18 დეკემბერი 2024, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT24723 - ტენდერი ნახშირის ტრანსპორტირებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ქართული ცემენტი აცხადებს ტენდერს, ტყიბულის ნახშირის კარიერის საწყობიდან (ტყიბული, ბარათაშვილის ქ. #1) ნახშირის ტრანსპორტირებაზე ქართული ცემენტის კასპის (კასპი, ფარნავაზის ქ.#2) ცემენტის ქარხანაში.
თვითმცლელებზე ტყიბულში ნახშირის დატვირთვა მოხდება ყოველ დღე (გარდა ოფიციალური სადღესასწულო დასვენების დღეებისა) დილის 9 საათიდან საღამოს 5 საათამდე. გადასაზიდი ტვირთის სავარაუდო თვიური მოცულობა არის 11000-12000 ტონა კასპის მიმართულებით.
ფასი უნდა იყოს მოწოდებული და ფიქსირებული ლარში, უნდა შეიცავდეს დღგ-ს და ყველა შესაძლო ხარჯს და გადასახადს რაც დაკავშირებული იქნება 1 ტონა ნახშირის ტრანსპორტირებასთან.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
პირველ ეტაპზე დაინტერესებულმა კომპანიები ტენდერში მონაწილების მისაღებად უნდა დარეგისტრირდნენ, როგორც მომწოდებლები და უნდა გაიარონ წინასწარ კვალიფიკაცია/შეფასება.
რეგისტრაციის შემდგომ, გამოაგზავნონ კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი და საკონტაქტო ინფორმაცია. შემდეგ ელექტრონულ მისამართზე George.lobjanidze@cement.ge
ტენდერი ჩატარდება ,,ქართული ცემენტის“ ელექტრონული ტენდერების პლატფორმის საშუალებით. ტენდერში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც გაივლიან შეფასებას და წინასწარი კვალიფიკაციის ეტაპს.
კომპანიის მინიმალური მოთხოვნები:
- კომპანია უნდა იყოს სატრანსპორტო სფეროში მოღვაწე;
- უნდა გააჩნდეს საკუთრებაში ნაყარი ტვირთის გადასაზიდი სატვირთო მანქანები;
- 2 მლნ ლარი ბრუნვის დამადასტურებელი საბუთი კალენდარული წლის განმავლობაში, გაცემული მომსახურე ბანკიდან.;
- კომერციულ წინადადებასთან ერთად კომპანიამ უნდა წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკებიდანერთ-ერთის მიერ დადასტურებული „performance guaranty“ (საბანკო გარანტია) 500 000 ლარის ოდენობით. გარანტიაძალაში უნდა იყოს გაცემიდან 1 წლის განმავლობაში;
- სარეკომენდაციო წერილები;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და საკონტაქტო ინფორმაცია;
- კომპანიას უნდა ჰყავდეს შრომისა და ჯანმთელობის დაცვის მენეჯერი.
სატვირთო მანქანებზე მინიმალური მოთხოვნები:
- სატვირთო მანქანები ადაპტირებული უნდა იყვნენ ნახშირის გადაზიდვებზე;
- აღჭურვილი უნდა იყვნენ გადასაფარებელი ტენტებით;
- დატვირთვა დასაშვებია არაუმეტეს სატვირთო მანქანის ტექნიკურ პასპორტში მითითებული მაქსიმალური დატვირთვისა.
შერჩეულ კომპანიებთან მოხდება ვიზიტები. საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება და გასაუბრება.
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება.
ტენდერი სრულად, შიდა პლატფორმაზე, დასრულდება 18 დეკემბერს 15:00 საათზე.
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, მოახდინოთ დაკავშირება შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე :George.lobjanidze@cement.ge, ამის შემდეგ მოხდება თქვენი მოწვევა/დამატება კომპანიის შიდა ტენდერზე, რის შემდეგაც შეძლებთ თქვენი შეთავაზების დაფიქსირებას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ტენდერზე კომუნიკაცია მოხდება მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
ტენდერის კატეგორია:
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები