ჩაბარების ვადა:

23 დეკემბერი 2024, 12:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T24825 - ტენდერი ბანკის საკუთრებაში არსებული მეორადი ტექნიკის დიაგნოსტიკისა და შეკეთების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი (შემდგომში ბანკი) აცხადებს ტენდერს ბანკის საკუთრებაში არსებული მეორადი ტექნიკისდიაგნოსტიკისა და შეკეთების მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.  

ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან 1 წლიანი გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

აუცილებელი მოთხოვნები მომსახურების შესახებ

ტენდერი მოიაზრებს შერჩეული კომპანიის მიერ ცხრილი (1)-ში ჩამოთვლილი ტექნიკის დიაგნოსტიკისა და შეკეთების მომსახურების მიღებას, ბანკის სამუშაო საათების განმავლობაში - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-18:30სთ, თბილისი, ჭირნახულის 9-ში.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესოპირობების მქონე მომწოდებელს.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებახელშეკრულების პირობებს.
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირისხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილიდანართი1
  • შემოთავაზებული მომსახურება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურპარამეტრებს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი.
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტებიდანართი 2;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულგადასახადებს და გადასახდელებს.

ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან 1 წლიანი გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

აუცილებელი მოთხოვნები მომსახურების შესახებ

ტენდერი მოიაზრებს შერჩეული კომპანიის მიერ ცხრილი (1)-ში ჩამოთვლილი ტექნიკის დიაგნოსტიკისა და შეკეთების მომსახურების მიღებას, ბანკის სამუშაო საათების განმავლობაში - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-18:30სთ, თბილისი, ჭირნახულის 9-ში.

დიაგნოსტიკის მომსახურების პირობები:

  • დაგინოსტირებისა და შეკეთებისთვის საჭირო ადამიანური რესურსი საწყის ეტაპზე უნდა განისაზღვროს ერთი თანამშრომლით, საჭიროების შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის შესაბამისად კომპანიამ უნდა უზრუნველყოს დამატებითი თანამშრომლის მოძიებაც.
  • დიაგნოსტიკისთვის საჭირო აპარატურა შერჩეულმა კომპანიამ (შემდგომში კომპანიამ) უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებლად.
  • კომპანიამ რეგულარულად უნდა აწარმოოს დიაგნოსტირებული ტექნიკის აღწერა, რომელშიც თითოეულ პოზიციაზე მითითებული იქნება დასკვნა, დეფექტური დეტალი, ტექნიკის მოდელი და უნიკალური კოდი.
  • კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ტექნიკის ფორმატირება, მონაცემების წაშლა. კომპანია ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობა.
  • კომპანია ვალდებულია მუშა მდგომარეობაში მოიყვანოს ისეთი ტექნიკა, რომელიც არ საჭიროებს დეტალის შეცვლას ან შეკეთებას.
  • კომპანია ბანკთან შეთანხმების საფუძველზე მოახდენს ისეთი ტექნიკის მუშა მდგომარეობაში მოყვანას, რომელიც ექვემდებარება შეკეთებას. შეკეთებისთვის საჭირო დეტალებით მომარაგებას უზრუნველოფს ბანკი. კომპანიამ შეკეთების შემდგომ, ტექნიკასთან ერთად, ბანკს უნდა დაუბრუნოს დეფექტური დეტალებიც.

ცხრილი იხილეთ თანდართულ ფაილში.

სატენდერო მოთხოვნები:

  • საგარანტიო პირობები: შეკეთებული ტექნიკისთვის განისაზღვროს კომპანიის მიერ.
  • მომსახურების მიღების მისამართი:  ქ. თბილისი, ჭირნახულის ქ. #9
  • კომპანიის გამოცდილება: განისაზღვრება მინიმუმ 2 წლით.
  • უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისო ბრენდებთან გამოცდილების მქონე კომპანიას.

შეფასების კრიტერიუმები:

  • ღირებულება - 60%
  • მომსახურების მიღების ვადა - 30%
  • გამოცდილება - 10%

დამატებითი ინფორმაცია:

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.

ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ: 

სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;

უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;

ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2024 წლის 23 დეკემბერი, 12:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონაქტო ინფორმაცია:

ანი სტეფნაძე
astepnadze@bog.ge
ტელ: +995 579 24 34 75

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 50300000 პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    18 დეკემბერი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა