ჩაბარების ვადა:

30 დეკემბერი 2024, 12:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T24795 - ტენდერი ქ. რუსთავის სხვადასხვა მისამართებზე წყალსადენისა და წყალარინების ქსელების ახალი მიერთების პროექტების მიხედვით სამუშაოების შესყიდვაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცი, ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 30 დეკემბერი, 12:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ქ. რუსთავის სხვადასხვა მისამართებზე წყალსადენისა და წყალარინების ქსელების ახალი მიერთების პროექტების მიხედვით სამუშაოების შესყიდვაზე.

ჩარჩო ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება - არაუმეტეს 1,500,000.00 დღგ-ს და ნორმით განსაზღვრული დანარიცხების ჩათვლით.

ამ ეტაპისთვის დანართის სახით წარმოგიდგენთ კონკრეტულად 27 პროექტს (წყალი/წყალარინება), რომელთა სამუშაოების ჩატარება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების ხელმოწერიდან უმოკლეს ვადაში.

დამუშავების პროცესშია სხვა მსგავსი პროექტებიც, რომლებიც ეტაპობრივად გადაეცემა შემსრულებელს და რომლებიც უნდა განხორციელდეს ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში.

საშუალოდ წელიწადში არის დაახლოებით 300 პროექტი.

დოკუმენტაციის, ნებართვების და პროექტების მომზადება არის დამკვეთის მხარეს, ხოლო შემსრულებლის მხარეს არის მხოლოდ სამშენებლო სამუშაოების წარმოება შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვის კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა ნორმის დაცვით.

სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას კომპანია პასუხისმგებელია როგორც ვადის ასევე შრომის უსაფრთხოების, გარემოსდაცვის და ნებისმიერი სხვა კანონდებლობის დაცვაზე და დარღვევის შემთხვევაში დაკისრებულ ჯარიმებზე პასუხისმგებელი იქნება შემსრულებელი.

შენიშვნა: ტენდერის მიზანია შეირჩეს ორი ან მეტი კომპანია შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული სამუშაოების შესასრულებლად. 

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა და შესრულების სავარაუდო ვადები:

  • მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ მიწოდეული პროექტ(ებ)ის  შესაბამისად;
  • მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ გაცემულ კონკრეტულ დავალებაში განსაზღვრული ვადების შესაბამისად;
  • პროექტის შესრულების გონივრული ვადები განისაზღვრება საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების შესაბამისად. (იხ. დანართი N2)
  • კონკრეტული დავალების შესრულების ვადები ძირითადად განისაზღვრება დანართი N2 -ის მიხედვით, თუმცა კონტრეტული პროეტების სირთულიდან გამომდინარე შესაძლებელია მოხდეს სამუშაოს შესრულების ვადების ორმხრივად გადახედვა და შეთანხმება განსხვავებულ ვადაზე; 
  • გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ დანართ N2-ს, რათა გამარჯვების შემთხვევაში სწორედ აღნიშნული დანართით მოხდება თითოეულ გადმოცემულ პროექტზე ვადის დათვლა (გარდა იმ შემთხვევისა როცა პროექტის შესრულების ვადის დადგენა მოხდება ურთიერთშეთანხმებით)
  • ხელშეკრულება გაფორმდება სატენდერო განფასებაში დაფიქსირებული ფასების გათვალისწინებით. 

განსაკუთრებული მოთხოვნა:

  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპნიამ უნდა უზრუნველყოს მასალების გატანა ქვემოთ დასახელებული „დამკვეთის“ საწყობის მისამართიდან: ქ. რუსთავი, წმინდა ნინოს N5.
  • მასალის დასატვირთი ამწე, საჭიროების შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მიიყვანოს საწყობში, და უზრუნველყოს მასალის დატვირთვა თავად.
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საშემსრულებლო დოკუმენტაცია წარმოადგინოს ტენდერზე თანდართული საშემსრულებლო დოკუმენტაციის ნიმუშების შესაბამისად, რომელთა ცვლილება დაუშვებელია;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აწარმოოს სამუშაოები ტენდერზე თანდართული კონტრაქტორთა მართვის გეგმის შესაბამისად.
  • სამშენებლო სამუშაოების გაწევის ყველა ეტაპზე, სამუშაო ადგილზე გამარჯვებულ კომპანიას წარმოდგენილი უნდა ჰყავდეს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც სერთიფიცირებულია 2021 წლის 13 სექტემბერის ბრძანება № 01-81/ნ მიხედვით.

1.3 განფასება:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ერთეულის ღირებულებების განფასება დანართი N1.1 და N1.2 მოცემული ფორმატით.

1.4  ხელშეკრულების მოქმედების ვადა:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში შემსყიდველის კონკრეტულ შეტყობინებაში განსაზღვრული ვადის შესაბამისად
  • კონკრეტული დავალებების და მოცემული ბიუჯეტის ამოწურვამდე

ზემოთ მოცემული პუნქტებიდან რომელიც უფრო ადრე დადგება.

1.5 სამუშაოს შესრულების ადგილი:

ქალაქი რუსთავი.

1.6 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

შემსრულებლის მიერ განხორციელებულ კონკრეტულ სამუშაოზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 36 (ოცდათექვსმეტი) თვიანი გარანტია.

1.7 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

1.8 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით კონკრეტულ შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.9 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულების 5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების შესრულების გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ზემოთ განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება.

1.10 ხარისხის უზრუნველყოფის გარანტია:

შემსრულებელი ვალდებულია ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების ხარისხის უზრუნველყოფის გარანტია ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულების 5%-ის ოდენობით. ხარისხი გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და ძალაში უნდა იყოს არანაკლებ „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული საგარანტიო ვადის დასრულების თარიღიდან 1 თვის განმავლობაში.

1.11 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • სრულყოფილად შევსებული ხარჯთაღრიცხვა (პუნქტი 1.3);

შენიშვნა: აუცილებლად უნდა განფასდეს ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ყველა ის პუნქტი, რომელსაც აწერია „კონტრაქტორის მასალა“ და „კონტრაქტორის მომსახურება“, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ღირებულება არის 0 (ნული) ლარი და კონტრაქტორი თანხმობას აცხადებს უსასყიდლოდ შეასრულოს მოცემული პუნქტი;

  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.7 პუნქტის შესაბამისად;
  • ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადის შესახებ 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული სამუშაოების შესრულებისთვის ტენდერში მონაწილე კომპანიის საკუთრებაში ან/და იჯარით აღებული ტექნიკის ჩამონათვალი (დასახელების და რაოდენობის მითითებით);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • ტენდერზე თანდართული ხელმოწერილი „კონტრაქტორის განაცხადი“;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.
  • შევსებული შრომის უსაფრთხოების კითხვარი (იხ. „კონტრაქტორის შეფასების კითხვარი“)

ყურადღება: პრეტენდენტის მიერ 1.11 პუნქტში მოცემული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ განიხილება!

შენიშვნა:
1) ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
2) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.12 ხელშეკრულების გაფორმება:

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება „სატენდერო დრაფტ ფაილებში“ მოცემული ხელშეკრულების ფორმის გათვალისწინებით, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.

1.13 სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
     - გაკოტრების პროცესში;
    -  ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით. 

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან.

პასუხისმგებელი პირი: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნებისთვის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, სათავო ოფისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. N10, თბილისი 0179, საქართველო; საკონტაქტო ელ-ფოსტა: pdpo@gwp.ge. მონაცემთა დამუშავების მიზანი: მესამე მხარის შესახებ ღია-წყაროებზე დაყრდნობით ანალიზის ჩატარება, რათა შეფასდეს მესამე მხარესთან პოტენციური ურთიერთობისას შესაბამისობის რისკები. ლეგიტიმაცია: პროფესიული ან/და კომერციული ურთიერთობა. მიმღებები: თქვენი მონაცემები არ გადაეცემა რომელიმე მესამე მხარეს, გარდა კანონიერი ვალდებულების ან უფლების შემთხვევისა. შენახვა: თქვენი მონაცემები ინახება კომპანიის შეფასებისთვის საჭირო დროის და სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ თქვენი პერსონალური მონაცემები დაიბლოკება კანონმდებლობით დაშვებული ვადით. როგორც კი ხსენებული ვადები ამოიწურება, არსებული ინფორმაცია განადგურდება. უფლებები: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემებზე წვდომის, მონაცემთა გასწორების, განახლების, წაშლის, დამუშავების შეზღუდვის ან აკრძალვის უფლებით, ასევე გააუქმოთ გაცემული თანხმობა წერილობითი მიმართვის მაიდენტიფიცირებელი გრიფით „მონაცემთა დაცვა“ გაგზავნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10, თბილისი 0179, საქართველო, ან ელექტრონული ფოსტის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: pdpo@gwp.ge, რომელშიც უნდა მიუთითოთ ის უფლება, რომელსაც ახორციელებთ და რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს თქვენ მიერ (ფიზიკურად ან ელექტრონულად). თუ ვერ ხერხდება თქვენი ვინაობის დადგენა, შეიძლება ჩვენი მხრიდან დამატებით მოთხოვნილ იქნას ინფორმაცია, მათ შორის, და არა მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობის ასლი. პრეტეზნიის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (www.personaldata.ge).

ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხაზგასმით აღნიშნავს საორიენტაციო ჯამური მოცულობა არის სავარაუდო და მისი მითითება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განიმარტოს როგორც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვალდებულება შეისყიდოს საქონელი/მომსახურება საორიენტაციო ჯამური მოცულობით. საორიენტაციო ჯამური მოცულობა არ წარმოადგენს ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში შესასყიდი საქონლის/მომსახურების ზუსტ მოცულობას, ფაქტობრივად შესყიდული საქონლის/მომსახურების მოცულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს (იყოს მეტი ან ნაკლები) საორიენტაციო ჯამური მოცულობისგან, ასეთ შემთხვევაში: (ა) ტენდერში მონაწილე გარანტიას იძლევა, რომ იგი ამ საფუძვლით არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და აცხადებს უარს ამ საფუძვლით რაიმე სახის ზიანის/ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაზე, (ბ) ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს ტენდერში მონაწილე პირის მიერ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის ან სახელშეკრულებო პირობების ცვლილების მოთხოვნის საფუძველი. ტენდერში მონაწილეობით ტენდერში მონაწილე ეთანხმება ამ პირობებს და მათ მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:
დოკუმენტაციის ბმული
პაროლი: gwp12345

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 30 დეკემბერი, 12:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

შესყიდვების წარმომადგენლები:
საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N10
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge  
ტელ.: +995 32 2 93 11 11 (1303); 595 22 66 94

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145)

ტენდერის კატეგორია:

  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    19 დეკემბერი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა