25 დეკემბერი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT24777 - ტენდერი მარკეტინგული მასალების ბეჭდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს. „სილქნეტი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ გამარჯვებული კომპანიისგან შეისყიდის მომსახურებას: მარკეტინგული მასალების ბეჭდვა. მომსახურების შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად, საჭიროების მიხედვით, 1 (ერთი) წლის განმავლობაში.
სატენდეროდ შესასყიდი მასალების დეტალები იხ. თანდართულ ფაილში.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.
გთხოვთ შემოთავაზება წარმოგვიდგინოთ ქართულ ენაზე, ქვემოთ მოცემული ინფორმაციის შესაბამისად:
ტენდერის # - 2024/33
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება - 2024 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში - 10 საათიდან 18 საათამდე
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები;
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:
- მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში;
- კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი და კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია;
- მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით.
ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
- ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ.
მოთხოვნა:
წარმოდგენილი ფასები უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით;
რეკვიზიტები:
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: თამარ თევდორაძე
ტელეფონი: +995 599 158 191
E-mail: tenders@silknet.com ttevdoradze@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის # 7
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები