
18 დეკემბერი 2024, 18:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T24769 - ტენდერი პრივილეგირებული წვდომის მართვის სისტემის (PAM) შესყიდვაზე, 1 წლიანი ლიცენზიითა და მწარმოებლის მხარდაჭერით
ტენდერის აღწერილობა:
ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი აცხადებს ტენდერს პრივილეგირებული წვდომის მართვის სისტემის (PAM) შესყიდვაზე, 1 წლიანი ლიცენზიითა და მწარმოებლის მხარდაჭერით.
ტენდერის ამოცანა:
ტენდერის ამოცანას წარმოადგენს - ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად პრივილეგირებული წვდომის მართვის სისტემის (PAM) შესყიდვას, 25 მომხმარებლისთვის, რომელსაც უნდა მოყვებოდეს შესაბამისი რაოდენობის 1 წლიანი ლიცენზია და მწარმოებლის მხარდაჭერა.
მოთხოვნები PAM-ის გადაწყვეტილების შესყიდვასთან დაკავშირებით:
პრივილეგირებული მომხმარებლები არიან ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც იღებენ პრივილეგირებულ (სრულ) წვდომას სამიზნე სისტემებთან აქტიურ მუშაობაზე (ცვლილებების შეტანაზე) ორგანიზაციული სტრუქტურისა და ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობების შესაბამისად. სამიზნე სისტემები კი არის ორგანიზაციის ის საინფორმაციო სისტემები, ვირტუალური და ფიზიკური სერვერები, ქსელური აღჭურვილობა და მონაცემთა შენახვის სისტემები, რომლებსაც უკავშირდებიან ცენტრის პრივილეგირებული მომხმარებლები.
ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრში დაგეგემილია პრივილეგირებული მომხმარებლების მონიტორინგის, ვიდეო ჩაწერის, გამოძიების და პრივილეგირებული მომხმარებლების ქმედებების კონტროლის პროგრამული უზრუნველყოფის (შემდგომში - პრივილეგირებული წვდომის მართვის სისტემის (PAM)) შესყიდვა. პრივილეგირებული წვდომის მართვის სისტემის მწარმოებელია Fudo Security
მომხმარებლების და ლიცენზიის ტიპის/ვადის მოთხოვნა:
პრივილეგირებული წვდომის მართვის სისტემა უნდა შეიცავდეს მინიმუმ 25 პრივილეგირებული მომხმარებელს მონიტორინგის Subscription ლიცენზიას სისტემების ულიმიტო რაოდენობისთვის.
ლიცენზიის და მწარმოებლის მხარდაჭერის სერვისის ვადა უნდა იყოს მინიმუმ - 1 წელი.
პროდუქტის აღწერა | რაოდენობა | პერიოდი |
Fudo PAM ENT 25 user 1Y Subscription with Standard Support | 1 | 12 თვე |
მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და გამოსაგზავნი/ასატვირთი დოკუმენტები:
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ბოლო 3 წლის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული მინიმუმ 1 ანალოგიური პროექტის შესახებ.
- პრეტენდენტმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა ე.წ. MAF ან Fudo Security სისტემის პარტნიორობის/რესელერის/წარმომადგენლობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი (აუცილებელია მითითებული იყოს მოქმედების ვადები)
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის ბეჭდით დამოწმებული ინვოისი ატვირთვის თარიღის მითითებით ზემოთ მოთხოვნილი პირობების შესაბამისად.
- შემოთავაზებები წარმოადგინეთ ცხრილის სახით სადაც ცალკე-ცალკე პუნქტებად იქნება გაწერილი:
- პროდუქტის დასახელება, ვერსია და ღირებულება (ასევე მითითებული ექნება შედის თუ არა აღნიშნულ ვერსიაში მწარმოებლის ერთწლიანი მხარდაჭერა);
შერჩეულ პრეტენდენტთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლიანი ხელშეკრულება.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 18 დეკემბერი, 18:0 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის პროცედურების და შესყიდვების მიმართულებით საკონტაქტო პირი:
ნიკოლოზ მინდიაშვილი,
საკონტაქტო პირის ელ-ფოსტის მისამართი: nmindiashvili@tpl.ge
მობ: 591404046
ტექნიკურ საკითხების მიმართულებით საკონტაქტო პირი:
გიორგი გიორგანაშვილი
საკონტაქტო პირის ელ-ფოსტა: ggiorganashvili@tpl.ge
მობ:595184444
ტენდერის კატეგორია:
- 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები