ჩაბარების ვადა:

4 მაისი 2017, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T2483 - ტენდერი ფარმაცევტული პროდუქციის მომწოდებელთა შერჩევაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. „სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი“ და სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“ თავის დაზღვეულთათვის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით აცხადებს კონკურს 2017 წლის მაისიდან 1 (ერთი) წლის მანძილზე ფარმაცევტული პროდუქციის მომწოდებელთა შერჩევის მიზნით.

გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია შემდეგ საკონკუროსო კრიტერიუმებზე (შესაბამისი უმაღლესი შეფასების პრიორიტეტიდან უმცირესისკენ):

  • ფარმაცევტული პროდუქციის ფასი 2017 წლის 1 მაისის მდგომარეობით ეროვნულ ვალუტაში (ფარმაცევტული პროდუქცია დანართი #1 შესაბამისად);
  • ს.ს. სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგისა“ და სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოსადმი“ მომწოდებლის მიერ შეთავაზებული ფასდაკლების სისტემა;
  • მომწოდებლის მიერ ს.ს. სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგისა“ და სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოსადმი“ შეთავაზებული დაზღვეულთა მიერ შესყიდული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების სისტემა;
  • სახელშეკრულებო პერიოდში მომწოდებლის მიერ ს.ს. სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგისა“ და სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოსადმი“ პროდუქციის ფასებზე ინფორმაციის ყოველდღიური განახლების სისტემა;
  • ფარმაცევტული პროდუქციის მომწოდებლის სრული პროდუქციის ჩამონათვალი და ფასი 2017 წლის 1 მაისის მდგომარეობით;
  • პროდუქციის რეალიზაციის პუნქტების ნუსხა საქართველოს მაშტაბით;
  • დამატებითი შეთავაზება ს.ს. სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგისა“ და სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოსადმი“;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს როგორც ნაბეჭდი (ხელმძღვანელის პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით დამოწმებული) ასევე ელექტრონული სახით ს.ს. სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგში“ 2017 წლის 4 მაისის 16:00 სთ-მდე მისამართზე: თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. #88/15 (III სართული), ასევე ელექტრონული სახით შემდეგ საფოსტო მისამართებზე: tchikhladze@gpih.ge  ktskhadadze@gpih.ge 

კონკურსით შეირჩევა რამოდენიმე მომწოდებელი კომპანია, რომლის შესახებაც გადაწყვეტილების მიღება მოხდება არაუგვიანეს 2017 წლის 20 მაისისა.

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები
  • 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები