ჩაბარების ვადა:

8 მაისი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2476 - ტენდერი ავტო გაზგასამართი სადგურის საპროექტო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების: ავტო გაზგასამართი სადგურის საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე 27/04-NEO-S/D-17

მომსახურების აღწერა:

  • ქალაქ თბილისში, თემქის დასახლება III მ/რ, V კვარტალი N25 ა (ს/კ 01.12.05.001.069) მდებარე მიწის ნაკვეთისთვის ავტო გაზგასამართი სადგურის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
  • სრული საპროექტო ფართი - 2733 კვ. მეტრი;

საპროექტო დავალება გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
    - თანხები უნდა იყოს დეტალურად ჩაშლილი საპროექტო დავალების მიხედვით;
  • ინფორმაცია საპროექტო ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის მითითებით);
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ:
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
  • საკონტაქტო პირი პროექტირებასთან დაკავშირებით: ესმა ჩაჩანიძე. საკონტაქტო ნომერი: 599 67 14 14;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 8 მაისის, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები