ჩაბარების ვადა:

31 დეკემბერი 2024, 17:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T24872 - ტენდერი ოთხი ერთეული სამგზავრო ლიფტის (10 პერსონა/1000 კგ) შესყიდვა/მონტაჟზე

  • გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 25 დეკემბერი 2024 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 31 დეკემბერი 2024 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სს ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს ოთხი ერთეული სამგზავრო ლიფტის (10 პერსონა/1000 კგ) შესყიდვა/მონტაჟზე 18 სართულიან შენობაში ფასების ცხრილის და ტექნიკური მახასიათებლების (დანართი #1) შესაბამისად.

საყურადღებო ინფორმაცია!

  • შენობა არის 18 სართულიანი, აქედან ორი ლიფტი ემსახურება 18 სართულს, ხოლო დანარჩენი ორი-15 სართულს;
  • იმ ორი ერთეული ლიფტიდან, რომელიც ემსახურება შენობოს 18 სართულს, ერთი უნდა იყოს ხანძარ მედეგი (სახანძრო ლიფტი);
  • პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ასევე არსებული ლიფტების დემონტაჟი და დასაწყობება ბანკის სასაწყობე ფართში მისამართზე: ქ. თბილისი, სერგო გუჯეჯიანის პირველი ჩიხი #12;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენამდე, დეტალების გასაცნობად პრეტენდენტი ვალდებულია წინასწარ დაათვალიეროს ობიექტი.

2. პრეტენდენტის მიერ სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)

  • სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე

3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)

  • კლიენტების სია, რეკომენდაციები
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2(ორი) წელიწადია დაფუძნებული;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • ირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები

4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #74, სს „ლიბერთი ბანკი“-ს სათავო ოფისი;

შენიშვნა:

საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს სამუშაო საათებში.

5. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია.

6. ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 31 დეკემბერი, 17:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: N/A
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:

შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ელ-ფოსტა:
Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 90 12 00 

ტენდერის კატეგორია:

  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

დემონტაჟის შემდგომ სამშენებლო ნაწილიც, მოპირკეთებითი სამუშაოები შემსრულებლის მხარესა?

ლიბერთი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მოგესალმებით, გთხოვთ ტექნიკურ საკითხებზე დაუკავშირდეთ ნომერზე: 591284202

მიმწოდებელი 1

ტექნიკური ნახაზები, პასპორტები თუ გაქვთ ლიფტების?

ლიბერთი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მოგესალმებით, გთხოვთ ტექნიკურ საკითხებზე დაუკავშირდეთ ნომერზე: 591284202

მიმწოდებელი 1

მოგესალმებით, ლიფტების ზუსტი ტექნიკური პარამეტრების დასაზუსტებლად ადგილზე მისვლაა საჭირო. გთხოვთ, გაგვიზიაროთ ტექნიკური სამსახურის თანამშრომლის საკონტაქტო, რათა შევძლოთ ლიფტების შეფასება. ასევე დასაზუსტებელია დემონტაჟის სამუშაოების შესრულების სქემა, რამდენი ლიფტის დემონტაჟს გეგმავთ პირველ ეტაპზე? მაგ: 1 ლიფტის დემონტაჟი, მონტაჟი, შემდგომ მეორე ლიფტის დემონტაჟი და ახლით ცანაცვლება და ასე შემდეგ.

ლიბერთი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მოგესალმებით, გთხოვთ ტექნიკურ საკითხებზე დაუკავშირდეთ ნომერზე: 591284202