ჩაბარების ვადა:
23 დეკემბერი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT24801 - ფასთა გამოკითხვა ქართული მილის ქარხნის, შენობების და მასში მდებარე მატერიალური ფასეულობების დაცვით მომსახურეობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ქართული მილი“ აცხადებს ტენდერს კომპანიის საკუთრებაში არსებულ ობიექტების დაცვაზე.
ტენდერის პირობები:
- მომსახურების გაწევის ობიექტები - ცენტრალური ოფისი, ქიზყის N42-ში და სანაძის N39 ში არსებული ქარხნები;
- გასაწევი მომსახურება - ფიზიკური დაცვის მომსახურება;
- ხელშეკრულების ვადაა - 12 თვე ხელმოწერის დღიდან.
- მომსახურების დაწყების თარიღი - 2025 წლის 01 იანვარი
- ხელშეკრულების ვადა - 1 წელი.
მისამართები სადაც უნდა განხორციელდეს მომსახურება:
- ქ. თბილისი, ქიზიყის ქუჩა N42 - ოფისი
- ქ. თბილისი, ქიზიყის ქუჩა N42 - ქარხანა
- ქ. თბილისი, სანაძის ქუჩა N49 - ქარხანა
შენიშვნა: პრეტენდენტს სატენდერო წინადადების წარდგენამდე შეუძლია ობიექტების დათვალიერება.
- მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ერთ ობიექტზე (ჯამში ორი ობიექტი) ჯამში არანაკლებ 2 (ორი) ადამიანის მორიგეობით, 24 საათიანი გრაფიკით უწყვეტად 24 საათიან რეჟიმში (რაშიც იგულისხმება 2-კაციანი ძირითადი შემადგენლობით, ცვლაში არანაკლებ 2 კაცისა, 24-საათიანი გრაფიკით (ერთი და იგივე ადამიანი 72 საათში, მხოლოდ ერთხელ შეიძლება იყოს მორიგე და არაუმეტეს 24 საათისა) (სამუშაო, უქმე და სადღესასწაულო დღეების ჩათვლით)).
- მომსახურების გაწევისას დასაქმებული პერსონალი უნდა იყოს მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული (აღნიშნულთან დაკავშირებით, მთლიანი პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს);
- დაცვის სამსახურმა უნდა უზრუნველყოს ქარხნის თამნამშრომელთა და მომსვლელ სტუმართა უსაფრთხოება ქარხნის შენობაში და ტერიტორიაზე.
- საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებისას აღმოჩენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს როგორც „შემსყიდველის“, ისე „მიმწოდებლის“ ხელმძღვანელობას და საჭიროებისამებრ კომპეტენტურ ორგანოებს და აღნიშნულ პირთა მოსვლამდე უზრუნველყოს შემთხვევის ადგილის ხელშეუხებლობა
- პრეტენდენტმა მომსახურება უნდა უზრუნველყოს დანართი 2-ში მოცემულ მისამართებზე და ვადებში.
- პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს თანამშრომელთა აღჭურვა დაცვისთვის საჭირო აღჭურვილობით და ტანსაცმელით.
- უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გაწეული სადღეღამისო მომსახურების მაღალი ხარისხი,რომელიც დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს: შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფას.
- მომსახურეობის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში დაცვის სფეროში მოქმედ ნორმებს და „შემსყიდველის“ შიდა ნორმატიული აქტებისა და ინსტრუქციების მოთხოვნებს.
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონით სავალდებულო საქმიანობის ლიცენზია.
- პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ობიექტების დაცვა დანაშაულებრივი ხელყოფისგან, უზრუნველყოს მართლწესრიგის, თანამშრომელთა სამსახურში ყოფნისა და მოქალაქეთა მიღების შინაგანაწსით დადგენილი წესების დაცვა.
- პრეტენდენტი ვალდებულია სრულყოფილად აანაზღაუროს მომსახურეობის შესრულების დროს „შემსყიდველზე“ მიყენებული ზარალი.
- პრეტენდენტი ვალდებულია ქარხნის ტერიტორიაზე საშვების გარეშე არ შეუშვას არცერთი პირი
- აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ცვლებს ხელმძღვანელობდეს დაცვის უფროსი
სათაურში აუცილებლად მიუთითეთ "კომპანიის დასახელება" და დაცვითი მომსახურეობა
შეთავაზებები უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტაზე: info@geopipe.ge
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 23.12.2024 18:00 საათი
საკონტაქტო პირი:
ალექსანდრე იოსელიანი
+995 579 20 29 08
ტენდერის კატეგორია:
- 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები