18 დეკემბერი 2024, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T24762 - ტენდერი გადაზიდვისა და დამხმარე პერსონალით მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს გადაზიდვისა და დამხმარე პერსონალით მომსახურების შესყიდვაზე. პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზება თანდართული დანართი N1-ის მიხედვით.
- პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული წინადადება უნდა მოიცავდეს ბანკის მიერ განსაზღვრული ნებისმიერი ტვირთის (ავეჯი, ტექნიკა, საკანცელარიო, მარკეტინგული ინვენტარი, სტენდები, სამშენებლო მასალები და სხვა საჭირო მასალები) ტრანსპორტირებას მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დამხმარე პერსონალის გამოყოფას და ტრანსპორტირების განხორციელებას პრეტენდენტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანებით;
- მომსახურების მოქმედების ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით.
- პრეტენდენტი პასუხისმგებელია ტრანსპორტირების დროს ბანკის ქონების დაკარგვა/დაზიანება/განადგურებაზე;
- პერიოდულად, ბანკის მოთხოვნის შესაბამისად ბანკის საწყობში არსებული ინვენტარის გადალაგება, სახეობებად განთავსება;
- ახალი სერვის ცენტრის გახსნამდე არანაკლებ 2 (ორი) დღით ადრე, ბანკის მიერ წინასწარი შეტყობინების საფუძველზე ბანკის ლოჯისტიკის წარმომადგენელს გამოუყოს 2 (ორი) დამხმარე მუშა და შეასრულოს მოთხოვნები, რაც დაკავშირებული იქნება სერვის ცენტრის გახსნასთან.
- ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მინიმუმ 5-ჯერ საჩუქრების დარიგება ბანკის მიერ მითითებულ მისამართებზე;
- ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საშუალოდ 15 (თორმეტი) მსხვილ ღონისძიებაზე ლოჯისტიკური მხარდაჭერა;
- ყოველთვიურად ბანკის ფილიალებში საკანცელარიო ნივთების (ფექები) დარიგება თვეში ორჯერ (ობიექტების ჩამონათვალი იხილეთ ტენდერზე თანდართული ფაილის სახით);
- იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდება არასამუშაო დღეებში დამატებითი მუშახელის დაქირავება ტარიფი იქნება შემდეგი: 1 (ერთი) მუშა 1 (ერთი) დღე არასამუშაო დღეებში და არასამუშაო საათებში, ხოლო სხვა ყველა შემთხვევაში მომსახურების საფასური მოიცავს დამატებითი მუშახელის დაქირავების საფასურს.
- მომსახურების საფასური მოიცავს როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დღეებში სატვირთო მანქანის საჭიროების ხარჯს. ამასთან, ბანკს უფლება აქვს სატვირთო მანქანაში გააჩეროს ბანკის კუთვნილი ინვენტარი 24 (ოცდაოთხი) საათი უსასყიდლოდ. იმ შემთხვევაში თუ ბანკი აღნიშნულ დროს გადააჭარბებს 1 (ერთი) დღის ტარიფი.
- ტრანსპორტირების დროს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება;
- ბანკის მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყოს სამუშაო დღეებში მინიმუმ 8 (რვა) დამხმარე მუშის ყოფნა ბანკის საწყობში, სასაწყობე მარაგებთან მუშაობის გამოცდილებით. 1 დამხმარე მუშა კი, ბანკის წერეთლის გამზირი N87-ის ბექ-ოფისში. ხოლო დამატებითი დამხმარე მუშის საჭიროების შემთხვევაში, ბანკი აუნაზღაურებს კონტაჰენტს დამატებით ხარჯს განსაკუთრებული პირობების 7.6 ქვეპუნქტში გათვალისწინებული პირობის შესაბამისად. პრეტენდენტის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯის ინვოისს პრეტენდენტი ბანკს მიაწვდის ყოველი კალენდარული თვის შემდგომი კალენდარული თვის დასაწყისში, აღნიშნული ინვოისის ავთენტურობა ბანკმა შესაძლოა გადაამოწმოს რეგიონებში შესაბამის რეგიონალურ მენეჯერებთან, ხოლო თბილისში ბანკის შესაბამის უფლებამოსილ პირებთან; ამასთან, პრეტენდენტის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯის ანაზღაურება მოხდება ბანკის მიერ, ზემოაღნიშნული ინვოისის დადასტურებიდან 2 (ორი) საბანკო დღის ვადაში.
- როგორც საწყობის დამხმარე მუშების, ისე მძოლების შემთხვევაში, როტაციის დროს პრეტენდენტი ვალდებულია 1 კვირის ვადაში ჩაანაცვლოს ახალი კადრით და შენარჩუნდეს მომსახურების უწყვეტობა.
- პრეტენდენტი ვალდებულია, უზრუნველყოს ბანკის მომსახურებაში დასაქმებული კადრების ჯანმრთელობის დაზღვევა. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში, დაზღვევის არ ქონა, გამოიწვევს დაჯარიმებას.
- სამუშაო დღეებში ბანკის ყოველდღიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მინიმუმ 3 (სამი) სატვირთო მიკროავტობუსის მზადყოფნა ბანკის საწყობთან, თბილისში;
- ბანკის მოთხოვნის არსებობის შემთხვევში 3.5-10 ტონამდე ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილები;
- კვირაში საშუალოდ 2-ჯერ ბანკის მოთხოვნის შესაბამისად ინვენტარის ტრანსპორტირება რეგიონებში;
- გააფორმოს ყოველ შესრულებაზე მიღება-ჩაბარებები, სადაც განსაზღვრული იქნება ინვენტარის ჩამონათვალი და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყოს ტრანსპორტირება; იმ შემთხვევაში, თუ ინვენტარს ექნება აღქმადი დეფექტები, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს დასტიკერება, რომ დაზიანებულია, დაასურათოს და მიაწოდოს ბანკს შესაბამისი ინფორმაცია. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, პრეტენდენტმა არ უნდა უზრუნველყოს მსგავსი დეფექტიანი ინვენტარის ტრანსპორტირება;
- ტრანსპორტირებაზე და სხვა დამატებით მომსახურებაზე მზადყოფნა 24/7-ზე;
წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- წინამდებარე დოკუმენტზე თანდართული დანართი N1, სრულად შევსებული პრეტენდენტის მიერ; ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით რომელიც არ უნდა შეიცვალოს ხელშკეურლების მოქმედების პერიოდში;
- ინფორმაცია კომპანიის შესახებ, სრულად შევსებული დანართი N2-ის მიხედვით;
- გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის: დანართი N3 შევსებული ფორმით, სარეკომენდაციო წერილები, კორპორატიული მომხმარებლების ნუსხა, თანამშრომლების რაოდენობა.
- ინფორმაცია ავტოპარკის შესახებ, Excel-ის ფორმატში რომელიც უნდა მოიცავდეს ავტოპარკზე დეტალურ ინფორმაციას.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
- მონაწილე კომპანიების შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ღირებულება 60%, გამოცდილება 20%, ავტოპარკი 20%.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესოპირობების მქონე მომწოდებელს.
- ბანკი იტოვებს უფლებას, რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი. წინამდებარე ტენდერის გამოცხადება, არავალდებულებს ბანკს პრეტენდენტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებლად.
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებახელშეკრულების პირობებს.
- ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადიგანვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
- ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში დაყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნითდასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათდოკუმენტაციის წარმოდგენა.
ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:
- სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობისმოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითგათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
- უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
- ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/დაუბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვისადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებებისდადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
- სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისშესაბამისად.
- ვერ შესრულებულ პუნქტებზე/მოქმედებებზე იღებს პასუხისმგებლობას და მზად არის ფინანსურად, ჯარიმის სახით, ბანკს აუნაზღაუროს ზარალი. (ჯარიმის ღირებულება მოიცავს, მომსახურების 1 თვის ოდენობის საფასურს.)
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 18 დეკემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ევრო
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ელა ყაველაშვილი
ekavelashvili@bog.ge
+995 579 01 04 03
ტენდერის კატეგორია:
- 79600000 პერსონალის დაქირავებასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები