ჩაბარების ვადა:
18 დეკემბერი 2024, 17:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T24770 - ტენდერი საფოსტო-საკურიერო მომსახურების შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს კომპანიის შესარჩევ ტენდერს საფოსტო-საკურიერო მომსახურების განხორციელების მიზნით.
ტენდერში წარსადგენი დოკუმენტაცია:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
- ცნობა დავალიანების არ არსებობის შესახებ
ზოგადი პირობები:
- მომსახურე კომპანიას ვალდებულია ჰქონდეს მოქნილი და გამჭვირვალე ელექტრონული პროგრამა, რომელზეც წვდომა ექნება ბანკის თოთოეული ფილიალის/სერვისცენტრის კონკრეტულ თანამშრომელს და შეეძლება ონლაინ გააგზავნოს კორესპონდენცია;
- ელექტრონულ პროგრამაში ასახული ყველა მოქმედება იყოს თვალსაჩინო, ჩანდეს წერილის მოძრაობის სრული ციკლი, თარიღების, ვადების და სხვა დეტალების გათვალისწინებით;
- ელექტრონული პროგრამა მყისიერად უნდა ასახავდეს წერილის ჩაბარება/არ ჩაბარების სტატუსს. პროგრამიდან მარტივად იყოს ამოსაღები ჩაბარება/არ ჩაბარეების დასტურები;
- პროგრამიდან შესაძლებელი უნდა იყოს სტატისტიკური მონაცემის/რეპორტების გადმოტანა.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება და მომსახურების პირობები შემდეგ საფოსტო მომსახურებებზე:
- ადგილობრივი საფოსტო გზავნილი სახეობების მიხედვით;
- საერთაშორისო საფოსტო გზავნილი სახეობების მიხედვით;
- ჰიბრიდული წერილი
- მცირე პაკეტი სახეობების მიხედვით;
- სტანდარტული და რეგისტრირებული წერილი
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 18 დეკემბერი, 17:00 საათი.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 18 დეკემბერი, 17:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595901200
ტენდერის კატეგორია:
- 64100000 საფოსტო და საკურიერო მომსახურებები