18 დეკემბერი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT24776 - ფასთა გამოკითხვა არმატურის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს არ ემ ჯი გოლდი აცხადებს ფასთა გამოკითხვას არმატურის შესყიდვაზე.
- შესყიდვის საგანი:
- გლინულა დ=8 მმ A240C კგ 7600
- არმატურა დ=10 მმ 12 მ-იანი სიგრძის A500C კგ 8800
არმატურა დ=12 მმ 12 მ-იანი სიგრძის A500C კგ 64000
- არმატურა დ=16 მმ 12 მ-იანი სიგრძის A500C კგ 21000
- არმატურა დ=18 მმ 12 მ-იანი სიგრძის A500C კგ 7400
- არმატურა დ=20 მმ 12 მ-იანი სიგრძის A500C კგ 5200
- არმატურა დ=22 მმ 12 მ-იანი სიგრძის A500C კგ 60200
- არმატურა დ=25 მმ 12 მ-იანი სიგრძის A500C კგ 4400
- არმატურა დ=28 მმ 12 მ-იანი სიგრძის A500C კგ 41000 - კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 18.12.2024, 18:00 საათი
- ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
- პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება.
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
- ენა : ქართული/რუსული/ინგლისური
- კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
- კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება:
- გადახდის პირობები;
- პროდუქციის მიწოდების ვადები;
- მიწოდების პირობა;
- ტექნიკური დოკუმენტაცია;
- საგარანტიო პირობები;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
- რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
წინადადების წარდგენისას აუცილებელია მიუთითოთ ფასთა გამოკითხვისთვის მინიჭებული კოდი.
კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.
მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com
საკონტაქტო ინფორმაცია:
ქეთა ალექსი-მესხიშვილი
Т +995 595 30 00 16
kaleksimeskhishvili@richmetalsgroup.com
ტენდერის კატეგორია:
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
- 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
- 14700000 ძირითადი ლითონები