25 დეკემბერი 2024, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT24852 - ტენდერი შენობის რეკონსტრუქციის პროექტის კონსტრუქციული დასკვნის - საექსპერტო შეფასების მომზადებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მანგლისი ფრაიმ ფროჯექთ“ აცხადებს ტენდერს (#01-19/12/24-MPP) - შენობის რეკონსტრუქციის პროექტის კონსტრუქციული დასკვნის - საექსპერტო შეფასების მომზადება.
შესასყიდი მომსახურების სპეციფიკაცია:
- შენობის ვიზუალურ-ტექნიკური კვლევა, ხილული დეფექტების ფოტოფიქსაცია, გეგმების მიხედვით ღერძების და ნიშნულების ჩვენებით;
- აზომვითი სამუშაოები - მზიდი კონსტრუქციების კვეთების და გეომეტრიული ზომების დადგენა;
- მზიდი კონსტრუქციების დეტალურ ინსტრუმენტალური კვლევა - საძირკვლების ჩათვლით, მათ შორის სამშენებლო კონსტრუქციების ტიპისა და მასალების დადგენა (საჭიროების შემთხვევაში გახსნების შესრულებით), მზიდ კონსტრუქციებში გამოყენებული მასალების სიმტკიცის დადგენა ურღვევი მეთოდებით;
- გამოკვლევის შედეგების ანალიზი;
- დასკვნა შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ და რეკომენდაციები დეფექტების აღმოსაფხვრელად.
- რეკომენდაცია დაშენების შესაძლებლობაზე.
მომსახურება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, დაბა მანგლისი, რუსთაველის ქუჩა.
ხელშეკრულების ვადა: 25 სამუშაო დღე.
წარსადგენი დოკუმენტაცია: გთხოვთ, იცილეთ დანართი 1 - სატენდერო განაცხადი.
თანდართული ფაილები:
- დანართი 1 - სატენდერო განაცხადი
- დანართი 2 - აზომვითი ნახაზი
- დანართი 3 - განფასება
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 25 დეკემბერი, 15:00 საათი.
საკონტაქტო პირები:
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ნათია გელაშვილი
ელ-ფოსტა: ngelashvili@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 577756006;
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
გიორგი ძიძიკაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 555192125
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები