ჩაბარების ვადა:

20 დეკემბერი 2024, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T24816 - ტენდერი კორპორატიული პორტალის ბაზაზე მოდულის „მმართველობითი ანგარიშგება“ შემუშავებისა და დანერგვის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ბათუმის ნავთობტერმინალი აცხადებს ტენდერს კორპორატიული პორტალის ბაზაზე მოდულის „მმართველობითი ანგარიშგება“ შემუშავებისა და დანერგვის მომსახურების შესყიდვაზე.

პოტენციურმა მიმწოდებელმა/შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი (მისი არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოადგილე) სატენდერო წინადადება, დადასტურებული ორგანიზაციის ბეჭედით (მისი არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას და დოკუმენტებს:

  • ტენდერში მონაწილეობის განაცხადი დამოწმებული
  • კომერციული წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
    - პოტენციური მიმწოდებელის დასახელება
    - პოტენციური მიმწოდებელის ფაქტიური მისამართი
    - წარმოდგენილი საქონლის/სამუშაოების/მომსახურების დასახელება, დახასიათება და მოცულობა
    - გადახდის ფორმა
    - ერთეულის და საერთო ფასს აშშ დოლარში, ევროში ან ლარში დღგ-ის გარეშე, თუ დღგ-ის გადამხდელი დღგ-ის ჩათვლით, ღირებულება უნდა შეიცავდეს ტექნიკური სპეციფიკაციით გათვალისწინებულ ყველა ხარჯებს.
  • პოტენციური მიმწოდებელის მიერ ხელმოწერილი მისაწოდებელი საქონლის / სამუშაოების /მომსახურების ტექნიკური დავალება. ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული.
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ასლი) განახლებული არანაკლებ 10 დღისა.
  • ცნობა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ.
  • ცნობა დავალიანების არქონის შესახებ განახლებული არანაკლებ 30 დღისა.

ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და/ან რუსულ ენებზე.

გამოცხადების თარიღი: 16.12.2024 წ.
წინადადებების მიღების საბოლოო თარიღი: 20.12.2024 წ. / 12:00 სთ.

ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება შესყიდვების შედეგების ოქმში მითითებულ ვადებში, მაგრამ არა უგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა შესყიდვების ოქმის ხელმოწერიდან.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი"-ის შესყიდვებისა და კონტრაქტების განყოფილებას.

პოტენციური მიმწოდებლის/შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი წინადადება წარმოადგენს თანხმობას განახორციელოს შემკვეთის მიერ ტექნიკურ სპეციფიკაციაში (ტექნიკური დავალება/ დანართი) მითითებული საქონლის/სამუშაოების/მომსახურების შესრულება.

პოტენციური მიმწოდებელი/შემსრულებელი ვალდებულია წარადგინოს კომერციული წინადადება, საიტზე განთავსებული საკონკურსო დოკუმენტაციის მიმართ მოთხოვნების შესაბამისად: www.batumioilterminal.com

ტენდერის კატეგორია:

  • 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 72300000 მონაცემთა მომსახურება