ჩაბარების ვადა:

31 დეკემბერი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T24755 - ინტერესთა გამოხატვა სამშენებლო და სარემონტო მასალებზე, სპეციფიკურ ტექნიკაზე

ინტერესთა გამოკითხვის აღწერილობა:

პალიტრა ჰოლდინგი აცხადებს ინტერესთა გამოკითხვას საამშენებლო და სარემონტო მასალებზე,სპეციფიკურ ტექნიკაზე.

პალიტრა ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს მრავალ ბიზნესსფეროს კომპანიას, აცხადებს ინტერესთა გამოკითხვას გრძელვადიანი პარტნიორობისთვის საამშენებლო და სარემონტო მასალებისა და სპეციფიკური ტექნიკის მომწოდებლებისათვის.

ჰოლდინგის საჭიროებები და პროექტები

ჰოლდინგი რეგულარულად ახორციელებს ფართომასშტაბიან სამშენებლო და სარემონტოპროექტებსრომლებიც მოიცავს:

  • საოფისე და საწარმოო შენობების მშენებლობას და რემონტს;
  • სასაწყობე და კომერციული ფართების მოწყობას;
  • კუთვნილ ტერიტორიებზე, გზებისა და რკინა-ბეტონის სამუშაოებს, მშენებლობას;
  • სხვა სპეციფიკურ სამუშაოებს.

გასულ წლებში, ამ მიმართულებით ხარჯები რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენდა.

მოთხოვნილი მასალები და ტექნიკა

მოთხოვნები ვრცელდება შემდეგ კატეგორიებზე:

  • კონსტრუქციული მასალები: ბეტონი, არმატურა, ბლოკები, ცემენტი.
  • მოპირკეთება: საღებავები, თაბაშირ-მუყაო, კერამიკული ფილები.
  • იატაკისა და ჭერის მასალები: ლამინატი, პარკეტი, ჭერის პანელები (სახურავის და კედლის სენდვიჩ პანელები).
  • მეტალო და ალუმინის კარ ფანჯრები.
  • სამონტაჟო მასალები: ხრახნები, ფიქსატორები.
  • სასაწყობე მოწყობილობები და ტექნიკა, სამგზავრო და სატვირთო ლიფტები : თაროები, ავტოკარები, ურიკები. 
  • სანტექნიკა და ელექტრო მასალები: მილები, კაბელები, სანათები.
  • ჰიდროიზოლაცია და თბოიზოლაცია: თბოიზოლაციური ფენები, მინაბამბა.
  • უსაფრთხოებისა და სახანძრო სისტემები. 

ჰოლდინგი განიხილავს კონტრაქტის გაფორმებას იმ კომპანიებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ზემოთ ჩამოთვლილი მასალებიდან და ტექნიკიდან ნებისმიერი  სახეობის მიწოდებას და თანხმობას გამოთქვავენ ნაწილობრივი ბარტერით თანამშრომლობის პირობებზე.

ბარტერული თანამშრომლობის პირობები:

  • პროდუქციის ღირებულების გარკვეული ნაწილი შეიცვლება სარეკლამო მომსახურებით.
  • სარეკლამო არხები მოიცავს ტელევიზიას, რადიოს, ჰოლდინგში შემავალ საიტებს, გარე რეკლამას,სოციალურ მედიას, ბეჭდურ მედიას.

ბარტერული შეთანხმების უპირატესობები:

  • საშუალებას გაძლევთ თქვენი პროდუქცია და ბრენდი პოპულარიზირდეს ყველაზე ეფექტურ მედია არხებში;
  • რეკლამა განხორციელდება თქვენი საჭიროებებისა და მიზნობრივი აუდიტორიის მიხედვით.

ჩვენი მარკეტოლოგები და დიზაინერები შეგირჩევენ სხვადასხვა პლადფორმისათვის შესაბამის სარეკლამო პროდუქტებს. 

ბარტერული თანამშრომლობაზე თანხმობის მქონე კომპანიებს მიენიჭებათ მნიშვნელოვანი უპირატესობა.

წინადადებების განხილვა მოხდება შემდეგი პარამეტრების საფუძველზე:

  • მასალების ხარისხი და ფასთან შესაბამისობა;
  • მიწოდების დროული და მოქნილი ლოჯისტიკა;
  • ბარტერული შეთავაზების პირობები და ხარჯთეფექტურობა.

განაცხადის წარდგენა

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა გამოგზავნონ:

  • კომპანიის პროფილი და პროდუქციის დეტალური აღწერა;
  • ფასაები და მიწოდების პირობები;
  • ბარტერული თანამშრომლობის შესაძლებლობების ფორმატი.

წინადადებები მიიღება: 31 დეკემბრის ჩათვლით, ელფოსტაზე: r.tetruashvili@palitra.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: 599 771 345 (რამზ თეთრუაშვილი); 595 853 025 (მარიამ მესხი)
ელ. ფოსტაr.tetruashvili@palitra.ge mariammeskhi1402@gmail.com

შენიშვნა:
ამ შეთანხმების ფარგლებში შეირჩევა არა ერთი მიმწოდებელი, რომლებიც დააკმაყოფილებენმოთხოვნებს.

ტენდერის კატეგორია:

  • 43300000 სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები
  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები