინტერვიუზე მოწვეულნი. 

ტენდერის კატეგორია:

  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
  • 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები