23 დეკემბერი 2024, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T24740 - ტენდერი დერატიზაცია-დეზინსექციის მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
თეგეტა ჰოლდინგი აცხადებს ცენტრალიზებულ ელექტრონულ ტენდერს თეგეტა მოტორსის ფილიალების დერატიზაცია-დეზინსექციის მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.
განსაკუთრებული მოთხოვნები:
წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს დერატიზაცია-დეზინსექციის მომსახურება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში, ამ სფეროში არსებული კანონმდებლობის სრული დაცვით.
თეგეტა ჰოლდინგი მუდმივად განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებული ჰოლდინგური კომპანიაა, რომელმაც 29 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს კი, ჰოლდინგურ კომპანიას წარმოადგენს, 30 შვილობილ კომპანიას აერთიანებს და ბაზრის ლიდერია ავტოიდნუსტრიაში არამარტო საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში. ამ ხნის განმავლობაში, არაერთხელ მიიღო „ოქროს ბრენდის“ სტატუსი და „წლის კომპანიის“ აღიარება.
2. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა, შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:
ფილიალების ადგილმდებარეობა, დანიშნულება, ფართობი და სხვა საჭირო ინფორმაცია მოცემულია დანართ N1-ში.
შენიშვნა 1: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და რაოდენობა, რის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.
3. განფასების მოთხოვნის პირობები:
შემოთავაზება წარმოსადგენია დანართი N1-ის გათვალისწინებით, როგორც უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია, ისე ექსელის ფაილი;
4. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი:
- მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი: დანართ N1-ში მითითებული მისამართები
- მომსახურების გაწევის დაწყების თარიღი, მხარეთა შეთანხმებით.
5. ანგარიშსწორების პირობა:
მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება შემსყიდველის მიერ განხორციელდება ყოველი თვის დასრულების შემდგომ, შესაბამისი მიღება-ჩაბარების წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, თანხის მომწოდებლის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. ანგარიშსწორება მოხდება შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის საფუძველზე.
6. გამარჯვებულის გამოვლენა:
ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის – tenders.ge –ს საშუალებით.
შენიშვნა: შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
7. პრეტენდენტის მიერ tenders.ge–ზე ასატვირთი დოკუმენტაცია:
- კომერციული შეთავაზება ხელმოწერილი, სკანირებული ვერსია;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა.
- კომპანიის გამოცდილება/პროფაილი;
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
- წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში;
- ლიკვიდაციის პროცესში;
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. - პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
- შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში;
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 23 დეკემბერი 18:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი (სატენდერო განაცხადის ქვემოთ), რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ProcurementTenders@tegetamotors.ge
საკონტაქტო პირი: სოფიკო გაბუნია 591 71 79 01
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება