18 დეკემბერი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT24804 - ტენდერი მომსახურების - Checkpoint ქსელური ფაირვოლის Trade-in ჩანცვლება MAESTRO-თი - შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ბაზისბანკი გეგმავს შეარჩიოს ოპტიმალური შეთავაზება შემდეგი პროდუქტების შეძენაზე: Checkpoint ქსელური ფაირვოლის Trade-in ჩანცვლება MAESTRO-თი
ინტერესთა გამოხატვაზე წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა იძლეოდეს ნათელ წარმოდგენას კანდიდატი კომპანიის გამოცდილებასა და კომპეტენციებზე.
ტერმინთა განმარტებები:
კანდიდატი - საქართველოს რეზიდენტი თუ არარეზიდენტი დაინტერესებული პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და კვალიფიკაცია საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინფორმაციულ უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის დაგამოთქვამს სურვილს წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის პირობების შესაბამისად წარადგინოს წინადადება;
წარმოსადგენი წინადადების მახასიათებლები:
კანდიდატები ვალდებულნი არიან ინტერესთა გამოხატვასთან ერთად წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია დადოკუმენტები:
- კომპანიის მოკლე რეზიუმე;
- გამოცდილების აღწერა, რომელიც დაადასტურებს კანდიდატის ან კანდიდატის პარტნიორი კომპანიის/ქვეკონტრაქტორის შესაძლებლობას მოგვაწოდოს წარმოდგენილი წინადადებით შემოთავაზებული პროდუქტი. იმშემთხვევაში, თუკი კანდიდატის გამოცდილება ეყრდნობა ქვეკონტრაქტორების გამოცდილებას, დამატებითსაჭიროა წარმოდგენილ იქნეს პროექტში მონაწილეობის მიღების მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტებითითოეული ქვეკონტრაქტორისათვის;
- გამოცდილების აღწერის განაცხადს თან უნდა ახლდეს შესაბამისი დოკუმენტები, რეკომენდაციები, რეფერენსებიდა/ან სხვა მტკიცებულებები;
- ოფიციალური პარტნიორობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
ინტერესთა გამოხატვის შესახებ განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. ბანკმა შესაძლოა მოიწვიოსკანდიდატები პრეზენტაციის გაკეთების მიზნით.
ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წინადადებების წარდგენა:
ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მეილზე: tenders@basisbank.ge
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 18 დეკემბერი, 18:00 თბილისის დროით.
კანდიდატების შერჩევა:
- კანდიდატთა „მოკლე სიას“ (shortlist), ინტერესთა გამოხატვის თაობაზე განაცხადების წარდგენის შემდგომ, განსაზღვრავსბანკში შექმნილი კომისია.
- „მოკლე სიაში“ შევლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც კომისიის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილებენ ინტერესთაგამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობებს, მათ შორის მოკლე სიაში მოხვედრის კრიტერიუმებს.
- „მოკლე სიაში“ შესულ კანდიდატებს გადაეცემათ დაზუსტებული მოთხოვნა მოსაწოდებელი პროდუქტების შესახებ.
- „მოკლე სიის“ შედგენის ვადა განისაზღვრება კომისიის მიერ.
- კანდიდატების „მოკლე სიის“ შესარჩევი კრიტერიუმები განსაზღვრება კომისიის მიერ. კანდიდატების შერჩევისკრიტერიუმები შეიძლება შეიცვალოს ან შესწორდეს ნებისმიერ დროს განაცხადების მიღებისათვის განსაზღვრულსაბოლოო ვადამდე. ინფორმაცია ასეთი ცვლილებების ან შესწორებების შესახებ გამოქვეყნდება ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.
საჯაროობა:
ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევასთან დაკავშირებულ შემოთავაზებებზე საჯარო განცხადებების ან გამოსვლებისგაკეთება დაიშვება მხოლოდ ბანკის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში.
ვალდებულებისგან თავისუფლება:
ამ მოწვევით, სს ბაზისბანკი არ იღებს ვალდებულებას შეარჩიოს რომელიმე კანდიდატი, ან აუნაზღაუროს რაიმე ხარჯინებისმიერ კანდიდატს. დოკუმენტების წარდგენა კანდიდატს არ ანიჭებს ბანკის მიმართ რაიმე მოთხოვნის წარდგენისუფლებამოსილებას იმის გამო, რომ ასეთი კომპანია გამოეხმაურა მოთხოვნას წინადადებების წარდგენის თაობაზე.
ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის საპასუხოდ გაწეული ყველა ხარჯი და ნებისმიერი შემდგომი ინფორმაციისმოთხოვნა იქნება კანდიდატის ხარჯების ნაწილი.
ზეგავლენის მცდელობა:
კანდიდატის ან მისი წარმომადგენლის მიერ განხორციელებული ნებისმიერი მცდელობა მოახდინოს გავლენა ინტერესთაგამოხატვის პროცესზე, შეიძლება დასრულდეს კანდიდატის დისკვალიფიკაციით.
სამსახურის უფლებამოსილებანი ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით კომისია ინტერესთა გამოხატვასთანდაკავშირებით უფლებამოსილია:
- უარი თქვას ან შეცვალოს ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევის პირობები (მათ შორის, „მოკლე სიის“ შესარჩევიკრიტერიუმები) წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებით;
- კანდიდატის მიერ წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით მოითხოვოს დაზუსტება ან დამატებითი დოკუმენტაცია;
- დისკვალიფიკაცია მისცეს ნებისმიერ იმ კანდიდატს, რომლის განაცხადი ინტერესთა გამოხატვაზე არ შეესაბამებაამ მოწვევით განსაზღვრულ ინსტრუქციებს;
- დისკვალიფიკაცია მისცეს ნებისმიერ იმ კანდიდატს, რომელიც ინტერესთა გამოხატვაზე განაცხადში დაამახინჯებსარსებულ ფაქტებს;
- უკან გამოიწვიოს ეს მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე, ან ხელმეორედ მოიწვიოს კანდიდატები იმავე ან სხვასაფუძვლით, ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნების გზით;
- არ მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას ამ პროცესის შედეგად ან განაგრძოს კანდიდატების შერჩევა, ან გაუგზავნოს„მოკლე სიაში“ მოხვედრილ კანდიდატებს მოთხოვნა წინადადებების წარდგენის თაობაზე; და/ან შეიტანოსნებისმიერი ცვლილება ინტერესთა გამოხატვის და შეფასების ვადებში, ან ამ მოწვევის სტრუქტურაში, ან შინაარსშიდა განათავსოს აღნიშნული სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდზე.
გამოყენებადი სამართალი:
- ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადი და დოკუმენტების წარდგენა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
დეტალიზაიცა:
- არსებულ ინფრასტრუქტურაში მოქმედი ქსელური ეკრანების Trade-in ჩანცვლება MAESTRO ჰიპერმასშტაბირებადი ქსელური უსაფრთხოების გადაწყვეტილებით და მიგრაცია.
- არსებული Endpoint და ვირტუალური სისტემების ლიცენზიებისა და მხარდაჭერის განახლება.
მოწყობილობების მოდელები და რაოდენობა:
4 ერთეული Maestro Hyperscale Orchestrator 140, მასშტაბირებადობის შესაძლებლობით 1.28 ტბ/წმ-მდე, 48x10GbE და 8x100GbE პორტებით.
6 ერთეული 9300 Quantum Force SandBlast Appliance SNBT სერვისი პაკეტით.
არსებული ლიცენზიებისა და მხარდაჭერის სერვისი განახლება
12 ცალი CloudGuard Network virtual core Gateway
190 ცალი ATP ლიცენზიები საბოლოო წერტილებისთვის (Web Protection, forensics Access protection, Sandbox emulation და extrac)
260 ცალი SandBlast Agent Advanced Package
ვირტუალური ცენტრალური მენეჯმენტის სისტემა 10 მოწყობილობისთვის (SmartEvent and SmartReporter)
თავსებადი SFP რაოდენობა:
32 ცალი 10G SFP+ SR
4 ცალი 1G SFP SR
16 ცალი ოპტიკური პაჩკორდი
მოწყობილობებზე უნდა ვრცელდებოდეს Collaborative Enterprise Support – Premium ტიპის 24/7 მხარდაჭერის სერვისი, 4 საათიანი რეაგირების დროით:
პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და პირველი რეაგირება უნდა მოახდინოს გამარჯვებული კომპანიის სერტიფიცირებულმა სპეციალისტებმა, 30 წუთიანი რეაგირების დროით. ინტეგრატორი კომპანიის დონეზე ტექნიკური პრობლემის გადაუჭრელობის შემთხვევაში ამავე კომპანიის მიერ უნდა განხორციელდეს ქეისის გახსნა ოფიციალურ მწარმოებელთან, რომლის მხარდაჭერის სერვისი უნდა იყოს 24/7 ტიპის, მაქსიმალური 4 საათიანი რეაგირების დროით.
მოწყობილობებზე უნდა ვრცელდებოდეს 1 (ერთი) წლიანი ოფიციალური მწარმოებლის მხარდაჭერა და საგარანტიო პერიოდი. მიწოდებულ საქონელზე ქარხნული დეფექტის და/ან დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, შემსყიდველის შეტყობინების მიღებიდან (როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით), მიმწოდებელმა საკუთრი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს, დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე 7-45 დღის ვადაში წუნდებული საქონლის შეკეთება ან/და შეცვლა.
საგარანტიო პერიოდში საჭიროების შემთხვევაში ტექნიკის ტრანსპორტებას მიმწოდებლის მხარეს და შეკეთებული ტექნიკის ტრანსპორტირებას შემსყიდველის მხარეს უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით. მხარდაჭერის პერიოდში უზრუნველყოფილი უნდა იყოს უფასო წვდომა/განახლება პროგრამული უზრუნველყოფის ყველა ახალ ვერსიასთან.
მიგრაცია:
- ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს ფიზიკურად და ინჟინერი უნდა იყოს ადგილზე, როგორც მონტაჟის და მიგრაციის დროს ასევე სისტემის პირველადი გაშვების მომენტში.
- მიგრაცია უნდა მოხდეს ყველა შიდა და გარე პერიმეტრის (ფიზიკური და ვირტუალური).
- უნდა მოხდეს ყველა Object Categories-ში არსებული (Network Objects, Services, Application/Categories, VPN Communities, Data Types, User/Identities, Servers, Time Objects, UserCheck Interactions, Limits, Updatable Objects) ხელით შექმნილი Object მიგრაცია.
- უნდა მოხდეს ყველა Access Control-ში არსებული Policy Section და Policy Rule მიგრაცია
- უნდა მოხდეს ყველა Access Control ში არსებული NAT Rule მიგრაცია
- უნდა მოხდეს ყველა Thread Prevention-ში არსებული Custom Policy მიგრაცია
- უნდა მოხდეს ყველა Thread Prevention-ში არსებული Exceptions მიგრაცია
- უნდა მოხდეს ყველა HTTP Inspection-ში არსებული Policy მიგრაცია
- უნდა მოხდეს ყველა Custom Policy Tool-ში არსებული Profiles, IPS Protections, Protectors, Allow List Files, Indicators, Updates, UserCheck, Threat Wiki მიგრაცია.
- უნდა მოხდეს ყველა არსებული VPN Certificate მიგრაცია
- უნდა მოხდეს ყველა Blade ში არსებული Setting მიგრაცია
- უნდა მოხდეს MTA სრული მიგრაცია, როგორც Allow List ასევე Block List მიგრაცია.
- უნდა მოხდეს Active Directory ჩაბმა Identity Collector-თან.
- უნდა მოხდეს ყველა ფიზიკური დაერთება.
- უნდა მოხდეს ბაზის ბანკის ტოპოლიგიის გათვალისწინება ჩანაცვლების დროს.
- უნდა მოხდეს ყველა ქსელური კონფიგურაციის მიგრაცია, გათვალისწინებული უნდა იყოს დამატებითი აპარატურა (არსებულის შემთხვევაში)
ტენდერის კატეგორია:
- 50300000 პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები
- 32400000 ქსელები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები