24 დეკემბერი 2024, 15:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T24836 - ტენდერი დაბრენდილი ტექსტილის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს დაბრენდილი ტექსტილის შესყიდვაზე.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- აუცილებელია თანდართულ დოკუმენტაციაში, ფასების ცხრილის სრულად და ჯეროვნად შევსება;
- გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.
შენიშვნა:
ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი; * შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
ანგარიშწორების პირობა:
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება მოთხოვნილი პროდუქციის სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში.
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
- შეკვეთის მიწოდების ვადები და თანხები ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა შეავსოს ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
- შეკვეთების მიწოდება მოხდება კონტრაქტორის ხარჯებით წინასწარ შეთანხმებულ ლოკაციაზე (თბილისის მასშტაბით)
- ტენდერში მონაწილე კომპანიამ მოთხოვნილი ნიმუშები ბანკს უნდა მიაწოდოს ტენდერის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში. მის. გაგარინის 29ა.
- ტენდერში მონაწილე კომპანიას, ყველა ქვემოთ მოთხოვნილი ნივთის დასამზადებლად საჭირო მასალა უნდა ჰქონდეს მარაგში.
- ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა შეეძლოს საჭიროების შემთხვევაში ბანკის მიერ გაზიარებული საბეჭდი ფაილების კორექტირება/დიზაინერის მხარდაჭერა.
- ტენდერში მონაწილე კომპანიამ შეკვეთის სრულად დამზადებამდე ბანკს უნდა გაუზიაროს ფიზიკური ან ფოტო ნიმუში. (მოთხოვნისამებრ) ნიმუშის დამზადება და ტრანსპორტირება მოხდება კონტრაქტორის ხარჯებით.
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ანგარიშსწორება მოხდება თვეში ერთხელ, შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.
- ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ანაზღაურებამდე უნდა წარმოადგინოს შეკვეთების რეპორტი, სადაც მოცემული იქნება თვის შეკვეთების სრული ინფორმაცია, მათ შორის დამკვეთი და ფოტო მასალა.
- კომპანიამ უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის გაცემული რეკომენდაცია, ნაბეჭდის ქსოვილის და მაისურის გამძლეობის და მოვლის სტანდრტთან დაკავშირებით.
- ფასების ცხრილში კომანიამ უნდა მიუთითოს რიგის შესაბამისად ერთეულის ღირებულება. ხოლო საბოლოო თანხაში ჩაწეროს შესაბამისი ჯამი.
- ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ;
- გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთ წლიანი გენერალური ხელშეკრულება.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 24 დეკემბერი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
თეონა ფიცხელაური
tpitskhelauri@bog.ge
577 524235
ტენდერის კატეგორია:
- 39500000 ქსოვილის ნივთები