ჩაბარების ვადა:
17 დეკემბერი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT24745 - ფასთა გამოკითხვა ტორკრეტ-ბეტონის ნარევის მომზადების დანამატების შესყიდვაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს არ ემ ჯი აურამაინი აცხადებს ფასთა გამოკითხვას ტორკრეტ-ბეტონის ნარევის მომზადების დანამატების შესყიდვაზე.
- შესყიდვის საგანი: ტორკრეტ-ბეტონის ნარევის მომზადების დანამატები
- კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 17.12.2024, 18:00 საათი
- ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
- პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
- ენა : ქართული/რუსული/ინგლისური
- კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
- კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება:
- გადახდის პირობები;
- პროდუქციის მიწოდების ვადები;
- მიწოდების პირობა;
- ტექნიკური დოკუმენტაცია;
- საგარანტიო პირობები;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
- რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები
- წინადადების წარდგენისას აუცილებელია მიუთითოთ ფასთა გამოკითხვისთვის მინიჭებული კოდი.
კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.
- მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
- ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
- კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com
საკონტაქტო ინფორმაცია:
ქეთა ალექსი-მესხიშვილი
Т +995 595 30 00 16
kaleksimeskhishvili@richmetalsgroup.com
ტენდერის კატეგორია:
- 24900000 სუფთა ქიმიკატები და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების პროდუქტები
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
დოკუმენტაცია
Опрос цен на приобретение добавки для изготовления торкрет- бетонной смеси
Опрос цен на приобретение добавки для изготовления торкрет- бетонной смеси
დანართი №1-რაოდენობა 2025
დანართი №1-რაოდენობა 2025
დანართი №2-ტექნიკური დავალება ტორკრეტ-ბეტონის ნარევის მომზადების დანამატებზე pdf (1)
დანართი №2-ტექნიკური დავალება ტორკრეტ-ბეტონის ნარევის მომზადების დანამატებზე pdf (1)
დანართი №3-Technical specifications for additives for the production of shotcrete concrete mix-ENG,RUS
დანართი №3-Technical specifications for additives for the production of shotcrete concrete mix-ENG,RUS
ფასთა გამოკითხვა ტორკრეტ-ბეტონის ნარევის მომზადების დანამატების შესყიდვაზე
ფასთა გამოკითხვა ტორკრეტ-ბეტონის ნარევის მომზადების დანამატების შესყიდვაზე
ყველას ჩამოტვირთვა